ბავშვთა დაავადებები, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა დაავადებები, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაონ

სიცხის დამწევი მედიკამენტებით, თუმცა, ბანალური გაციების ნიშნებით შეიძლება უფრო სერიოზული დაავადება იყოს შენიღბული. ამდენად მნიშვნელოვანია დროულად მივაქციოთ ყურადღება ამ სიმპტომებს, გამოვავლინოთ დაავადება და ჩავუტაროთ ბავშვს სწორი მკურნალობა.

ანგინა

გაციების სიმპტომები:

  • ყელის ტკივილი;
  • ტემპერატურის მომატება.

განმასხვავებელი ნიშნებია:

  • ნუშურების გადიდება;
  • ენასა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე თეთრი ნადები;
  • თვალების მიდამოს ტკივილი;
  • ტემპერატურა 37,5°ჩ-ზე მეტი;
  • ზოგადი სისუსტე და სხეულში მტვრევის შეგრძნება;
  • ყლაპვისას ყელის ძლიერი მტკივნეულობა.

ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება შეიძლება ჩვეულებრივ გაციებად მივიღოთ, თუმცა, აღნიშნული სიმპტომები ანგინის პირველი ნიშნები შეიძლება აღმოჩნდეს. ანგინა საშიშია გართულებებით. ამ დაავადების გამომწვევი სტრეპტოკოკი ხშირად აზიანებს გულსა და თირკმელებს. ამდენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მისი დანიშნულების შესრულება.

ყივანახველა

გაციების სიმპტომები:

  • მშრალი ხველა;
  • ტემპერატურის მომატება;
  • სურდო;

განმასხვავებელი სიმპტომები:

  • ძლიერი მსტვინავი ხასიათის ხველა;
  • ღებინება.

ადრეულ სტადიაზე ყივანახველას დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ვერ მოხერხდეს და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობაც ეფექტური აღმოჩნდეს. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვლინდება შეტევითი, მყივანა ხასიათის ხველა, რაც ამ დაავადების პირველი სიმპტომია. ხველის შეტევა შეიძლება დასრულდეს ღებინებით. დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა გაკეთდეს ხახის ნაცხის ანალიზი.

ქუნთრუშა

გაციების სიმპტომები:

  • ყელის ტკივილი;
  • ტემპერატურის მომატება;
  • საერთო სისუსტე.

განმასხვავებელი სიმპტომები:

  • წვრილი წითელი გამონაყარი.

დაავადების დაწყებიდან მეორე დღეს, ჩვეულებრივ, ბავშვის სხეულზე ჩნდება წვრილი წითელი გამონაყარი. განმასხვავებელი თავისებურებაა ის, რომ გამონაყარი არ ეხება ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანს.

ასთმა

გაციების სიმპტომები:

  • ხველა.

განმასხვავებელი სიმპტომები:

  • ქოშინი;
  • ფილტვებიდან წამოსული მსტვინავი ხმა.

გარდა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისა, ხველა ბრონქული ასთმის დროსაც აღინიშნება. ასთმის დროს ხშირია ქოშინი, როდესაც ბავშვი ავადდება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ან ადგილი ჰქონდა ალერგენთან შეხებას. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამწვავებაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოვლინდეს. მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების გულდასმით შესრულება.

ტუბერკულოზი

გაციების სიმპტომები:

  • ხველა;
  • ტემპერატურის მომატება;
  • მადის დაქვეითება;
  • ადვილად დაღლა.

განმასხვავებელი სიმპტომები:

  • ძლიერი ხველა ნახველის გამოყოფით;
  • მზარდი სისუსტე;
  • ფერმკრთალი კანი.

ტუბერკულოზის საწყის სტადიაში შესაძლებელია ვერ მოხდეს მისი გაციებისგან დიფერენცირება. ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებისას სიმპტომები რამდენიმე დღეში ლაგდება, ტუბერკულოზის დროს დაავადება ვითარდება, კანი ფერმკრთალდება, ტემპერატურა კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ხველაზე - ტუბერკულოზის დროს ის გამოხატულია ყრუ, ლითონისებრი „ხმიანობით“. აუცილებელია ფთიზიატრის კონსულტაცია.

ცრუ კრუპი

გაციების სიმპტომები:

  • ტემპერატურის მომატება;
  • მდგომარეობის გაუარესება.

განმასხვავებელი სიმპტომები:

  • ძლიერი ხველა;
  • ხორხის შეშუპება.

კრუპი შეიძლება დაიწყოს გაციების ფონზე. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისას ვირუსი ჯერ ხვდება ზედა სასუნთქ გზებში, შემდეგ შეიძლება მოხვდეს ხორხში და განავითაროს შეშუპება. შეშუპების შედეგად ვიწროვდება ხორხი, ბავშვს ეწყება ძლიერი ხველა, რომელიც ძაღლის ყეფას ჰგავს, ვითარდება ხმის ჩახლეჩა და ხმაურიანი სუნთქვა. ცრუ კრუპზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მდგომარეობა საყურადღებოა, რადგანაც შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების ბლოკადა და არსებობს მოხრჩობის ალბათობაც. ცრუ კრუპი ძალიან სწრაფად პროგრესირებს.

წითელა

გაციების სიმპტომები:

  • სისუსტე;
  • ცხვირის გაჭედილობა;
  • ყელის არეში ტკივილი;
  • ტემპერატურის მომატება;
  • სახსრების ტკივილი.

განმასხვავებელი სიმპტომებია:

  • ლოყების ლორწოვანზე თეთრი ლაქები;
  • ტანზე გამონაყარი.

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომლის გრიპისგან დიფერენცირება დასაწყისში ძალიან რთულია. თუმცა, წითელას დროს პირის ღრუს ლორწოვანზე სპეციფიკური ცლილებებია - თეთრი ლაქები ლოყების ლორწოვანზე. რამდენიმე დღეში შეიძლება გამოვლინდეს დამახასიათებელი გამონაყარი, რომლის მიხედვითაც ზუსტადაა დაავადების დიაგნოზის დადგენა შესაძლებელი. საშიშია წითელას გართულებები.

წითურა

გაციების სიმპტომები:

  • სურდო;
  • ყელის ტკივილი;
  • ტემპერატურის მომატება.

განმასხვავებელი სიმპტომებია:

  • ტანზე გამონაყარი.

წითურა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა. წითურას მნიშვნელოვანი სიმპტომია დასნებოვნებიდან მე-3 დღეს გამოვლენილი გამონაყარი. დაავადების დასაწყისში ის ლოკალიზდება ყურების ირგვლივ, კისრის წინა ნაწილში, ლოყების, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში. არასოდეს ვლინდება ხელისგულებსა და ტერფების კანზე.