ფიზიკური განვითარება

რა ასაკიდან შეიძლება დაჯდეს პატარა

რა ასაკიდან შეიძლება დაჯდეს პატარა
ორთოპედების რეკომენდაციით, ბავშვის სპეციალურად დასმა არ არის საჭირო, მას თავად ექნება დაჯდომის მცდელობა. ჩვეულებრივ ეს 6 თვის შემდეგ ხდება.

უფრო მეტიც, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნაადრევად დაჯდომა ბავშვისთვის არ არის სასარგებლო. რაც უფრო გვიან მოხდება ვერტიკალური დატვირთვა ხერხემალზე, მით უფრო სწორი ფეხები და ზურგი ექნება მას. მშობლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეცადონ ბავშვის ნაადრევად დასმას და ამაში დახმარებას. ორთოპედების განცხადებით, თუ ბავშვს არ აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტების დარღვევა, ის აუცილებლად თავისით დაჯდება, ადგება, გახოხდება, გაივლის და ირბენს კიდეც, როცა ამის დრო მოვა.

რაც შეეხება ჭოჭინას, თანამედროვე შეხედულების თანახმად, გაცილებით უკეთესია ბავშვს მისცეთ ფორთხვის საშუალება. ჭოჭინას კი პედიატრები ნაკლებად გვირჩევენ. თუ არჩევანი მაინც ჭოჭინაზე შეაჩერეთ, მისი გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად ჯდომას ანუ დაახლოებით 6-7 თვის ასაკიდან.

კლინიკა "კურაციო" გთავაზობთ ბავშვის ან მოზარდის საერთო
მასაჟის 10 პროცედურას 49%იანი ფასდაკლებით!
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.
16-07-2019