/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

დღენაკლული ახალშობილი

დღენაკლული ახალშობილი
დღენაკლულ ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათი მოვლისა და კვების რეჟიმის შერჩევისას? გვესაუბრება ნეონატოლოგი მედეა სიჭინავა.

- როდის ითვლება ახალშობილი დღენაკლულად?

- ჩვეულებრივ, პაწია დედის მუცელში დაახლოებით 40 კვირას ატარებს. ბუნების მიერ მუცლად ყოფნის დრო ზუსტადაა გათვლილი: პატარა ორგანიზმი ასწრებს სათანადოდ მომწიფებას, აუცილებელი რეფლექსების შეძენას, გარემოსთან ადაპტირებას. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გაცილებით ადრე იბადებიან. დღენაკლულად ითვლება მუცლადყოფნის 22-იდან 37-ე კვირამდე დაბადებული ახალშობილი, რომლის სხეულის მასა არ აღემატება 2500 გრამს.

- რატომ იბადებიან დღენაკლულები?

- მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • დედის არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვება;
  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა;
  • დედის ქრონიკული დაავადებები;
  • დედის მავნე ჩვევა.

შესაძლოა, დროზე ადრე დაბადება განაპირობოს დედის ასაკმა და ორსულობის მიმდინარეობამაც: ამ პერიოდში გადატანილმა ინფექციურმა დაავადებამ, პლაცენტის აშრევებამ, უხვწყლიანობამ...

- რით განსხვავდება დღენაკლული ახალშობილი დროულისგან?

- დღენაკლულ ახალშობილს ეტყობა უმწიფრობის ნიშნები:

  • თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს;
  • თავის ქალას ნაკერები და მცირე ყიფლიბანდი ღიაა;
  • კანი უხვადაა დაფარული ღინღლით;
  • ფრჩხილები ვერ ფარავს თითის ფალანგებს;
  • დღენაკლული ვაჟის სათესლე ჯირკვლები ჩამოუსვლელია პარკში.

რაც უფრო მცირეა დაბადებისას ბავშვის მასა და გესტაციური ასაკი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული უმწიფრობის ნიშნები. ასეთ ახალშობილებს სჭირდებათ სპეციალიზებული დახმარება. საბედნიეროდ, მედიცინის მიღწევების წყალობით ღრმა დღენაკლული ბავშვები, რომლებიც ადრე განწირული იყვნენ, ცოცხლობენ და შეუფერხებლად ვითარდებიან.

- რა თავისებურებებით გამოირჩევა დღენაკლული ბავშვის განვითარების ეტაპები?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

- ჯანმრთელი დროული ახალშობილის პირველი წამოტირების დროს ფილტვები კარგად იშლება და ასევე რჩება. დღენაკლულის ფილტვები ძნელად იშლება. მისი სუნთქვა ზედაპირულია, ზერელე, ამიტომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს ჟანგბადს, ფილტვები ცუდად ვენტილირდება და ეს ორგანიზმს სუნთქვის დარღვევებისა და პნევმონიის განვითარებისადმი განაწყობს.

დღენაკლულებში ხშირია საჭმლის მონელების დარღვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარება დაუსრულებელია, ორგანიზმში არ არის საკვების გადასამუშავებლად საკმარისი ფერმენტები. თუ ახალშობილს მსუბუქად დავაწვებით მუცელზე, რძე ადვილად გადმოვა პირის ღრუდან ან შადრევანივით ამოხეთქავს. კუნთების სისუსტის გამო ჭიპის რგოლი გაფართოებულია, ხშირად ყალიბდება ჭიპის თიაქარიც, რომელიც ადვილი შესამჩნევია ტირილის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ
რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ჩვილის ძალისმიერმა რწევამ
აუხსნელი სიკვდილი - ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი

პირველი 1-1,5 თვის განმავლობაში დღენაკლული ბავშვი მოდუნებულია, ცოტას მოძრაობს, უმეტესად სძინავს, ჭამის დროს ადვილად იღლება, ტირილის დროს პირის ირგვლივ ხშირად უჩნდება სილურჯე (ციანოზი). კანი მარმარილოსებრი აქვს, რაც საცივეში უფრო შესამჩნევია. ახალშობილს ნერვული სისტემის უმწიფრობა მის საქციელზეც აისახება: შეუძლია, დიდხანს იძინოს, მერე დიდხანს იფხიზლოს და ბევრი იტიროს.

დაახლოებით 2 თვის ასაკიდან ბავშვი უფრო აქტიური ხდება, მაგრამ ხშირად ამავე პერიოდში უძლიერდება ხელ-ფეხის კუნთების ტონუსიც. ხელები თითქმის ყოველთვის მომუჭული აქვს და ძნელად თუ გააშლევინებთ. ცერი ძნელად გადის განზე. თუ ბავშვს საგანგებოდ არ ავარჯიშებთ, ეს სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდება. იმუნური სისტემის მოუმწიფებლობა ორგანიზმს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციებისადმი განაწყობს.

ყოველივე ამან არ უნდა შეაშფოთოს დედა. თუ ახალშობილს შეუდგენთ სათანადო რეჟიმს, პროცესში დროულად ჩაერთვებიან სპეციალისტები, მრავალი პრობლემა იოლად მოგვარდება. ამ პრობლემებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ბუნებრივი კვება. შესაძლოა, ბავშვს თავდაპირველად გაუჭირდეს წოვა - ნუ დანებდებით, შეგიძლიათ, თავდაპირველად გამოწველილი რძე მისცეთ, მერე კი, როდესაც მომაგრდება, ძუძუ აწოვოთ. სასურველია, ყოველ 2-2,5 საათში ერთხელ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ტემპერატურა. დღენაკლულის ორგანიზმში თერმოსარეგულაციო მექანიზმები არ არის მომწიფებული, ამიტომ ბავშვი სიცხეში და თბილად ჩაცმული ადვილად გადახურდება, სიცივეში და შილიფად მყოფი კი გადაცივდება. თუ პატარას ჩაცმის დროს აკანკალებს, მაგიდასთან ახლოს გამათბობელი ისე დადგით, რომ სითბო მის სხეულამდე თანაბრად და ზომიერად მიდიოდეს. შეიძლება 40-50 გრადუსი ტემპერატურის წყლით სავსე სათბურების გამოყენებაც - საფენში გახვეულს, შემოუწყვეთ გვერდებზე ან დაუწყვეთ ფეხებთან, სხეულიდან 8-10 სმ-ზე, ზემოდან კი საბანი გადააფარეთ. ეცადეთ, ოთახში 20-22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ.

ახალშობილს სითბოზე არანაკლებ სჭირდება სუფთა ჰაერი, ამიტომ რამდენიმეჯერ გაანიავეთ მისი ოთახი, ოღონდ ბავშვი წინასწარ მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულში ახალშობილი შეგიძლიათ სამშობიაროდან გამოწერისთანავე ასეირნოთ სუფთა ჰაერზე. ჯერ - მცირე ხანს, მერე და მერე - უფრო მეტხანს. ასე, თანდათან ადით საათ-ნახევარზე. არ არის სასურველი სეირნობა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, უმჯობესია სასეირნო ეტლს თხელი, ჩითის საფენი ჩამოაფაროთ. ზამთარში ჰაერზე სეირნობა უნდა დაიწყოთ, როცა ახალშობილის მასა 2800-3000 გრამს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8-10 გრადუსზე ნაკლები, თავდაპირველად 15-15 წუთი ასეირნეთ, მერე კი თითო საათი დღეში 2-3-ჯერ.

- როგორია დღენაკლულის ფსიქომოტორული განვითარების ნორმები?

- თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ცხრილს:

ჩვილის ფიზიკური განვითარება - რეკომენდაციები

რეკომენდაციადეტალები
ვარჯიში და მასაჟიაუცილებელია ჩვილის ფიზიკური განვითარებისთვის. მიზანშეწონილია წყალში ვარჯიში, განსაკუთრებით კუნთოვანი ტონუსის მომატებისას. ყოველდღიური ვარჯიში შესაძლებელია ბანაობისას ექიმის მიერ შერჩეული კომპლექსით.
დისპანსერიზაციაუბნის პედიატრმა პოლიკლინიკაში 7 წლამდე უნდა ჩაატაროს დისპანსერიზაცია.
აცრების სქემადღენაკლულ ბავშვებს უდგენენ ინდივიდუალურ აცრების სქემას.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრათუ ბავშვის წონა დაბადებისას 2 კგ-ზე ნაკლებია, სამშობიაროში აცრას არ უკეთებენ. აცრა ჩაუტარდება, როდესაც სხეულის მასა 2,5 კგ-ს მიაღწევს.
ვაქცინაცია 1,5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვისვაქცინაცია იწყება სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ პატარას რეგულარულად ავარჯიშებთ, დაახლოებით წლინახევრის ასაკში იგი ფსიქომოტორული განვითარებით დაეწევა თანატოლებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დღენაკლული ახალშობილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღენაკლული ახალშობილი

- როდის ითვლება ახალშობილი დღენაკლულად?

- ჩვეულებრივ, პაწია დედის მუცელში დაახლოებით 40 კვირას ატარებს. ბუნების მიერ მუცლად ყოფნის დრო ზუსტადაა გათვლილი: პატარა ორგანიზმი ასწრებს სათანადოდ მომწიფებას, აუცილებელი რეფლექსების შეძენას, გარემოსთან ადაპტირებას. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გაცილებით ადრე იბადებიან. დღენაკლულად ითვლება მუცლადყოფნის 22-იდან 37-ე კვირამდე დაბადებული ახალშობილი, რომლის სხეულის მასა არ აღემატება 2500 გრამს.

- რატომ იბადებიან დღენაკლულები?

- მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • დედის არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვება;
  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა;
  • დედის ქრონიკული დაავადებები;
  • დედის მავნე ჩვევა.

შესაძლოა, დროზე ადრე დაბადება განაპირობოს დედის ასაკმა და ორსულობის მიმდინარეობამაც: ამ პერიოდში გადატანილმა ინფექციურმა დაავადებამ, პლაცენტის აშრევებამ, უხვწყლიანობამ...

- რით განსხვავდება დღენაკლული ახალშობილი დროულისგან?

- დღენაკლულ ახალშობილს ეტყობა უმწიფრობის ნიშნები:

  • თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს;
  • თავის ქალას ნაკერები და მცირე ყიფლიბანდი ღიაა;
  • კანი უხვადაა დაფარული ღინღლით;
  • ფრჩხილები ვერ ფარავს თითის ფალანგებს;
  • დღენაკლული ვაჟის სათესლე ჯირკვლები ჩამოუსვლელია პარკში.

რაც უფრო მცირეა დაბადებისას ბავშვის მასა და გესტაციური ასაკი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული უმწიფრობის ნიშნები. ასეთ ახალშობილებს სჭირდებათ სპეციალიზებული დახმარება. საბედნიეროდ, მედიცინის მიღწევების წყალობით ღრმა დღენაკლული ბავშვები, რომლებიც ადრე განწირული იყვნენ, ცოცხლობენ და შეუფერხებლად ვითარდებიან.

- რა თავისებურებებით გამოირჩევა დღენაკლული ბავშვის განვითარების ეტაპები?

- ჯანმრთელი დროული ახალშობილის პირველი წამოტირების დროს ფილტვები კარგად იშლება და ასევე რჩება. დღენაკლულის ფილტვები ძნელად იშლება. მისი სუნთქვა ზედაპირულია, ზერელე, ამიტომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს ჟანგბადს, ფილტვები ცუდად ვენტილირდება და ეს ორგანიზმს სუნთქვის დარღვევებისა და პნევმონიის განვითარებისადმი განაწყობს.

დღენაკლულებში ხშირია საჭმლის მონელების დარღვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარება დაუსრულებელია, ორგანიზმში არ არის საკვების გადასამუშავებლად საკმარისი ფერმენტები. თუ ახალშობილს მსუბუქად დავაწვებით მუცელზე, რძე ადვილად გადმოვა პირის ღრუდან ან შადრევანივით ამოხეთქავს. კუნთების სისუსტის გამო ჭიპის რგოლი გაფართოებულია, ხშირად ყალიბდება ჭიპის თიაქარიც, რომელიც ადვილი შესამჩნევია ტირილის დროს.

პირველი 1-1,5 თვის განმავლობაში დღენაკლული ბავშვი მოდუნებულია, ცოტას მოძრაობს, უმეტესად სძინავს, ჭამის დროს ადვილად იღლება, ტირილის დროს პირის ირგვლივ ხშირად უჩნდება სილურჯე (ციანოზი). კანი მარმარილოსებრი აქვს, რაც საცივეში უფრო შესამჩნევია. ახალშობილს ნერვული სისტემის უმწიფრობა მის საქციელზეც აისახება: შეუძლია, დიდხანს იძინოს, მერე დიდხანს იფხიზლოს და ბევრი იტიროს.

დაახლოებით 2 თვის ასაკიდან ბავშვი უფრო აქტიური ხდება, მაგრამ ხშირად ამავე პერიოდში უძლიერდება ხელ-ფეხის კუნთების ტონუსიც. ხელები თითქმის ყოველთვის მომუჭული აქვს და ძნელად თუ გააშლევინებთ. ცერი ძნელად გადის განზე. თუ ბავშვს საგანგებოდ არ ავარჯიშებთ, ეს სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდება. იმუნური სისტემის მოუმწიფებლობა ორგანიზმს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციებისადმი განაწყობს.

ყოველივე ამან არ უნდა შეაშფოთოს დედა. თუ ახალშობილს შეუდგენთ სათანადო რეჟიმს, პროცესში დროულად ჩაერთვებიან სპეციალისტები, მრავალი პრობლემა იოლად მოგვარდება. ამ პრობლემებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ბუნებრივი კვება. შესაძლოა, ბავშვს თავდაპირველად გაუჭირდეს წოვა - ნუ დანებდებით, შეგიძლიათ, თავდაპირველად გამოწველილი რძე მისცეთ, მერე კი, როდესაც მომაგრდება, ძუძუ აწოვოთ. სასურველია, ყოველ 2-2,5 საათში ერთხელ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ტემპერატურა. დღენაკლულის ორგანიზმში თერმოსარეგულაციო მექანიზმები არ არის მომწიფებული, ამიტომ ბავშვი სიცხეში და თბილად ჩაცმული ადვილად გადახურდება, სიცივეში და შილიფად მყოფი კი გადაცივდება. თუ პატარას ჩაცმის დროს აკანკალებს, მაგიდასთან ახლოს გამათბობელი ისე დადგით, რომ სითბო მის სხეულამდე თანაბრად და ზომიერად მიდიოდეს. შეიძლება 40-50 გრადუსი ტემპერატურის წყლით სავსე სათბურების გამოყენებაც - საფენში გახვეულს, შემოუწყვეთ გვერდებზე ან დაუწყვეთ ფეხებთან, სხეულიდან 8-10 სმ-ზე, ზემოდან კი საბანი გადააფარეთ. ეცადეთ, ოთახში 20-22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ.

ახალშობილს სითბოზე არანაკლებ სჭირდება სუფთა ჰაერი, ამიტომ რამდენიმეჯერ გაანიავეთ მისი ოთახი, ოღონდ ბავშვი წინასწარ მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულში ახალშობილი შეგიძლიათ სამშობიაროდან გამოწერისთანავე ასეირნოთ სუფთა ჰაერზე. ჯერ - მცირე ხანს, მერე და მერე - უფრო მეტხანს. ასე, თანდათან ადით საათ-ნახევარზე. არ არის სასურველი სეირნობა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, უმჯობესია სასეირნო ეტლს თხელი, ჩითის საფენი ჩამოაფაროთ. ზამთარში ჰაერზე სეირნობა უნდა დაიწყოთ, როცა ახალშობილის მასა 2800-3000 გრამს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8-10 გრადუსზე ნაკლები, თავდაპირველად 15-15 წუთი ასეირნეთ, მერე კი თითო საათი დღეში 2-3-ჯერ.

- როგორია დღენაკლულის ფსიქომოტორული განვითარების ნორმები?

- თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ცხრილს:

ჩვილის ფიზიკური განვითარება - რეკომენდაციები

რეკომენდაცია დეტალები
ვარჯიში და მასაჟი აუცილებელია ჩვილის ფიზიკური განვითარებისთვის. მიზანშეწონილია წყალში ვარჯიში, განსაკუთრებით კუნთოვანი ტონუსის მომატებისას. ყოველდღიური ვარჯიში შესაძლებელია ბანაობისას ექიმის მიერ შერჩეული კომპლექსით.
დისპანსერიზაცია უბნის პედიატრმა პოლიკლინიკაში 7 წლამდე უნდა ჩაატაროს დისპანსერიზაცია.
აცრების სქემა დღენაკლულ ბავშვებს უდგენენ ინდივიდუალურ აცრების სქემას.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა თუ ბავშვის წონა დაბადებისას 2 კგ-ზე ნაკლებია, სამშობიაროში აცრას არ უკეთებენ. აცრა ჩაუტარდება, როდესაც სხეულის მასა 2,5 კგ-ს მიაღწევს.
ვაქცინაცია 1,5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იწყება სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ პატარას რეგულარულად ავარჯიშებთ, დაახლოებით წლინახევრის ასაკში იგი ფსიქომოტორული განვითარებით დაეწევა თანატოლებს.