/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

ბავშვის განვითარების კალენდარი: უფროსი მოზარდობის ასაკი

მოზარდების მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მოზარდობის პერიოდში ბავშვის პიროვნება იცვლება, მიმდინარეობს ბრძოლა ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, ხდება საკუთარი თავის პიროვნებად აღქმა. სწორედ ამ დროს სჭირდება მოზარდს მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლების დახმარება, რომლებიც მას მოზრდილობისკენ გაუღებენ კარს.

ბავშვის ფიზიკური განვითარება

მოზარდობის ასაკში ბავშვის ჩონჩხი, ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვა სისტემა ფორმირებას განაგრძობს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ პერიოდში აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება ხერხემლის გამრუდების პრევენციაზე, ორგანიზმის ძვლოვანი სისტემის განვითარების გამო: უმცროს ასაკთან შედარებით, ის უფრო მყარი ხდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ხერხემლის, გულმკერდის, მენჯისა და კიდურების გაძვალება. განსაკუთრებით მავნებელია მოზარდის მაგიდასთან ჯდომის არასწორი პოზა: რთულდება ფილტვების ვენტილაცია, მცირდება ტვინის ჟანგბადით მომარაგება, ფიქსირდება ხერხემლის გამრუდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკში თუ არ მიექცა ყურადღება ბავშვის მოქნილობის, პლასტიკურობისა და მოძრაობის სილამაზის განვითარებას, შემდგომში გართულდება მათი დაუფლება, ხოლო მოზარდისათვის დამახასიათებელი მოუხერხებლობა შეიძლება მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

მოზარდის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია და შედარებით არასრულყოფილია. ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მისი დაცვა მკვეთრი გადაღლისაგან, უნდა დარეგულირდეს დატვირთვა მის ფაქიზ ნერვულ სისტემაზე.

ამას გარდა, სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყება მოზარდის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების გამომუშავება, რაც იწვევს ხასიათის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ინტელექტუალური განვითარება

14-16 წლის ასაკში მოზარდი უკვე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ინტელექტუალური პიროვნებაა, რომელსაც სხვადასხვა საკითხზე საკუთარი აზრი გააჩნია. მოზარდებს თავისუფლად შეუძლიათ არგუმენტირებული მსჯელობა, აზრის გამოთქმა. მათ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა სერიოზულ საქმეებს და ცოტა დრო რჩებათ დასვენებისა და გართობისათვის. იწყება ლოგიკური მეხსიერების განვითარება. სკოლაში ახალი სასწავლო საგნების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ინფორმაციის რაოდენობას, რომელიც მოზარდმა უნდა დაიმახსოვროს.

ფსიქოლოგიური განვითარება

ჰორმონული ზემოქმედებით გამოწვეულ ფსიქიკურ ცვლილებებთან ერთად, მოზარდებს აღენიშნებათ ფსიქოლოგიური, პიროვნებითი ცვლილებები, რომლებიც არათანაბრად მიმდინარეობს: მოზარდებს ერთდროულად აქვთ როგორც ბავშვის ნიშნები და ქცევის სტერეოტიპები, ისე მოზრდილისა. ის უარყოფს ბავშვის ქცევის სტერეოტიპს, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვს ზრდასრულის კლიშე. საკუთარი დიდობის აღიარების მოთხოვნა მოზარდობის ასაკში მაქსიმალურია, ხოლო სოციალური სიტუაცია არ იცვლება და შესაძლებელია გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი კონფლიქტი მშობლებსა თუ მასწავლებლებთან.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში მეტად ვესაუბროთ ბავშვს, რადგან ჩვენ წინაშე ზრდასრული ადამიანია, რომელიც ეძებს საკუთარ გზას. მასთან ურთიერთობისას არ გამოვიყენოთ კატეგორიული ფორმები, არ მოვაბეზროთ თავი, არ ვაგრძნობინოთ მისი ინტელექტუალური უმწიფრობა.

