როგორ ვმართოთ რესპირატორული ინფექციები? - ინტერვიუ პედიატრთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ რესპირატორული ინფექციები? - ინტერვიუ პედიატრთან

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, წელს უფრო მეტად, B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლის შემთხვევები ლაბორატორიულადაც დადასტურდა.

რესპირატორული ინფექციების რისკ-ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებთან და ორსულებთან ერთად, ბავშვებიც არიან. ბაღი და სკოლა ის ადგილებია, სადაც სეზონური რესპირატორული ინფექცია ბავშვებში ყველაზე ხშირად ვრცელდება, მშობლებს კი მისი პრევენცია ძალიან უჭირთ. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო კი ყოველ წელს ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება ბევრ უკუჩვენებასთან არის დაკავშირებული.

მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? როგორ უნდა მართონ რესპირატორული ინფექციები? ამის შესახებ დეტალურად პედიატრ თეა დადიანიძეს ვესაუბრეთ.

მიმდინარე სეზონზე რა რესპირატორული ინფექციებია გავრცელებული?

რესპირატორულ ინფექციებს სეზონურობა ახასიათებს. იწყება შემოდგომაზე და გრძელდება ადრეულ გაზაფხულამდე. სექტემბრიდან გვხვდება რინო და ადენოვირუსი, რომელიც ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ ტემპერატურა 37-დან 38 გრადუსამდე, ასევე, ყელის ტკივილი და ერთეული ხველა.

რაც შეეხება გრიპს, ის ცირკულირებს უშუალოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში. გასულ წელს, ფიქსირებოდა H1N1 ანუ A ტიპის ვირუსი, წელს კი ორივე ფიქსირდება, როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი.

რა სიმპტომებით ხასიათდება თქვენ მიერ ნახსენები რესპირატორული ინფექციები?

გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ეს არის მაღალი ტემპერატურა, ცხელება 38,5-დან ზემოთ. ასევე ახასიათებს ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი, ცემინება, ყელის ტკივილი, ხველა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება თან ახლდეს დიარეა და ღებინება.

რისკ ჯგუფებს ძირითადად, წარმოადგენს 5 წლამდე ასაკის ბავშვები. განსაკუთრებით საყურადღებოა 2 წლამდე ასაკი, ორსულები, 65 წლის ზევით პირები და ასევე, ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტები: ვისაც აქვს დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ.

რესპირატორული ინფექციის გართულების შემთხვევაში რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მშობელი და ბავშვი?

ბაქტერიული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მწვავე ოტიტი, პნევმონია, ბრონქიტი და ტონზილიტი.

ასევე, შესაძლებელია, ქრონიკულ პაციენტებში ეს გართულება უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, ამიტომ სასურველია, პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს ექიმის მიერ ანუ ექიმთან მოხდეს დროული ვიზიტი და თუ საჭიროა, ჰოსპიტალიზაცია.

ექიმები რა შემთხვევაში მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას?

ანტიბიოტიკები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა, თუმცა მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის მიერ კლინიკოლაბორატორიული კვლევების საფუძველზე უნდა მოხდეს.

არსებობს თუ არა ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივა?

ანტიბიოტიკების ალტერნატივა ეს არის ფაგები. ფაგებს ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის ისტორია აქვს. ისინი კონკრეტულ ბაქტერიებზე მოქმედებენ და სასარგებლო მიკროფლორას არ აზიანებენ.

ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე წლებია გამოვიყენებ "ფაგიოს". რაც მთავარია, საჭიროების შემთხვევაში, "ფაგიო" გამოიყენება დაბადებიდან და არ გააჩნია, გვერდითი ჩვენებები, უსაფრთხოა. მისი მოხმარება უსაფრთხოა ორსულებსა და მეძუძურებში, ასევე, იმუნოდეფიციტურ პაციენტებში.

"ფაგიო" ინიშნება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს. ისეთი ინფექციების, როგორიც არის მწვავე ოტიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ასევე, კანის ჩირქოვანი დაავადებები.

mkurnali.ge

რატომ არის უსაფრთხო ალტერნატივა ფაგიო თერაპია?

ის უსაფრთხოა ზუსტად იმიტომ, რომ მოქმედებს კონკრეტულ ბაქტერიაზე და ანადგურებს მას. ფაგი ნიშნავს ბაქტერიების მშთანთქმელს, შესაბამისად, დაავადების გამომწვევზე მოქმედებს და არ აზიანებს მიკროფლორას.

"ფაგიოს" გამოყენება როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებშიც შესაძლებელია პრევენციის მიზნით.

რესპირატორული ინფექციების სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. როგორ დავიცვათ თავი მათგან?

პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება, ვიტამინებით გაჯერებული საკვები, გაკაჟება. ასევე, სასურველია, წელიწადში ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში ბავშვი მთის კურორტებზე წავიყვანოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ უბრალოდ, სოფელში დასვენებაც მშვენიერი ალტერნატივაა.

ამასთან, ვაქცინაცია ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული ღონისძიებაა. მისი ჩატარება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან.

აღსანიშნავია, რომ დახურული სივრცე ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით, ბაღები და სკოლები, ამიტომაც არის სველი წესით დამუშავება მნიშვნელოვანი. საჭიროა, დღის განმავლობაში 3-ჯერ მაინც განიავდეს ოთახები. ასევე, მაქსიმალურად, თავი უნდა შევიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან.

როდესაც უკვე ვდგავართ რესპირატორული ინფექციის პრობლემის წინაშე, როგორ უნდა მოვიქცეთ შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად?

ბავშვი უნდა დავტვირთოთ სითხით, მაღალი ტეპერატურის დროს უნდა გამოვიყენორთ სიცხის დამწევი და საჭიროა პედიატრთან დროული ვიზიტი, რომ გართულებები ავირიდოთ თავიდან.