ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები

ამ პათოლოგიის პათოგენეზი უცნობია. ხელშემწყობი ფაქტორია ძლიერი გადაცივება, ორგანიზმის გამოფიტვა, ცხიმოვანი ქსოვილის თავისებური ქიმიური შემადგენლობა, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და ახალშობილის ქსოვილების სხვა ბიოქიმიური თავისებურებები.

სიმპტომები და მიმდინარეობა

სკლერემის პირველი ნიშნები თავს იჩენს 3-4 დღის ასაკში (იშვიათად - უფრო გვიან). წვივებსა (კანჭის კუნთების არეში) და სახის, შემდეგ კი თეძოებისა და დუნდულის კანზე ჩნდება ცვილისებრად მკრთალი და მოწითალო-მოლურჯო (ზოგჯერ მოყვითალო) უბნები. უფრო მძიმე შემთხვევაში პროცესი სწრაფად ვრცელდება სხეულის მთელ ზედაპირზე, გარდა ხელისგულების, ფეხისგულების და სასქესო ორგანოების კანისა. დაზიანებული კანი დაჭიმული, მშრალი და ცივია. არ იკეთებს ნაოჭებს, ზეწოლის ადგილას ღრმული არ ჩნდება. ბავშვის სახე ნიღბისებურია.

დაავადებული ახალშობილი ქვედა ყბას ვერ ამოძრავებს და კიდურების მოძრაობა შეზღუდული აქვს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სხეულის ტემპერატურა ქვეითდება 36-35 გრადუსამდე, აღინიშნება მოთენთილობა, ძილიანობა, უმადობა, ბრადიკარდია და ბრადიაპნოე (სუნთქვის გაიშვიათება).

დიაგნოსტირება

სკლერემის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური სურათის მიხედვით. ეს დაავადება უნდა გავარჩიოთ ახალშობილთა სკლერედემისგან, რომლის დროსაც კანისა და კანქვეშა ქსოვილის გამკვრივება შედარებით ნაკლებადაა გამოხატული, არაა დამახასიათებელი პროცესის გენერალიზაცია, მიმდინარეობს შეშუპებით, დაზიანებულ უბანზე ზეწოლისას კანზე რჩება ღრმული, რომელიც ნელ-ნელა ქრება.

ახალშობილთა სკლერემის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს აქტიური კომპლექსური თერაპია, ინიშნება ე ვიტამინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, საგულე საშუალებები. აუცილებლია ბავშვის გათბობა. დაზიანებული უბნებზე დღეში 2-ჯერ უსვამენ იოდის 5%-იან სპირტხსნარს (კეთდება იოდის ბადე).

პროგნოზი

სკლერემის პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და სამწუხაროდ, ხშირად აქვს ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

პროფილაქტიკა

სკლერემის პროფილაქტიკა გულისხმობს ნაყოფის ანტენატალურ მეთვალყურეობას, ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილებას, ახალშობილის რაციონალურ კვებას და სწორ მოვლას (გადაცივების თავიდან აცილება), ახალშობილთა პათოლოგიების დროულ გამოვლენას და ადეკვატურ მკურნალობას.

სკლერედემა (ახალშობილთა)

ახალშობილთა სკლერედემა ახალშობილთა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების შეშუპება და მათი მსუბუქი გამკვრივება. ეს დაავადება შეიძლება განუვითარდეს დღენაკლულ და დასუსტებულ ბავშვებს, როგორც წესი, პირველი 3-4 დღის ასაკში.

ახალშობილთა სკლერედემის ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. სკლერედემას უკავშირებენ გადაცივებას, სისხლის მიმოქცევის მოშლას, კაპილარების კედლების განვლადობის მოშლას.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ახალშობილთა სკლერედემის დროს თავდაპირველად განსაზღვრულ არეში ჩნდება შეშუპებული უბნები, აქ კანი ფერმკრთალია, შემდეგ კი შეხებით ცივი და მკვრივი ხდება. კანის შეცვლილ უბანში თითით ზეწოლისას რჩება ჩაღრმავება, რომელიც ნელ-ნელა ქრება. მეტწილად ზიანდება თეძოების, წვივების, ტერფების, საზარდულისა და გარე სასქესო ორგანოების არე. როგორც წესი, სკლერედემას არ ახასიათებს პროცესის გენერალიზაცია, მაგრამ ზოგჯერ, მძიმე შემთხვევაში, შეშუპება მთელ სხეულს მოიცავს.

დიაგნოსტირება

სკლერედემის დიაგნოსტირება არ არის ძნელი. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს ახალშობილთა სკლერემასთან, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების უფრო მეტად გამკვრივება (ხელისგულების, ფეხისგულებისა და სასქესო ორგანოების არე არ ზიანდება), კანზე ზეწოლისას ჩაღრმავება არ ჩნდება, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არ მოძრაობს ქვედა ყბა და კიდურების მოძრაობა შეზღუდულია.

მკურნალობა

სკლერედემის მკურნალობისას საჭიროა: ახალშობილის გათბობა (ცხელი აბაზანა და ა.შ.), დამზოგველი მასაჟი, დაზიანებულ უბანზე დღეში 2-ჯერ იოდის 5%-იანი სპირტხსნარის წასმა (იოდის ბადე). ინიშნება ე ვიტამინი, საჭიროების შემთხვევაში - საგულე საშუალებები (მაგრამ აუცილებლად შინაგანად მისაღები და არა ინექციები, რადგან სკლერედემით დაავადებულებთან კანქვეშ შეყვანილი პრეპარატები არ შეიწოვება).

პროგნოზი

ახალშობილთა სკლერედემის პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე სკლერემის. თუმცა მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია ცუდი გამოსავალიც.

პროფილაქტიკა

ახალშობილთა სკლერედემის პროფილაქტიკა ძირითადად გულისხმობს ახალშობილის გაცივების თავიდან აცილებას.