"ჩემი შვილი 2 წლის ასაკამდე მყავდა მხოლოდ ქარხნული წარმოების პროდუქტებზე" - ეკა უბერი ბავშვთა კვებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ჩემი შვილი 2 წლის ასაკამდე მყავდა მხოლოდ ქარხნული წარმოების პროდუქტებზე" - ეკა უბერი ბავშვთა კვებაზე

რომელიც ბავშვმა აღნიშნული ასაკიდან უნდა მიიღოს, მშობელმა და პედიატრმა ერთად შეარჩიონ, რათა ალერგიული რეაქციები ან მეტაბოლიზმის პრობლემა არ წარმოიქმნას.

ცნობილი პედიატრი ეკა უბერი აღნიშნავს, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ხილისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი გაჯერებულია ნიტრატებით, არ კონტროლდება მისი ხარისხი და მშობელს უჭირს ამოიცნოს, რომელი პროდუქტია ბავშვისთვის უვნებელი.

უფრო დეტალურად, იმის შესახებ თუ რამდენად ხარისხიანი და უსაფრთხოა ქარხნული წარმოების ბავშვთა კვება სახლში მომზადებულთან შედარებით ეკა უბერი საუბრობს:

რა მნიშვნელობა აქვს კვებას ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესში და როდის არის ბავშვი საკვების მიმართ ალერგიული?

რაციონალური და დაბალანსებული კვება ერთ-ერთი ქვაკუთხედია შემდგომში ბავშვის ჯანმრთელობისა და მყარი იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად. ექიმი და მშობელი ერთად გადაწყვეტენ, რომელი ასაკია ოპტიმალური ბავშვისთვის დამატებითი კვების დასაწყებად. არის სხვადასხვა რეკომენდაცია ალერგიულ საკვებთან დაკავშირებით, მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებად განიხილებიან ისინი, ვისაც ალერგიული მშობლები ან და-ძმები ჰყავთ.რაც უფრო ადრეულ ასაკში (4 თვიდან) მივაწვდით ალერგიულ კომპონენტებს მცირე ულუფებით, ამან შესაძლებელია, შეამციროს ატოპიური დაავადებების ანუ ალერგიული დაავადებების რისკი.

რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ბაზარზე არსებული ხილი და ბოსტნეული და რამდენად შეიძლება მშობელი ქარხნული წარმოების პროდუქტს ენდოს?

ქარხნული წარმოების პროდუქტებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:

პირველი - ეს არის უსაფრთხოება. განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში, რადგან არ ფუჭდება, მანამ, სანამ პროდუქტის მთლიაონობა არ დაირღვევა. ფაქტობრივად, თერმულად არის დამუშავებული და 40 გრადუს სიცხეშიც თავდაპირველად არსებული ფორმით ნარჩუნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მეორე - მასში არ გვხვდება კონსერვანტები, საღებავები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, შაქარი, სახამებელი და ასევე სხვა არასასურველი პროდუქტები;

მესამე - ეს არის ენერგეტიკული და საჭირო ნუტრიენტების სრული შემადგენლობა.

ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ: ჩემი შვილი 2 წლის ასაკამდე მყავდა მხოლოდ ქარხნული წარმოების პროდუქტებზე. ამისი მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში ნიტრატები არ კონტროლდება და შესაბამისად, პროდუქტების უსაფრთხოების შემოწმების მექანიზმი სრულფასოვნად დახვეწილი არ არის.

რას უნდა დავაკვირდეთ ქარხნული პროდუქტის შეძენისას და როგორ უნდა შევურჩიოთ ის ბავშვს?

ბავშვისთვის დღის რაციონი ექიმმა უნდა შეარჩიოს. კალორიები უნდა იყოს წარმოდგენილი ცილებისა და ნახშირწყლების სახით და არა ცხიმებისა და თავისუფალი შაქრის სახით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქარხნული პროდუქტის შეძენისას უნდა დავაკვირდეთ შეფუთვის ფორმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეფუთვის ფორმა პრაქტიკული უნდა იყოს გარეთ სეირნობისას.

კომფორტული შეფუთვის ფორმიდან ბავშვს პირდაპირ შეუძლია მიიღოს პროდუქტი. ასევე, კომფორტული შეფუთვის ფორმები წახემსებისთვის მგზავრობისას ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ, ხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ბავშვს ეძლევა კვებამდე ერთი საათით ადრე დამოუკიდებელ კომპონენტად და არა სადილის შემდეგ.

როგორც პედიატრი, რამდენად უწევთ რეკომენდაციას ბავშვისთვის ქარხნული წარმოების იოგურტებისა და პაუჩების მიწოდებას?

ბავშვებს უჭირთ ისეთი პროდუქტების მიღება რომელსაც სიტკბო არ აქვს, ამიტომ როცა წასახემსებელ პროდუქტს ვარჩევთ, მნიშვნელოვანია, სიტკბოს მას ბუნებრივი ინგრედიენტები აძლევდეს.

ძალიან ოპტიმალურია იოგურტების მიწოდება, რომელიც რა თქმა უნდა, თავისუფალი შაქრებით არ არის გაჯერებული და მხოლოდ და მხოლოდ ხილით არის დამტკბარი. ხილის იოგურტი ეს არის პრაქტიკულად სრულფასოვანი წახემსება ძილის წინ. ის ოპტიმალური საკვები ინგრედიენტია კვებებს შორის, რომელიც შესაძლებელია, ბავშვს მიეცეს ძილის წინ ან კვებამდე ერთი საათით ადრე.

როგორც პედიატრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, პროდუქტი, რომელსაც ბავშვი იღებს, იყოს ხარისხიანი, ნატურალური და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით წარმოებული, რომელსაც ექიმები იძლევიან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროდუქტის შეძენისას დავაკვირდეთ მწარმოებელ ქვეყანასა და საკვების შემადგენლობას.

ბავშვთა კვება ყველაზე მკაცრად ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებში კონტროლდება, რამდენადაც გადის 10 000 ლაბორატორიულ შემოწმებას, რათა მშობლებს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეთ. აქ მიიჩნევა, რომ სახლში დამზადებულ პიურეები ქარხნულთან შედარებით, უფრო დაბალხარისხიანია, რადგან ბაზარზე შეძენილ ნედლ პროდუქტებში გვხვდება მიკრონუტრიენტებისა და მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. ასევე, ისინი შეიძლება შეიცავდეს ფიტინს, ტოქსიკურ ელემენტებს (ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კალა და სხვა), ანტიბიოტიკებს, პესტიციდებს, ნიტრატებს, ჰორმონებს, რადიონუკლეინებს, მიკოტოქსინებს და პათოგენურ მიკორორგანიზმებს.

ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და აღიარებულ პროდუქტად მიიჩნევა იტალიური წარმოების ბავშვთა კვება, რადგან იგი ნიადაგიდან დაწყებული, ნედლეულის შემოწმებით დასრულებული, წარმოების სრული პროცესის ყველა ეტაპის მკაცრ კონტროლს გადის.

როგორც ბავშვთა კვების მწარმოებელი იტალიური კომპანია "პლასმონი" განმარტავს კონკრეტულად მათი პროდუქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და ევროკომისიის რეკომენდაციებით არის დამზადებული და გავლილი აქვს უმკაცრესი კონტროლი.

"ასე დამზადებულ პროდუქტს აქვს სტაბილური გარანტირებული შემადგენლობა, გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, აქვს დაქუცმაცების გარანტირებული და ოპტიმალური ხარისხი და შენახვის ხანგრძლივი ვადა. "პლასმონის" პროდუქცია იწარმოება მხოლოდ იტალიაში; ნედლეულის შერჩევა ხდება ლიცენზირებული მომწოდებლებისგან ხარისხის კონტროლის - Oasi Nella Crescita მკაცრი სისტემის სტანდარტების შესაბამისად", - განმარტავენ კომპანიაში.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროდუქტის შერჩევისას მწარმოებელსაც მივაქციოთ ყურადღება. როგორც წესი, ევროკავშირში დამზადებული ბავშვის საკვები ხარისხის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.