რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა

. არც არის გასაკვირი, ტექნოლოგიების სრულყოფამ, სხვადასხვა მოწყობილობათა დახვეწამ და ზოგადად პროგრესმა, ხომ მაქსიმალურად შეუმცირა ადამიანს ფიზიკური დატვირთვა, თამამად შეიძლება ითქვას გააზარმაცა!

ჰიპოდინამია გულისხმობს კუნთების სისუსტეს, განპირობებულს ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით.

ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რადგანაც აფერხებს ორგანიზმის ნორმალურად ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე. იმუნიტეტის (სხვადასხვა დაავადებისადმი ორგანიზმის სენშეუვალობის) დაქვეითება და ბევრი დავადების ქრონიკული მიმდინარეობა, ხშირად სწორედ ჰიპოდინამიით არის განპირობებული. მოძრაობითი აქტივობა და რეგულარულად ფიზიკური დატვირთვა, არა მხოლოდ ხელს უწყობს ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობის ნაკლებობა, მუდმივად ჯდომა და წოლა, მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას კი არ ვნებს, ანუ მხოლოდ კუნთებსა და სახსრებს კი არ "აზარმაცებს" და ასუსტებს, არამედ, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვასაც განაპირობებს. კუნთოვან მასაზე დატვირთვის შემცირება აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგების პროცესს. ამის შედეგად უჯრედებამდე ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობა აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი). მოძრაობის რეგულარული დეფიციტისას ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) სისტემების ნორმალური ფუნქციობა. დარღვევები ვლინდება ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობაშიც. ცენტრალური ნერვული სისტემა კარგავს სათანადო ტონუსს, რამეთუ ნერვულ რეფლექტორული კავშირი კუნთებსა და ტვინს შორის მუდმივად ვარჯიშს საჭიროებს. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ვითარდება ე. წ. ასთენიზაციის სინდრომი - ისუსტე, მოდუნებულობა, ჭარბი წონა, მოხრილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა და ვინ მოთვლის კიდევ იმ ნიშნებს, რომელსაც ჰოპოდინამია აძლევს დასაბამს და რომელიც იმავდროულად ანგრევს მოზარდის ორგანიზმს.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია, არა იმდენად დატვირთვა, რამდენადაც რეგულარობა. ამიტომაც რეგულარულად ატარეთ ბავშვები ცეკვაზე, ცურვაზე, დააინტერესეთ ისინი სპორტის ამა თუ იმ სახეობით. აკონტროლეთ მოზარდის ფიზიკური დატვირთვა და ზოგადი აქტივობა!

ავტორი თინათინ გოცაძე