მკურნალობა

რა იწვევს სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობას, ანუ კრიპტორქიზმს

რა იწვევს სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობას, ანუ კრიპტორქიზმს
სათესლე პარკში ჯირკვლის ჩამოუსვლელობა, ანუ კრიპტორქიზმი, საკმაოდ ხშირად აღენიშნებათ ბიჭებს. ამ დროს ახალშობილის სათესლე პარკში ან არც ერთი ჯირკვალი არ არის, ან – მხოლოდ ერთი.

სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუში ვითარდება და საზარდულის არხის გავლით ჩამოდის სათესლე პარკში. ამ პროცესის შეფერხება შესაძლოა გენეტიკური ან ჰორმონული დარღვევებით იყოს განპირობებული. ძირითადად, პროცესი ბუნებრივად ვითარდება ბავშვის სიცოცხლის პირველ 6 თვეში.

დაბადებისას ვაჟებს უმოწმებენ, არის თუ არა ორივე სათესლე ჯირკვალი ადგილზე, თუ ისინი თავისთავად არ ჩამოვიდა სათესლე პარკში სიცოცხლის პირველ წელს, საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობა.


ბავშვებში
კრიპტორქიზმის აღმოცენების მიზეზები


ჯერჯერობით არ გამოვლენილა გარკვეული მიზეზები, რომლის გამოც სათესლე პარკში ჯირკვალი არ ჩამოდის. ამ პროცესზე რიგი ფაქტორები ახდენს გავლენას:



როგორ განვსაზღვროთ კრიპტორქიზმი ბავშვებთან?

კრიპტორქიზმი, ჩვეულებრივ, დიაგნოსტირდება დაბადებისთანავე, სამედიცინო გასინჯვისას.

პირველი გასინჯვა კრიპტორქიზმზე მოიცავს სათესლე პარკის გამოკვლევას. როდესაც აღმოჩნდება, რომ სათესლე ჯირკვალი არ არის პარკში ჩამოსული, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელ სტადიაზე შეჩერდა პროცესი.

თუ ჯირკვლის გასინჯვა ვერ ხერხდება საზარდულის არხში, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ულტრაბგერითი სკანირების საშუალებით.

უფრო რთულ შემთხვევებში საჭირო ხდება ლაპაროსკოპიის ჩატარება მუცლის ღრუს გამოსაკვლევად. ეს მეთოდი შეიძლება შეუთავსდეს სათესლე ჯირკვლის პარკში ჩასვლის ოპერაციასაც.


კრიპტორქიზმის შედეგები

კრიპტორქიზმმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბავშვის მომავალსა და მის შვილოსნობის უნარზე. რადგანაც სხეულის შიგნით უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე სათესლე პარკში, მუცლის ღრუში ჩარჩენილ სათესლე ჯირკვალში იღუპება მომწიფებული სპერმატოზოიდები.

მუცლის ღრუში ჩარჩენილი ჯირკვალი საზარდულის არხის მიდამოში შეუხორცებელს ტოვებს სივრცეს, რაც საზარდულის თიაქრის წარმოქმნის პირობებს ქმნის. პარკში კრიპტორქიზმი შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემის მიზეზი.


კრიპტორქიზმის მკურნალობა


თუ ჯირკვალი არ ჩამოვიდა პარკში, ტარდება ქირურგიული ოპერაცია 2-3 წლის ასაკში.

შემთხვევათა 70%-ში ჯირკვალი ჩამოდის თავისთავად, მშობიარობიდან ოთხი თვის განმავლობაში. თუმცა, 6 თვის ასაკში ამგვარი გამოსავალის შანსი მნიშვნელოვნად ქვეითდება და პრაქტიკულად ნული ხდება სიცოცხლის პირველი წლის შემდეგ.

კრიპტორქიზმი აღინიშნება დროული ახალშობილების დაახლოებით 3%-ს, ხოლო დღენაკლულების 10%-ს.

ოპერაციული ჩარევა იშვიათადაა საჭირო, რადგანაც, ძირითადად, ჯირკვალი თავისთავად ჩამოდის სათესლე პარკში სიცოცხლის პირველ წელს.