ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემალს აზიანებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემალს აზიანებს

გამოკვლევა ჩაუტარდა 12-დან 20 წლამდე ასაკის 188 მოზარდს, რომლებიც არატრავმული წარმოშობის ზურგის ტკივილს უჩიოდნენ და ამის გამო ოთხი წლის განმავლობაში ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. პაციენტთა 52%-ს ხერხემლის ქვედა ან წელის ნაწილში ცვლილებები აღმოაჩნდა. მათი უმრავლესობა ხერხემლის მალათაშორის დისკებში იყო ლოკალიზებული. დისკების დაზიანებისას კი, როგორც ცნობილია, ხდება ნერვზე ზეწოლა, რაც ტკივილსა და სისუსტეს იწვევს.

მანამდე მიიჩნეოდა, რომ ბავშვებში ზურგის ტკივილი კუნთების სპაზმის ან დაჭიმვის ბრალი იყო, მაგრამ ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვთა ასაკში ჭარბი წონაც ხერხემლის დაავადებათა განვითარების რისკფაქტორი ყოფილა. მოზარდი პაციენტების უმრავლესობას სხეულის მასის ნორმაზე მაღალი ინდექსი აღმოაჩნდა. დადგინდა, რომ რაც უფრო მაღალია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მეტია ხერხემლის ანომალიის განვითარების ალბათობაც.