პედიატრია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრია

ტვინის ჟანგბადით შიმშილის ნიშნები, გულისკენ ვენური მოდინების შემცირება და ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების დათრგუნვა.

კოლაფსის მიზეზები მრავალფეროვანია: ის შეიძლება აღმოცენდეს ჰიპო- და ჰიპერგლიკემიური მდგომარეობებისას, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების ფონზე, ინტოქსიკაციისას, პნევმონიისას, სისხლის დანაკარგით მიმდინარე ტრავმული დაზიანებისას, ნებისმიერი დაავადების ტერმინალურ სტადიაში, ხშირია გოგონათა სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

კოლაფსს ახასიათებს ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ვითარდება ზოგადი სისუსტის, შემცივნების, წყურვილის შეგრძნება, ქვეითდება სხეულის ტემპერატურა. სახის ნაკვთები წაწვეტებულ ფორმას იღებს, კიდურები ცივდება, კანი და ლორწოვანი ფერმკრთალდება და იღებს ლურჯ ელფერს, შუბლი, ყვრიმალები, ზოგჯერ მთელი სხეული დაფარულია ცივი ოფლით, პულსი სუსტია, სუნთქვა - ზედაპირული, გახშირებული.

ცნობიერება შენარჩუნებულია ან დაბინდული, ბავშვი ინერტულია, აღინიშნება ხელის თითების კანკალი, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა. კოლაფსის ყველაზე გამოხატული ნიშანია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა (80 მმ.ვწყ.სვ და უფრო დაბლა). მისი დაქვეითების ხარისხი ასახავს მდგომარეობის სიმძიმეს. კოლაფსის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელია: სისხლდენის შეჩერება, ტკივილის სინდრომის მოხსნა, პაციენტის დაწვენა და ფეხების წამოწევა 30-40 სმ-ით მაღლა, მოჭერილი ტანსაცმლიდან გათავისუფლება, სუფთა ჰაერის მიწოდება, თბილად დაფარება, ხელებისა და ფეხების დაზელა ქაფურის ან ეთილის სპირტით.

ბავშვთა კონიუნქტივიტი

პირველ 6 თვეს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ კონიუნქტივიტი. დაბადებიდან რამდენიმე დღეში შეიძლება თვალების ანთება განუვითარდეთ. კონიუნქტივიტის დროს თვალის კაკალი წითლდება, ზოგჯერ დაავადება შეიძლება ძალიან სერიოზულად წარიმართოს და ბავშვმა ძილის შემდეგ გამხმარი ჩირქოვანი გამონადენით ქუთუთოების შეწებების გამო ვერ შეძლოს თვალის გახელა.

კონიუნქტივიტის მკურნალობა საჭიროა დროულად, ოფთალმოლოგის დანიშნულებით. მოარიდეთ ბავშვი ქარიან ამინდში სეირნობას.

კონიუქტივიტის დროს შეიძლება განვითარდეს ერთი ქუთუთოს ანთებაც, რაც მორეციდივე შეიძლება იყოს. ეს შესაძლოა გამოიწვიოს ქარში ჭარბმა ცრემლდენამ. ამ დროს თვალის კუთხეებსა და წამწამებზე შეიძლება შევნიშნოთ თეთრი ფერის გროვები. ამის მიზეზი დახშული და როგორც წესი ანთებითი საცრემლე არხია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

სიელმე

ზოგჯერ ახალშობილებს შეიძლება აღენიშნებოდეთ თვალების სიელმე, რაც შემდგომში სწორდება. ადრეულ ასაკში გუგის ხანმოკლე შეცილება ნორმალურ მოვლენად ითვლება. დროთა განმავლობაში თვალების მდგომარეობა სტაბილურდება და სწორდება. მაგრამ თუ სამი თვის ასაკისთვის გუგა ძალიანაა შენაცვლებული და თვალის კაკლების მდგომარეობა არ სტაბილურდება, აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

ხშირად დედებს სიელმეზე ეჭვი მიაქვთ იმის გამო, რომ ახალშობილის ცხვირის ფუძეს უჩვეულო აგებულება აქვს: ის უფრო ფართოა, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა და ფარავს ცხვირთან განლაგებული თვალის კაკლის ხილულ ნაწილს. ამიტომ გვგონია, რომ გუგასა და ცხვირის ფუძეს შორის მანძილი ნაკლებია, ვიდრე გუგასა და თვალის გარეთა კუთხეს შორის.

მეორე მიზეზი, რამაც შეიძლება სიელმეზე დაგვაეჭვოს, ბავშვის უჩვეულო გამოხედვაა, როდესაც ის ხელში რაიმე საგანს ათვალიერებს. სინამდვილეში მისი გუგები არა სიელმის გამოა ერთმანეთთან მიახლოებული, არამედ იმიტომ, რომ ახალშობილს ხელები ძალიან მოკლე აქვს და დასათვალიერებლად საგნის ახლოს დაჭერა უწევს.

სიელმის შემთხვევაში თვალის კუნთები სხვადასხვანაირად მუშაობენ. პატარას ეს აღიზიანებს და ის ავტომატურად თრგუნავს ერთი თვალის ფუნქციას. ამიტომ დაავადებას, სახელად ამბლიოპიას, გააჩნია ფსიქოლოგიური მიზეზები. ეს ძალიან საშიშია, რადგანაც შესაძლებელია გამოიწვიოს ერთ თვალში მხედველობის სრული დაკარგვა. ექიმი-ოფთალმოლოგი დროულად აღმოაჩენს სიელმეს და გამოასწორებს მას. ამისათვის საჭიროა ელამ თვალს მეტი მუშაობა ვაიძულოთ, რაც ნორმალური თვალის ახვევით ხდება. შესაძლებელია ექიმმა პატარას სათვალე გამოუწეროს ან ბავშვს ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს.