რატომ იწყებს ბავშვი გვიან ლაპარაკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იწყებს ბავშვი გვიან ლაპარაკს

ლაპარაკის დაწყებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება. ზოგჯერ რაიმე მიზეზით გამოწვეული ნერვული დაძაბულობის გამო (ოჯახური ურთიერთობები, სამსახურის კონფლიქტი და ა.შ.) დედა ბავშვს თითქმის სულ არ ელაპარაკება და რადგან დედის მხრივ თანაგრძნობას ვერ პოულობს, ისიც გულჩათხრობილი ხდება. ზოგჯერ უფროსები მეორე უკიდურე-სობაში ცვივიან, გამუდმებით ელაპარაკებიან ბავშვს, რაიმეს უბრძანებენ და ამით ყოველგვარ ინი-ციატივას უსპობენ. ასეთი ბავშვი საკუთარ თავში იკეტება. ნებისმიერ ადამიანს - მოხუცს თუ ახა-ლგაზრდას - აზრის გამოთქმის სურვილი მაშინ უჩნდება, როდესაც გულღია, თანამგრძნობ მეგობართა შორის იმყოფება. პატარა "ადამიანიც" არ არის გამონაკლისი, უპირველეს ყოვლისა, მას ალაპარაკების სურვილი უნდა გაუჩნდეს. ასევე მიაჩნიათ, რომ ლაპარაკს გვიან ის ბავშვები იწყებენ, ვისაც მთელი ოჯახი ემსახურება, ხელს არ ანძრევინებენ, ყოველგვარ სურვილს უსრულებენ. ასეთი ბავშვი, მართლაც, ნელა ივსებს ლექსიკურ მარაგს, მაგრამ სულ გაჩუმებული როდი იქნება... არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დედა პატარას ისეთი გრძელი წინადადებებითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით ელაპარაკება, რომ მას არ ძალუძს დაიმახსოვროს თუნდაც ერთი სიტყვა. ამიტომ ეცადეთ ბავშვს ელაპარაკოთ მოკლე და მარტივი წინადადებებით, რათა ადვილად შეძლოს გამეორება. თუ ბავშვმა ლაპარაკის დაწყება ძალიან დააყოვნა (2-3 წლამდე), მშობლები უკვე იმაზე ფიქრობენ, მათი ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი ხომ არ არის. თუ ბავშვი ასაკის შესაბამისად ნორმალურად ვითარდება, კონტაქტში ადეკვატურად შემოდის, სხარტი რეაქციები და მიზანმიმართული მოძრაობები აქვს, მაშინ ამის საშიშროება არ არის.

 

იქნებ ბავშვს სმენა არ აქვს?

თუ იგი სათამაშოების ხმაურზე, სახელის გაგონებაზე და ა.შ. რეაგირებს, არც ეს ყოფილა გვიან ალაპარაკების მიზეზი.როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვი დიდხანს არ იღებს ხმას? არ გაუბრაზდეთ ამის გამო და არც ნაჩქარევად დაასკვნათ, რომ გონებაჩამორჩენილია. მოეფერეთ, ალერსიანად მოექეცით და ეცადეთ ინიციატივა არ ჩაუხშოთ, შესაძლებლობა მიეცით სხვა ბავშვებთან იტრიალოს, სადაც თავს კარგად გრძნობს. ესაუბრეთ მეგობრული ტონით, უბრალო და გასაგები სიტყვებით და კიდევ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ენას ნუ მოუჩლექთ. ესაუბრეთ მას, როგორც თანატოლს. ბავშვების უმრავლესობა პირველ სიტყვებს ამახინჯებს, მაგრამ თანდათანობით უკეთ და სუფთად მეტყველებს. ზოგ ბავშვს ერთულება ცალკეული ბგერა. ამის მიზეზი ენის მოუქნელობა ან მეტყველების სხვა ორგანოს დეფექტია. ზოგჯერ ბავშვი არასწორად წარმოთქვამს რომელიმე სიტყვას, თუმცა ამავე ბგერებს სხვა სიტყვებში ზუსტად გამოთქვამს. თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მხიარულია და მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, უმნიშვნელო ჩამორჩენები მეტყველების განვითარებაში სულაც არ არის საშიში. კარგი იქნება, თუ დროდადრო გამოთქმას შეუსწორებთ, მაგრამ შეცდომა იქნება, ამას სერიოზულად მოეკიდოთ და დღენიადაგ უჩიჩინოთ, სწორად რატომ არ მეტყველებო.

 

უცხო ენაზე მოლაპარაკე ძიძა

გვსურს თქვენი ყურადღება შევაჩეროთ ამ პრობლემაზეც. ამ ბოლო დროს ბავშვის კარგად აღზრდის ერთ-ერთ კრიტერიუმად მიიჩნევენ მისთვის უცხო ენაზე მოლაპარაკე ძიძის აყვანას. ეს კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა ბავშვის ფსიქოემოციური სფეროსთვის, ხშირად დაგვიანებით დაწყებული ლაპარაკის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. პატარა, რომელიც ქართულად მოლაპარაკე ოჯახში იზრდება და მას ძიძა რუსულ, ინგლისურ ან სხვა მისთვის უცხო ენაზე ესაუბრება, ვერ გარკვეულა, თუ რომელ ენაზე უნდა ამეტყველდეს. უკეთეს შემთხვევაში იგი შერეული სიტყვებით აგებს წინადადებებს. გასაგებია მშობლების სურვილი, ბავშვმა ბევრი უცხო ენა იცოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ასაკი. ნუ ეცდებით, ერთი წლის ასაკიდან პოლიგლოტად აქციოთ იგი.

 

ავუკრძალოთ თუ არა პატარას ფეხშიშველი სიარული?

რომელი ასაკიდან უნდა ჩავაცვათ ბავშვს ფეხსაცმელი? მყავს 2 წლის შვილი და ცდილობს, სულ ფეხშიშველმა იაროს სახლში, ვერანაირი ფეხსაცმელი ვერ მოვარგეთ ისე, რომ არ გაიხადოს. როგორ მოვიქცე, ავუკრძალო ფეხშიშველი სიარული თუ პირიქით? ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. აუცილებელი არ არის პირველივე წელს ბავშვს მოქსოვილი ფაჩუჩები ან რბილი ფეხსაცმელები ჩააცვათ. როცა ბავშვი დგომას და სიარულს კარგად ისწავლის, სჯობს, სულაც ფეხშიშველა იყოს, ოღონდ იმ პირობით, თუ სახლში შესაბამისი სითბო გაქვთ და იატაკი ძალიან ცივი არ არის. ბავშვს ტერფის თაღი თავდაპირველად არ აქვს გამოხატული, იგი ბრტყელია. როცა იგი დგას ან ენერგიულად დადის უსწორმასწორო ან უხეშ ზედაპირზე, ეს ფეხის კუნთების განვითარებასა და გამაგრებას უწყობს ხელს. თუ თქვენი ბავშვი მუდამ გლუვ, სწორ იატაკზე დადის და ფეხზეც მუდამ ფეხსაცმელი აცვია (მით უმეტეს - მაგარძირიანი), ტერფის კუნთები სუსტდება და თავს იჩენს ბრტყელტერფიანობა. ფეხის კუნთებს მუშაობის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ექიმები მშობლებს ურჩევენ, პირველად ნახევრად მაგარძირიანი ფეხსაცმელები ჩააცვან (სასურველია არ ჰქონდეს რეზინის ძირი, იგი ფეხის ჩახურებას, გაოფლიანებას და კიდევ სხვა არასასიამოვნო პრობლემებს უქმნის პატარებს). ფეხსაცმელები და წინდები თავისუფლად უნდა ჰქონდეს ფეხზე, რათა ფეხის თითები არ მოეკეცოს; მაგრამ არც ისე დიდი ზომისა, რომ ბავშვი სიარულის დროს წაიქცეს. ფეხსაცმელები ბავშვებს ძალიან მალე უპატარავდებათ, ამ ასაკში ხომ მათ ზრდის სწრაფი ტემპი ახასიათებთ. ზოგჯერ მშობელი იძულებულია ორ თვეში ერთხელ მაინც შეამოწმოს, ხომ არ დაუპატარავდა ბავშვს ფეხსაცმელი. იგი ოდნავ დიდი უნდა იყოს, ვინაიდან სიარულის დროს თითები წინ მიიწევს; როცა ბავშვი დგას, ფეხსაცმლის წვერი კიდიდან 2სმ-ზე მაინც უნდა ჰქონდეს თავისუფალი. როცა ბავშვი ზის, ფეხი მთლიანად ავსებს ფეხსაცმელს. ამიტომ მაშინ უნდა მოუსინჯოთ და მოარგოთ, როცა დგას. გარდა ამისა, ფეხსაცმელი მჭიდროდ არ უნდა ეკვროდეს ფეხს, იგი საკმაოდ ფართოც უნდა იყოს.  რა ასაკიდან უნდა ჩავაცვათ ფეხსაცმელი? როცა ბავშვი ცდილობს ფეხზე დადგომას დამოუკიდებლად, უკვე საჭიროა მისთვის ფეხსაცმელი. იგი უნდა იყოს წინ დახურული და კოჭებამდე, რათა არ მოხდეს ფეხის ამოტრიალება. თუ ექიმი თქვენს ბავშვს ორთოპედიულ ფეხსაცმელს უნიშნავს, რომელიც სუსტი კოჭების, ფეხმოქცეული სიარულისა და სხვა პათოლოგიების გასასწორებლადაა დანიშნული, იგი უხეშძირიანი უნდა იყოს, სუპინატორებით და ა.შ. ორთოპედიული ფეხსაცმელები ინდივიდუალურად იკერება და მისი შეცვლა ფეხის ზომასთან ერთად უნდა მოხდეს. ასეთი ფეხსაცმლიდან ჩვეულებრივზე გადასვლა მხოლოდ ორთოპედის ნებართვით შეიძლება.

დაიხსომეთ! თუ ბავშვს ფეხსაცმელი მორგებული არ აქვს, ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას (არასწორი სიარული, დგომა, რაც შემდეგში ძვალსახსროვანი სისტემის, კერძოდ კი ხერხემლის, პათოლოგიათა განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს). ამიტომ შეეცადეთ, მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი შეუძინოთ.