პედიატრიული კლინიკა "Mმედი22", სადაც ბავშვები თავს დაცულად და იმედიანად გრძნობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიული კლინიკა "Mმედი22", სადაც ბავშვები თავს დაცულად და იმედიანად გრძნობენ

მშობლები კი, როგორც წესი, დაბნეული არიან ხოლმე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ პედიატრიული კლინიკა, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის საშუალებით სხვადასხვა პროფილის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ პედიატრიულ კლინიკა "Mმედი22-ს", რომელიც ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა, თუმცა 2018 წლიდან პაციენტებს მეტად მრავაფეროვან სერვისებს სთავაზობს. მისი დირექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩახუნაშვილი კი კლინიკის სერვისებსა და ექიმებზე გვესაუბრება.

"Mმედი22" არის პედიატრიული კლინიკა. ბავშვებთან ურთიერთობა კი ნამდვილად არ არის მარტივი. როგორია ამ მხრივ კლინიკის სტანდარტები?

ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლოა ჩვენს პროფესიაში. როცა პატარები ავად არიან, ეს იწვევს შიშს და დაბნეულობას მშობლებში. ამიტომ ექიმს ორმაგი ფუნქცია აქვს, მკურნალობასთან ერთად მან უნდა მიაწოდოს ინფომაცია მშობლებს და დაამშვიდოს ისინი. პედიატრი არის პირველი და მნიშვნელოვანი ექიმი სპეციალისტი, რომელიც ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბავშვი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დაბადების პირველივე წუთებიდან. მის კომპეტენციაში შედის ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული გარემოა პატარებისთვის და ისინი თავს ჩვენთან დაცულად და იმედიანად გრძნობენ. ბავშვები ყოველთვის გამოარჩევენ მათ მიმართ სიყვარულს და აფასებენ იმას, რომ როცა ავად არიან, ექიმები ეხმარებიან გამოჯანმრთელების პროცესში. ისინი ხშირად ასაჩუქრებენ ჩვენს ექიმებს თავის ნახატებით და ამით გამოხატავენ მადლიერებას. ჩვენი კლინიკის პრიორიტეტი ბავშთა ჯანმრთელობასა და განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვაა.

რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს პედიატრიული კლინიკა Mმედი22?

პედიატრიული კლინიკა "Mმედი22" არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. კლინიკა უზრუნველყოფს სრულ სამედიცინო მომსახურებას, რაც ითვალისწინებს ბავშვთა ასაკის უხშირესი დაავადებების როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მართვას. კლინიკა "Mმედი22-ის" ყველა პაციენტს აქვს საშუალება, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური გამოკვლევების ფართო დიაპაზონი: კლინიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური ანალიზები, ინსტრუმენტული და რადიოლოგიური გამოკვლევები: ეკგ, ექოსკოპია, რენტგენი და სხვა. კლინიკის შემადგენლობაში შემავალი ოთხი დეპარტამენტი სრულყოფილ, მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს.

mkurnali.ge

მოგვიყევით სამედიცინო პერსონალის, ექიმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკას დღეისათვის 162 მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამედიცინო გუნდი ფოკუსირებულია პაციენტისათვის უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მკურნალობასა და ბავშვებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. კლინიკის ექიმები წარმოადგენენ პროფესიონალებს, რომლებსაც უსაზღვროდ უყვართ თავისი საქმე და პატარა პაციენტები. პედიატრიული კლინიკა "Mმედი22-ის" პერსონალი შედგება როგორც გამოცდილი ექიმებისაგან, ასევე ახალგაზრდა ექიმებისაგან, რომელთა მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია. კლინიკის ბაზაზე გვყავს უმცროსი ექიმები, რეზიდენტები, სტუდენტები და მათ ვუზიარებთ გამოცდილებას, რადგან მომავალი მედიკოსებისათვის ცოდნა უპირველესი საჭიროებაა. პედიატრიული კლინიკა "Mმედი22-ის" გუნდი ცოდნით და გამოცდილებით 24 საათის მანძილზე ვართ პატარა პაციენტების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

რით არის კლინიკა ბაზარზე გამორჩეული?

კლინიკა "Mმედი22" შეიქმნა ქართული მედიცინის, კერძოდ პედიატრიული სერვისის გაძლიერების მიზნით. ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისი, რომელიც კლინიკის გუნდისთვის პრიორიტეტულია, არის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვა და ქართული მედიცინის განვითარებაში წვლილის შეტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ამიტომ, კლინიკის სამედიცინო გუნდი განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩევა პატარა პაციენტების მკურნალობის პროცესში. კლინიკა გამორჩეულია იმითაც, რომ ჩვენთან ასევე განსაკუთრებული ზრუნვაა სამედიცინო პერსონალზეც. თანამედროვე სამედიცინო მეთოდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია.

კლინიკაში ქირურგიული ოპერაციებიც ტარდება. რომელი გამორჩეული ოპერაციები ჩატარება?

ქირურგიული დეპარტამენტი დაკომპლექტებულია დარგის საუკეთესო სპეციალისტებით. დეპარტამენტში ტარდება ბავშვთა ასაკის ყველა სახის ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დეპარტამენტში შექნილია საუკეთესო პირობები, რათა პატარა პაციენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს კლინიკაში დარჩენა. აღსანიშნავია, რომ განყოფილების პრიორიტეტია მინიინვაზიური ქირურგია, ანუ ქირურგიული ოპერაციების დროს ლაპარასკოპიული გზით ჩარევა. ჩვენი კლინიკა გამორჩეულია იმით, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია ქირურგიულ პათოლოგიებზე ოპერაციების ჩატარება. თანამედროვე სტანდარტებით ლაპარასკოპია წარმოადგენს საუკეთესო გზას აპენდიციტის, სხვადასხვა სახის თიაქრების, ნაწლავთა გაუვალობის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების და სხვადასხვა სახის ქირურგიული პათოლოგიის დროს.

mkurnali.ge

კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაც ფუნქციონირებს. ძირითადად რა პრობლემებით ხვდებიან ბავშვები ინტენსიურ თერაპიაში?

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დეპარტამენტში მკურნალობას გადიან პაციენტები მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, სხვადასხვა დაავადებების გართულებებით: რესპირატორული, ნევროლოგიური, ინფექციური დაავადებები, შოკური მდგომარეობები და სხვა. ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დეპარტამენტში ინტენსიური თერაპია და მონიტორინგი ასევე უტარდებათ პოსტოპერაციულ პაციენტებს. დეპარტამენტში ტარდება ინტენსიური თერაპიის სრული სპექტრი და ყოველივე ამას მაღალკვალიფიციური მედპერსონალი უზრუნველყოფს, მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.