სპეციალისტებმა ბავშვთა უეცარი სიკვდილის მიზეზს მიაგნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპეციალისტებმა ბავშვთა უეცარი სიკვდილის მიზეზს მიაგნეს

ბავშვთა უეცარი სიკვდილიანობა მსოფლიო დონის პრობლემაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ახალშობილი იღუპება. ამ პრობლემის ეტიოლოგიის (გამომწვევი მიზეზის) არაერთი თეორიული ახსნა არსებობდა და არსებობს. მათ შორის, წინათ სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ ერთ-ერთი რისკფაქტორი ჩვილის ზურგზე წოლაა; სხვა ვერსიის თანახმად, ზოგიერთი ჩვილის ორგანიზმს არ შეუძლია სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი (ჟანგბადის დაბალი დონე კი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის გამოღვიძებას). ერთადერთი, რაზეც სპეციალისტები თანხმდებიან, უეცარი სიკვდილის მიზეზის ძილთან კავშირია. მართლაც, ჩვილთა გარდაცვალების ყველა ეპიზოდი ძილის პროცესის დროს ფიქსირდება.

თანამედროვე მეცნიერები ამ ფენომენის ახსნას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. მათი აზრით, მთავარი მიზეზი ჰორმონ ორექსინს უკავშირდება. ეს ჰორმონი ჯერ კიდევ 1998 წელს აღმოაჩინეს. მისი მთავარი როლი დანაყრება-შიმშილის გრძნობის კონტროლია. სწორედ ამის გამო შეარქვეს ჰორმონს ორექსინი, რაც ბერძნულიდან თარგმანში "მადას" ნიშნავს.

უესტმიდის ბავშვთა კლინიკის (Sydney's Westmead Children's hospital) ავსტრალიელმა მკვლევარებმა შეძლეს იმის დადასტურება, რომ უეცრად გარდაცვლილ ყველა ჩვილს სისხლში ორექსინის დეფიციტი აღენიშნებოდა. მოზრდილებთან აღნიშნული ცილა ნარკოლეფსიის (ძილ-ღვიძილის რიტმის დარღვევის) მიზეზია. გარდა ამისა, ჰორმონ ორექსინს უკავშირდება ძილში ობსტრუქციული აპნოეს სინდრომის განვითარება (რაც სუნთქვის შეჩერებას განაპირობებს).

კვლევის ავტორი, დოქტორი რიტა მაკალანი მიიჩნევს, რომ შემდგომ ეტაპზე აუცილებელია ორექსინის კრიტიკული დონის განსაზღვრა, მისი ინ ვიტრო მიღება (სინთეზი) და რისკჯგუფში შემავალი ჩვილების სადიაგნოზო მეთოდების შემუშავება.

თინათინ გოცაძე