რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა

რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა
ჰიპოდინამიის სინდრომი (ცხოვრების უმოძრაო წესი) ჩვენი საუკუნის დაავადებად და ტექნიკური პროგრესის თანმხლებ უარყოფით მოვლენად განიხილება . არც არის გასაკვირი, ტექნოლოგიების სრულყოფამ, სხვადასხვა მოწყობილობათა დახვეწამ და ზოგადად პროგრესმა, ხომ მაქსიმალურად შეუმცირა ადამიანს ფიზიკური დატვირთვა, თამამად შეიძლება ითქვას გააზარმაცა!
ჰიპოდინამია გულისხმობს კუნთების სისუსტეს, განპირობებულს ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით.
ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რადგანაც აფერხებს ორგანიზმის ნორმალურად ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე. იმუნიტეტის (სხვადასხვა დაავადებისადმი ორგანიზმის სენშეუვალობის) დაქვეითება და ბევრი დავადების ქრონიკული მიმდინარეობა, ხშირად სწორედ ჰიპოდინამიით არის
განპირობებული. მოძრაობითი აქტივობა და რეგულარულად ფიზიკური დატვირთვა, არა მხოლოდ ხელს უწყობს ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობის ნაკლებობა, მუდმივად ჯდომა და წოლა, მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ
სისტემას კი არ ვნებს, ანუ მხოლოდ კუნთებსა და სახსრებს კი არ "აზარმაცებს" და ასუსტებს, არამედ, გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვასაც განაპირობებს. კუნთოვან მასაზე დატვირთვის შემცირება აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგების პროცესს. ამის შედეგად უჯრედებამდე ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობა აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი). მოძრაობის რეგულარული დეფიციტისას ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) სისტემების ნორმალური ფუნქციობა. დარღვევები ვლინდება ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობაშიც. ცენტრალური ნერვული სისტემა კარგავს სათანადო ტონუსს, რამეთუ ნერვულ რეფლექტორული კავშირი კუნთებსა და ტვინს შორის მუდმივად ვარჯიშს საჭიროებს. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ვითარდება ე. წ. ასთენიზაციის სინდრომი - ისუსტე, მოდუნებულობა, ჭარბი წონა, მოხრილობა, ადვილად დაღლა, ემოციური გაუწონასწორებლობა და ვინ მოთვლის კიდევ იმ ნიშნებს, რომელსაც ჰოპოდინამია აძლევს დასაბამს და რომელიც იმავდროულად ანგრევს მოზარდის ორგანიზმს.
მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია, არა იმდენად დატვირთვა, რამდენადაც რეგულარობა. ამიტომაც რეგულარულად ატარეთ ბავშვები ცეკვაზე, ცურვაზე, დააინტერესეთ ისინი სპორტის ამა თუ იმ სახეობით. აკონტროლეთ მოზარდის ფიზიკური დატვირთვა და ზოგადი აქტივობა!

ავტორი თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
რეკონვალესცენციის პერიოდში-14აბი
ფასი: 38.6
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა.
ამბობენ, რომ ყურადღება თავისთავად ვითარდება, როგორც სპორტსმენის კუნთები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ამ ვარჯიშში?
დედას უფრო მეტი შანსი აქვს შთამომავლობას გადასცეს გონებრივ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი გენები.
ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი ეს გამოწვეულია სხვა მდგომარეობით.
“უცნობი გენეზის ჰიპერსომნია” - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს მედიკოსებმა ურალში მცხოვრებ წლინახევრის ანა მეტელკინას.
ორთოპედების რეკომენდაციით, ბავშვის სპეციალურად დასმა არ არის საჭირო, მას თავად ექნება დაჯდომის მცდელობა. ჩვეულებრივ ეს 6 თვის შემდეგ ხდება.
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად