ბავშვთა რძიანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა რძიანა

ამ დროს ბავშვისთვის ძუძუს წოვა მტკივნეულია, რადგან პირის ღრუში, ენაზე, სასისა და ლოყების ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ღია ფერის, რძის მსგავსი აპკები. ამგვარი აპკის მოშორება ძალიან რთულია. მის ადგილზე კი რჩება მცირედ სისხლმდენი ჭრილობა. ახალშობლი ამ დროს მოუსვენრადაა და უარს ამბობს საკვებზე.

ჩვილებთან რძიანას ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ძუძუს დვრილების არასათანადო მოვლაა. ამიტომ დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები.

ახალშობილის პირის ღრუში სოკო მრავლდება, იკვებება ბავშვის მიერ მიღებული რძით. ახალშობილის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან რძის ნარჩენების ჩამოსარეცხად ყოველი კვების შემდეგ აუცილებელია ბავშვისთვის გადადუღებული წყლის მიცემა დასალევად.

ლორწოვანი გარსის გაფერმკრთალების მიზეზი შეიძლება იყოს კბილების ამოჭრისწინა მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ბავშვის ქცევას კვებისას.

ბავშვთა სტაფილოკოკური ინფექცია

თუ ბავშვს ხშირად აწუხებს ალერგიული რეაქციები, აღენიშნება მუცლის პრობლემები (შებერილობა და მომატებული აირების წარმოქმნა), ხშირი თხევადი მასებით კუჭის მოქმედება, ხშირად ცივდება, შესაძლებელია ამის მიზეზი ორგანიზმში სტაფილოკოკური ინფექცია იყოს.

დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ყველა აუცილებელი ანალიზის ჩატარება – ეს შეიძლება იყოს ჩირქოვანი ჭრილობის, ცხვირის ღრუს გამონადენის, განავლის ანალიზი და ა.შ. გამომწვევის განსაზღვრის შემდეგ მასალა უნდა დაითესოს მგრძნობელობაზე. მსგავსი ანალიზი საჭიროა ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატების დასანიშნად.

მკურნალობისთვის მნიშვნელოვან პირობად ითვლება ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა – ბავშვის დაბანა, საფენების ხშირი ცვლა, მცირე ზომის ჭრილობებისა და ნახეთქების დამუშავება, სუფთა ხელები და ა.შ. ბავშვის ტანსაცმელი კარგად უნდა გაირეცხოს და ორივე მხრიდან დაუთოვდეს.

გარდა ბოლო თაობის ანტიბიოტიკებისა, სტაფილოკოკის მკურნალობისთვის გამოიყენება ბაქტერიოფაგები, იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები და ანტისეპტიკური საშუალებები. სტაფილოკოკზე ზემოქმედების ეფექტურ საშუალებად ითვლება ბაქტერიოფაგები, თუმცა, პრეპარატების არჩევას განსაზღვრავს დაზიანების უბანი და დაავადების ფორმა.

თუ სტაფილოკოკით დაზიანებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები, საჭიროა გაუწყლოების პროფილაქტიკა – სითხეების მიღება.

თუ ბავშვი ძუძუზეა, დედამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს კვების რაციონი – შეამციროს ტკბილეული და დაუმატოს რძემჟავა პროდუქტები.

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი უნდა იკვებოს პეპტიდური კომპლექსის და სპეციალური დაბალლაქტოზური ნარევებით. თუ ბავშვს აღენიშნება ყაბზობა (რაც ძალიან ხშირია მკურნალობისას), საჭიროა ოყნის გაკეთება – სასურველია დილაობით, კვების წინ.

ნუშურები და ადენოიდები

ითვლებოდა, რომ ნუშურები და ადენოიდები მრავალი ინფექციური დაავადების მიზეზია. როგორც წესი, ამ ორგანოების ანთებისას ინიშნებოდა ოპერაციული მკურნალობა. თუმცა, დადგინდა, რომ ამის გაკეთება არაა საჭირო, რადგანაც მათ გარკვეული ფუნქციების შესრულება აკისრიათ და ეხმარებიან ორგანიზმს მავნე მიკრობებთან ბრძოლაში. ნუშურები და ადენოიდები შედგება ლიმფური ქსოვილისგან.

ნუშურების ან ადენოიდების ახლოს მიკრობების გამოჩენისას მათი შემადგენელი ლიმფოიდური ქსოვილი მოცულობით იზრდება და მიმდინარეობს პათოლოგიური ბაქტერიების გასანადგურებელი მუშაობა, რის შედეგადაც ორგანიზმი ეწინააღმდეგება დაავადების აღმოცენებას.

ჯანმრთელი ბავშვის ნუშურები განთავსებულია ყელის არეში და ის 7-9 წლის ასაკამდე იზრდება, რის შემდეგაც ნელა იწყებს შემცირებას. ხშირი ანგინების ან გაციებების დროსაც კი ნიშურების მოშორება არაა რეკომენდებული, რადგანაც სჯობს ვუმკურნალოთ გაციებას, ვიდრე ბავშვი გავწიროთ ინფექციური დაავადებით დასნებოვნების საშიშროებისთვის.

ადენოიდები რბილ სასაზეა განლაგებული ცხვირის ღრუს ხახასთან შეერთების ადგილზე. მათი ზომის მატებისას ადამიანს უძნელდება ცხვირით სუნთქვა და იწყებს პირით სუნთქვას, რაც შეიძლება ხვრინვის მიზეზი გახდეს. ადენოიდები ხელს უშლის ცხვირიდან ლორწოსა და ჩირქის გამოსვლას, ამიტომ სურდოს მკურნალობა ძალიან რთულდება. გახანგრძლივებულმა სურდომ შეიძლება გამოიწვიოს დანამატი ღრუების ანთება. მიუხედავად ყველა ამ გართულებისა, ადენოიდების ამოჭრაც რაც შეიძლება უნდა გადავავადოთ, რადგანაც შედეგად შეიძლება მივიღოთ ქრონიკული სურდო და უარეს შემთხვევაში – ჰაიმორიტი.