14-16 წლის ასაკის მოზარდთან ურთიერთობის 8 წესი

1. თავს არ მოახვიოთ თქვენი აზრები. ამ ასაკში მოზარდს უყალიბდება ჩაცმის, მუსიკის, კინოსა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართ საკუთარი გემოვნება. ბუნებრივია, რომ ბავშვის შეხედულებები ხშირად არ დაემთხვევა მშობლისას. ეს არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ მოზარდს აზრი შევაცვლევინოთ და უარვყოთ მისი არჩევანი. უმჯობესია, გავერკვეთ ზრდის პერიოდში მყოფი ადამიანის ინტერესებში.

2. მზად იყავით ზოგიერთ ოჯახურ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარისთვის. მოზარდს წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. ჰორმონები მას ყველაფრის წინააღმდეგ წასვლას აბედვინებს. თუ ჯერ კიდევ სამი წლის წინ ბავშვს უყვარდა ოჯახური ღონისძიებები, ახლა შეიძლება უარი თქვას მათზე. მას აღარ აშინებს სახლში მარტო დარჩენის პერსპექტივა. ამასთან, ხშირად შეიძლება შეიცვალოს აზრი. ეს მაშინ ხდება, როდესაც მშობლები მის უარს მშვიდად იღებენ და არ ცდილობენ ბავშვის აზრის შეცვლას.

3. მიეცით მოზარდს პირადი სივრცე. მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აქვს საკუთარი სივრცე, ადგილი, სადაც შეუძლია პირადი ნივთების, წიგნების განთავსება, რომელთაც ვერავინ შეეხება და გადააადგილებს. ბავშვის ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შეხვიდეთ. პირადი საზღვრების შენარჩუნება მოზარდს დაეხმარება კონფლიქტური სიტუაციების არიდებაში.

4. მიეცით ბავშვს კარგი მაგალითი. მშობლების მავნე ჩვევები მომენტალურად აისახება ბავშვზეც. თუ მშობლებისგან ხშირად ესმის ტყუილი, ხედავს მათი მხრიდან უღირს ქცევას, მოზარდი ან მათსავით მოიქცევა, ან საბოლოოდ დაშორდება მშობლებს.

5. დაეხმარეთ საკუთარი თვალთახედვის ჩამოყალიბებაში. მშობლებმა უნდა წაახალისონ მოზარდის აზრ­ოვნება. ნებისმიერი საკითხის განხილვისას სთხოვეთ საკუთარი აზრის გამოთქმა, რომ თავი ოჯახის სრულფასოვან წევრად იგრძნოს.

6. არ აკრიტიკოთ მისი მეგობრები, იმ ადამიანების ღია გაკიცხვა, რომელთა წრეშიც მოზარდი ტრიალებს, მის პროტესტს გამოიწვევს ან „არასასურველ“ მეგობრებთან ურთიერთობის ფაქტს მშობლებს დაუმალავს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, თავად ბავშვს მივცეთ საშუალება, დარწმუნდეს ამა თუ იმ თანატოლის უარყოფით თვისებებში.

7. მიეცით საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის საშუალება. ის მშობლებიც კი, რომლებიც ბავშვს საკმარის თავისუფლებას ანიჭებენ, ხშირად ცდილობენ, მათ არასწორ ქცევებზე პასუხისმგებლობაც თავად იტვირთონ. მოზარდს უნდა მივცეთ პრობლემებში დამოუკიდებლად გარკვევის საშუალება.

8. მშვიდად მიიღეთ მისი განწყობის ცვლილებები. მოზარდი საკუთარ განწყობას ვერ მართავს, მის ნაცვლად ამას ჰორმონები აკეთებენ. ამის გამო განაწყენება ან ბავშვთან წაჩხუბება არაპედაგოგიური და უსარგებლოა. ამას გარდა, ეს შეიძლება მომავალში ადამიანებთან მის ურთიერთობებზეც აისახოს. ამიტომ უმჯობესია ბავშვებს ავუხსნათ, რითია გამოწვეული მისი ემოციები და ვასწავლოთ გაბრაზების მშვიდად გამოხატვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვის განვითარების კალენდარი: უფროსი მოზარდობის ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები