ნახევარსფეროთა თანამშრომლობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ნახევარსფეროთა თანამშრომლობა

ნახევარსფეროთა თანამშრომლობა

ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი.

მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.

მთელის ორი ნაწილი
შვიდი წლისთვის ბავშვს სავსებით უნდა ჰქონდეს განვითარებული, უპირველეს ყოვლისა, მარჯვენა ჰემისფეროს ფუნქციები. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს. მარჯვენა ჰემისფერო განაგებს მუსიკალურ და მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას, ნახევარსფეროთა შორის

ურთიერთქმედებას, ხოლო მარცხენა - მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს, მოტორულ სფეროს. ეს ფუნქციები მაქსიმალურად მოწაფეობის პერიოდში ვითარდება.


მოძრაობა სტიმულია
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია მისი მაღალი ფიზიკური აქტიურობა. თავის ტვინის ნახევარსფეროებისა და მათ შორის კავშირის განვითარების სტიმულირებისთვის სასარგებლოა კინეზოლოგიური ვარჯიშების კომპლექსი. კინეზოლოგია მეცნიერებაა მოძრაობის შესახებ. ის ემსახურება მოძრაობათა გამოყენებას ადამიანის სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის. როდესაც ბავშვი რეგულარულად ასრულებს შემხვედრ მოძრაობათა კომპლექსს, წარმოიქმნება თავის ტვინის ნახევარსფეროების დამაკავშირებელი უფრო მეტი ნერვული ბოჭკო, ეს კი ხელს უწყობს ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებას. ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედების განვითარებისთვის მოწოდებული ვარჯიშები აუმჯობესებს აზროვნების პროცესს, ხელს უწყობს ნახევარსფეროების მუშაობის სინქრონიზაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, აადვილებს წერის სწავლას.


მნიშვნელოვანი წესები

  • ხუთი-შვიდი წლის ბავშვის ვარჯიში 20-35 წუთს უნდა გრძელდებოდეს.
  • აუცილებელია ვარჯიში ყოველდღე.
  • თითოეული კომპლექსი 45-60 დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს.
  • სასურველია, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ორი კვირით შევისვენოთ.


კომპლექსი #1

რგოლი. სთხოვეთ ბავშვს, რიგრიგობით და რაც შეიძლება სწრაფად მიადოს ცერა თითს დანარჩენი თითები ჯერ საჩვენებლიდან ცერისკენ, შემდეგ კი პირიქით. ვარჯიში შეასრულებინეთ ჯერ ცალი ხელით, შემდეგ - ორივეთი.

მუშტი-კიდე-ხელისგული. ერთმანეთს ენაცვლება ხელის სხვადასხვაგვარი მდგომარეობა. ხელისგული დევს მაგიდაზე გაშლილი, იკვრება მუშტად, მუშტი გვერდულად იდება მაგიდაზე, შემდეგ ხელი კვლავ იშლება. ვარჯიში ჯერ მარჯვენა ხელით სრულდება, შემდეგ - მარცხენით, მერე მუშაობს ორივე ხელი. გამეორება საჭიროა 8-10-ჯერ. თუ ბავშვს ამ ვარჯიშის შესრულება უჭირს, უნდა დავეხმაროთ მითითებით: "მუშტი! კიდე! ხელისგული!"

ლეკური. მარჯვენა ხელი მუშტად იკვრება, ცერი განზე უნდა იყოს გაშვერილი. მარცხენა ხელის გაშლილი მტევანი ეხება ცერს. შემდეგ იგივე მოძრაობა პირიქით სრულდება. მოძრაობები ჩქარ-ჩქარა მეორდება.

ბაყაყი. ბავშვი ორივე ხელს მაგიდაზე აწყობს, ერთს - გაშლილს, მეორეს - მუშტად შეკრულს, და ჩქარ-ჩქარა ცვლის მტევნების მდგომარეობას.

ყური-ცხვირი. ბავშვი მარცხენა ხელს ცხვირში ჩაივლებს, ხოლო მარჯვენას - მარცხენა ყურში. შემდეგ ტაშს შემოჰკრავს და ხელებს შეანაცვლებს.

ველოსიპედი. საწყისი მდგომარეობა - წოლა ან ჯდომა. ბავშვმა ფეხები ისე უნდა ამოძრაოს, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებდეს,  ამავე დროს მარჯვენა იდაყვით შეეხოს მარცხენა მუხლს და პირიქით.

მარშირება. ბავშვი ადგილზე დადის, მარჯვენა მტევნით მარცხენა მუხლს ეხება, ხოლო მარცხენით - მარჯვენას.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა.
ამბობენ, რომ ყურადღება თავისთავად ვითარდება, როგორც სპორტსმენის კუნთები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ამ ვარჯიშში?
დედას უფრო მეტი შანსი აქვს შთამომავლობას გადასცეს გონებრივ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი გენები.
ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი ეს გამოწვეულია სხვა მდგომარეობით.
“უცნობი გენეზის ჰიპერსომნია” - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს მედიკოსებმა ურალში მცხოვრებ წლინახევრის ანა მეტელკინას.
ორთოპედების რეკომენდაციით, ბავშვის სპეციალურად დასმა არ არის საჭირო, მას თავად ექნება დაჯდომის მცდელობა. ჩვეულებრივ ეს 6 თვის შემდეგ ხდება.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად