ბავშვთა დისპეფსიის მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა დისპეფსიის მკურნალობა

მიზანმიმართული მეთოდია, რომელიც ინიშნება ბავშვის კვების რაციონის, მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით.

მსუბუქ შემთხვევებში, დადებითი შედეგის მისაღწევად, საკმარისია ბავშვის კვების რეჟიმის მოწესრიგება – შუალედების დაცვა, საკვების მოცულობის ნორმირება, ასაკისთვის შეუსაბამო პროდუქტების გამორიცხვა.

უფრო მძიმე შემთხვევებში დიეტოთერაპია იწყება წყალმარილოვანი დიეტით (პაუზები) 4-6-8 საათზე, რითაც განიტვირთება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ნაწლავი თავისუფლდება საკვების გადამუშავების პათოლოგიური პროდუქტებისაგან. ამ დროს ბავშვმა უნდა მიიღოს დღეში 170-180 მლ/კგ სითხე ხილისა და ბოსტნეულის ნახარშის, ოდნავ დამტკბარი ჩაის ან სხვა მარილოვანი ხსნარების სახით. სასმელი ბავშვს ეძლევა ნაწილ-ნაწილ, ყოველ 10-15 წუთში, უმჯობესია კოვზით მცირე ულუფებით. სითხე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის (თბილმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება).

წყალმარილოვანი დიეტის დასრულების შემდეგ ყველა სახის კვების შემთხვევაში სასურველია ქალის რძის დანიშვნა დოზირებული კვების სახით. ძუძუთი კვების დროს, განტვირთვის შემდეგ პირველ დღეს დედის რძე ეძლევა სათანადო კვების 1/2 – 2/3 მოცულობით. კვების დანარჩენი მოცულობა ივსება სითხით.

მესამე დღისთვის კვება სრული მოცულობით ეძლევა. თანდათანობით ემატება წვენები, მეოთხე დღიდან ხილის პიურე და სხვა დანამატები (ასაკის მიხედვით), მეხუთე დღიდან, როდესაც სრულად აღმოიფხვრება დისპეფსიის სიმპტომები, შეიძლება ასაკის შესაბამის კვებაზე გადასვლა.

შერეული კვებისას საჭიროა 1-2 დღე ძუძუთი კვებაზე დატოვება (იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისია). თუ დედის რძე არაა საკმარისი, დამატება შეიძლება პირველ დღეს იყოს ადაპტირებული რძის ნარევი ბრინჯის ნახარშით.

დამატების სახით შეიძლება ნაკლებად კონცენტრირებული ადაპტირებული რძის ნარევების გამოყენება, ვიდრე მას ბავშვი დაავადებამდე ღებულობდა.

ნარევების დანიშვნისას აუცილებელია ნაწლავში ლპობითი და დუღილის პროცესების სიჭარბის გათვალსწინება. მეტეორიზმისა და განავლის მჟავე რეაქციისას ჯობს მშრალი რძის ნარევების დანიშვნა, სუნიანი განავლისას – რძის მჟავე პოდუქტებისა. დამატებით კვებად არ შეიძლება ძროხის რძის, ცხიმებისა და ნახშირწყლებით გამდიდრებული ნარევების გამოყენება.

დამატებითი საკვების მოცულობა უნდა გაიზარდოს თანდათანობით, დღეში 100-200 მლ-ის ოდენობით. კვების დანაკლისი მოცულობა უნდა შეივსოს სითხით. მესამე დღეს კვების მოცულობა და ნარევის კონცენტრაცია სრული მოცულობისა უნდა იყოს. ამ დროიდან შემოდის წვენები, შემდეგ – დანამატები. მეხუთე დღეს – დამატებითი საკვები, რასაც ბავშვი ავადმყოფობამდე ღებულობდა. წვენებისა და დამატებითი საკვების შეყვანისას არ უნდა დაგვავიწყდეს თანდათანობითობის პრინციპი.

ხელოვნური კვებისას წყალმარილოვანი დიეტის შემდეგ პირველ დღეს ინიშნება ხელოვნური, ნაკლებად კონცენტრირებული ადაპტირებული რძის ნარევები, დღეღამური დოზის მოცულობის 1/2-2/3. შემდგომ 2-3 დღე კვებას ემატება ასაკობრივი ნორმები. კვების მოცულობის დანაკლისი ივსება სითხით. მესამე დღიდან თანდათანობით ემატება წვენები და სხვა კვებითი დანამატები. მეხუთე დღიდან – ჩვეულებრივი საკვები. კვების რაოდენობა და საკვების მიღების საათები დიეტის დროს ისეთივე რჩება, როგორიც ავადობამდე იყო, რაც ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის სწრაფ ნორმალიზაციას.

ბავშვთა დისპეფსიისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხილსა და ბოსტნეულს, რადგანაც ხილ-ბოსტნეულის კერძები ხელს უწყობს კუჭის მოქმედებისა და მდგომარეობის სწრაფად მოწესრიგებას. განსაკუთრებით რეკომენდებულია ვაშლი, სტაფილო, ბანანი, კარტოფილი. ეს პროდუქტები შეიცავს პექტინურ ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლია წყლის შეკავება და გაჯირჯვება, წარმოქმნის ქაფისებრ მასას, რომელიც ნაწლავში გავლისას აბსორბირებს, იკრებს საკვები მასის ნარჩენებს, ბაქტერიებს, აშორებს ლორწოს, ასუფთავებს ნაწლავს, რაც ქმნის საკვების მონელებისთვის, შეწოვისა და ათვისებისთვის ხელსაყრელ პირობებს. ამას გარდა, ხილი და ბოსტნეული შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ცვლით პროცესებზე.