გაციება, მწვავე რესპირატორული დაავადება, მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება, გრიპი ბავშვებთან – განსხვავება, მიზეზები, მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაციება, მწვავე რესპირატორული დაავადება, მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება, გრიპი ბავშვებთან – განსხვავება, მიზეზები, მკურნალობა

ბევრი ვერ არჩევს მათ ერთმანეთისგან, ამიტომ იყენებს მკურნალობის უნივერსალურ მეთოდებს. თუმცა, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ტაქტიკა განსხვავებულია გრიპის მკურნალობისაგან.

ბავშვთა მწვავე რესპირატორული დაავადება (მრდ)

ტერმინი „მრდ“, ჩვეულებრივ გულისხმობს გაციებას. სიმპტომები თანდათანობით ძლიერდება, დასაწყისში ვლინდება სურდო, ტემპერატურა იწევს 37-37,5°С-მდე, შემდგომ შეიძლება აღინიშნოს ხველა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.

ბავშვთა მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება

ძნელია ვირუსით დასნებოვნების დასაწყისის გამოვლენა, შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ადვილად დაღლილობა, მცირედი ინტოქსიკაცია.

ყველაზე მკვეთრი ნიშანია მტკივნეულობის შეგრძნება ყელში, ცემინება, სურდო. ტემპერატურის მომატება აღინიშნება არა უშუალოდ დაავადების დასაწყისში და იშვიათად აღწევს 38,5°С. მშრალი ხველა (ზოგჯერ მკერდში ტკივილი) აღინიშნება დააავადების პირველივე დღეებიდან.

ბავშვთა მრდ-ისა და მისი პროფილაქტიკა

მრდ-სთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია სითხეების დიდი რაოდენობით მიღება. გრიპისა და მრდ-ის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება.

მრდ და გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებია, ამიტომ ეპიდემიები შესაძლებელია. ასეთ დროს მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნას, რათა ნაკლები კონტაქტი გვქონდეთ დაავადებულ ადამიანებთან ან ატარეთ რესპირატორული ნიღაბი.

გრიპის ნიშნები ბავშვებთან

გრიპი, როგორც წესი, უეცრად იწყება და დასნებოვნებიდან პირველ 2-3 საათში იწევს ტემპერატურა (39°С-მდე და მეტი), ადამიანს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შემცივნება, მკვეთრი სინათლის აუტანლობა, სახსრებსა და კუნთებში მტვრევის შეგრძნება, ძლიერი ოფლიანობა, უძილობა.

სურდო, ჩვეულებრივ, გრიპის დროს არ არის, შეიძლება იშვიათად აღინიშნებოდეს ცემინება. ხველა და ყელის ტკივილი დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება.

გრიპის დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურის დაწევა ძნელია ძლიერი სიცხის დამწევების ფონზეც კი.

გრიპი ვირუსული დაავადების სახეობაა, რომელიც აზიანებს სასუნთქ ორგანოებს. დღეისათვის დაახლოებით მისი 2 ათასი შტამია.

მნიშვნელოვანია წოლითი რეჟიმის დაცვა, ყოველდღიურად ოთახის სისტემატური განიავება, სველი წესით დალაგება, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა ორგანიზმი არ გაუწყლოვდეს. სითხის მიღებით შევავსებთ მიკროელემენტებისა და ვიტამინების მარაგს. სასმელი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი, რათა ლორწოვანი არ გაღიზიანდეს.

თუ ბავშვს არ აქვს ჭამის მადა, ნუ დავაძალებთ საჭმლის მიღებას.

38,5OС-ზე მაღალი ტემპერატურისას უნდა მივცეთ სიცხის დამწევები.

მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

გრიპს არ მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მით უმეტეს, თუ ბავშვი ექიმს არ გაუსინჯავს. ანტიბიოტიკებით ნადგურდება ყველა ბაქტერია – პათოგენურიც და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც. ანტიბიოტიკის დანიშნვა მიზანშეწონილია გართულებების შემთხვევაში, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციების თანდართვით (პნევმონია, შუა ყურის ანთება, ჰაიმორიტი).