ლაღად ირბინე, პატარავ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაღად ირბინე, პატარავ!

- ჯერ ისევ მუცლად ყოფნის პერიოდში, მე-4-5 კვირიდან. ეს პროცესი შესაძლოა ადრეულ სტადიაშივე დაირღვეს. ხშირად ამის მიზეზი გენეტიკური დეფექტია, რომელსაც პატარა დედისგან ან მამისგან იღებს. სისტემის განვითარება დაბადების შემდეგაც გრძელდება. ეს ხანგრძლივი გზაა, რომელიც 18 წლამდე გასტანს. მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩამოყალიბება მისი ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც 3 წლისთვის სრულდება.

- როდის უნდა შეუმოწმოს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი ბავშვს ორთოპედმა?

- არსებობს გასინჯვის რეკომენდებული გრაფიკი, რომელიც მკაცრად უნდა დავიცვათ. პირველად ახალშობილი სამშობიარო სახლშივე უნდა გასინჯოს ორთოპედმა. მომდევნო გასინჯვები პოლიკლინიკაში ტარდება 1 თვის, 3 თვის, 6 თვის და 12 თვის ასაკში, მერე კი საჭიროებისამებრ.

- გავრცელებული დიაგნოზია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. რა იწვევს მას?

- ახალშობილის მენჯ-ბარძაყის სახსარი, ჯანმრთელისაც კი, ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, სასახსრე ფოსო ვერტიკალურად მდებარეობს, კუნთმყესოვანი აპარატი სუსტია. დისპლაზიის დროს სახსრის ფოსო ბრტყელია და მეტისმეტად ელასტიკური მყესები ვერ აკავებს ბარძაყის ძვლის თავს. ხდება მისი წანაცვლება ზევით და გარეთ. ამ დროს სვამენ ქვეამოვარდნილობის დიაგნოზს, ბარძაყის ძვლის თავის სრული გამოსვლის შემთხვევაში კი ამოვარდნილობისას, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მძიმე ფორმაა. ჩვეულებრივ, ასე ხდება ფეხის კუნთების ჰიპერტონუსისა და ზედმეტი დატვირთვის დროს. ამიტომაც არ შეიძლება, ჩვილი ძალდატანებით დავაყენოთ ფეხზე, როცა ის საამისოდ მზად არ არის ან ნორმაზე მეტს იწონის. გარდა ამისა, როდესაც ჩვილი მეტისმეტად ადრე დგება ფეხზე, ბარძაყის თავი დაშლას იწყებს და დისპლაზია უფრო გვიან გამოვლინდება. გირჩევთ, ნება მისცეთ ბავშვს, იხოხოს, რამდენიც სურს. ეს ძალზე სასარგებლოა - ვერტიკალური დატვირთვა ამ დროს ნაკლებია, ძლიერდება მყესები, რომლებიც ბარძაყის თავს აკავებს.

- როგორ შევამოწმოთ, როდისაა ბავშვის მყესოვანი აპარატი მზად ვერტიკალური მდგომარეობის მისაღებად?

- კუნთმყესოვანი აპარატის მზაობის შესამოწებლად დასვით ჩვილი და დააკვირდით მის ზურგს. თუ ის გამართული კი არა, მოხრილია, ესე იგი კუნთები ჯერ კიდევ სუსტია. შესაბამისად, ფეხზე დასადგომად ბავშვი ჯერ მზად არ არის.

- რამ შეიძლება აეჭვებინოს მშობელს პათოლოგია?

- მენჯ-ბარძაყის წინამდებარობით დაბადებულ ბავშვებთან უფრო ხშირია თანდაყოლილი ამოვარდნილობა, ვიდრე თავით წინამდებარეობით დაბადებულებთან. თუ დიაგნოზი სიცოცხლის პირველივე დღეებში დაისვა და მკურნალობა დაიწყო, 1,5 წლისთვის ათიდან 9 ბავშვი გამოჯანმრთელდება. თუ დისპლაზია 6 თვის შემდეგ გამოვლინდა, მკურნალობა 5 წელი და მეტიც კი გასტანს. შესაძლოა, ოპერაციული ჩარევაც გახდეს საჭირო. თუ დისპლაზია ბავშვის ფეხის ადგმის შემდეგ აღმოაჩინეს, სრული გამოჯანმრთელება სათუოა. ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ პათოლოგია არ გამოეპაროს. ცალმხრივი ქვეამოვარდილობის ნიშნები:

  • ცალი ფეხი მეორეზე მოკლეა;
  • ბარძაყზე ზედმეტი ნაოჭია;
  • ნაოჭები ასიმეტრიულია;
  • ფეხების მოხრისას ისმის ტკაცუნი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში (ეს სიმპტომები აქტუალურია მხოლოდ 1 თვემდე ასაკის ახალშობილებთან);
  • ფეხების განზე გადაწევისას ცალი ფეხი სახსარში ბოლომდე არ გადადის. დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ცალი ფეხი მუხლში მოახრევინეთ და განზე გადაუწიეთ. ის თავისუფლად უნდა გადადიოდეს 90 გრადუსით, ანუ მუხლით ეხებოდეს საფენის ზედაპირს. შემდეგ შეამოწმეთ მეორე ფეხი. მანიპულაცია უნდა ჩაატაროთ ძალდაუტანებლად. თუ ბავშვი ტირის და წინააღმდეგობას გიწევთ, შემოწმება სხვა დროისთვის გადადეთ.

თუ ბავშვს ეს ნიშნები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ორთოპედს, რომელიც კვლევისა და დიაგნოსტირების მეთოდების გამოყენებით ზუსტ დიაგნოზს დასვამს.

- კვლევის რა მეთოდებს იყენებენ დიაგნოზის დასაზუსტებლად?

- ჩვილებისთვის დისპლაზიის დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდია მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა. იგი დავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით ეფქტურია ორმხრივი ქვე- ან სრული ამოვარდნილობის დროს. თუ ექოსკოპიის ჩატარების საშუალება არ არის, ინფორმაციული იქნება მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. სურათი ავლენს პათოლოგიას, მის ხარისხსა და მკურნალობის შედეგს.

- ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის უმწიფრობის გამო დისპლაზია ნორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. მთავრია, საქმე ქვეამოვარდილობამდე არ მივიდეს. როგორ უნდა მოიქცეს ამისთვის მშობელი?

- მენჯ-ბარძაყის სახსრის სწორი ფორმირებისთვის:

  • ნუ დააყენებთ ბავშვს ფეხზე და ნურც დადგომის ნებას დართავთ, ვიდრე მისი მყესკუნთოვანი აპარატი ამისთვის მზად არ იქნება.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები მუდამ ზომიერად ჰქონდეს განზიდული. ამისთვის გამოიყენეთ რამდენიმე პამპერსი. ბუნებრივად ჩვილს ფეხები მუხლებში აქვს მოხრილი და განზე გაზიდული. ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად ფეხებს შორის დაუდეთ პატარა ბალიში.
  • ხელში ჭერის დროს თეძოზე შემოისვით - მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარებისთვის ეს მდგომარეობაც სასარგებლოა.