კუნთების სისუსტის გამო ჭიპის რგოლი გაფართოებულია, ხშირად ყალიბდება ჭიპის თიაქარიც, რომელიც ადვილი შესამჩნევია ტირილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთების სისუსტის გამო ჭიპის რგოლი გაფართოებულია, ხშირად ყალიბდება ჭიპის თიაქარიც, რომელიც ადვილი შესამჩნევია ტირილის დროს

- ჯანმრთელი დროული ახალშობილის პირველი წამოტირების დროს ფილტვები კარგად იშლება და ასევე რჩება. დღენაკლულის ფილტვები ძნელად იშლება. მისი სუნთქვა ზედაპირულია, ზერელე, ამიტომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს ჟანგბადს, ფილტვები ცუდად ვენტილირდება და ეს ორგანიზმს სუნთქვის დარღვევებისა და პნევმონიის განვითარებისადმი განაწყობს. დღენაკლულებში ხშირია საჭმლის მონელების დარღვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარება დაუსრულებელია, ორგანიზმში არ არის საკვების გადასამუშავებლად საკმარისი ფერმენტები. თუ ახალშობილს მსუბუქად დავაწვებით მუცელზე, რძე ადვილად გადმოვა პირის ღრუდან ან შადრევანივით ამოხეთქავს.

კუნთების სისუსტის გამო ჭიპის რგოლი გაფართოებულია, ხშირად ყალიბდება ჭიპის თიაქარიც, რომელიც ადვილი შესამჩნევია ტირილის დროს. პირველი 1-1,5 თვის განმავლობაში დღენაკლული ბავშვი მოდუნებულია, ცოტას მოძრაობს, უმეტესად სძინავს, ჭამის დროს ადვილად იღლება, ტირილის დროს პირის ირგვლივ ხშირად უჩნდება სილურჯე (ციანოზი). კანი მარმარილოსებრი აქვს, რაც საცივეში უფრო შესამჩნევია. ახალშობილს ნერვული სისტემის უმწიფრობა მის საქციელზეც აისახება: შეუძლია, დიდხანს იძინოს, მერე დიდხანს იფხიზლოს და ბევრი იტიროს.

დაახლოებით 2 თვის ასაკიდან ბავშვი უფრო აქტიური ხდება, მაგრამ ხშირად ამავე პერიოდში უძლიერდება ხელ-ფეხის კუნთების ტონუსიც. ხელები თითქმის ყოველთვის მომუჭული აქვს და ძნელად თუ გააშლევინებთ. ცერი ძნელად გადის განზე. თუ ბავშვს საგანგებოდ არ ავარჯიშებთ, ეს სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდება. იმუნური სისტემის მოუმწიფებლობა ორგანიზმს ნაწლავური და სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციებისადმი განაწყობს.

ყოველივე ამან არ უნდა შეაშფოთოს დედა. თუ ახალშობილს შეუდგენთ სათანადო რეჟიმს, პროცესში დროულად ჩაერთვებიან სპეციალისტები, მრავალი პრობლემა იოლად მოგვარდება. ამ პრობლემებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ბუნებრივი კვება.

შესაძლოა, ბავშვს თავდაპირველად გაუჭირდეს წოვა - ნუ დანებდებით, შეგიძლიათ, თავდაპირველად გამოწველილი რძე მისცეთ, მერე კი, როდესაც მომაგრდება, ძუძუ აწოვოთ. სასურველია, ყოველ 2-2,5 საათში ერთხელ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ტემპერატურა. დღენაკლულის ორგანიზმში თერმოსარეგულაციო მექანიზმები არ არის მომწიფებული, ამიტომ ბავშვი სიცხეში და თბილად ჩაცმული ადვილად გადახურდება, სიცივეში და შილიფად მყოფი კი გადაცივდება.

თუ პატარას ჩაცმის დროს აკანკალებს, მაგიდასთან ახლოს გამათბობელი ისე დადგით, რომ სითბო მის სხეულამდე თანაბრად და ზომიერად მიდიოდეს. შეიძლება 40-50 გრადუსი ტემპერატურის წყლით სავსე სათბურების გამოყენებაც - საფენში გახვეულს, შემოუწყვეთ გვერდებზე ან დაუწყვეთ ფეხებთან, სხეულიდან 8-10 სმ-ზე, ზემოდან კი საბანი გადააფარეთ. ეცადეთ, ოთახში 20-22 გრადუსი ტემპერატურა შეინარჩუნოთ.

ახალშობილს სითბოზე არანაკლებ სჭირდება სუფთა ჰაერი, ამიტომ რამდენიმეჯერ გაანიავეთ მისი ოთახი, ოღონდ ბავშვი წინასწარ მეორე ოთახში გაიყვანეთ. ზაფხულში ახალშობილი შეგიძლიათ სამშობიაროდან გამოწერისთანავე ასეირნოთ სუფთა ჰაერზე. ჯერ - მცირე ხანს, მერე და მერე - უფრო მეტხანს. ასე, თანდათან ადით საათ-ნახევარზე.

არ არის სასურველი სეირნობა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, უმჯობესია სასეირნო ეტლს თხელი, ჩითის საფენი ჩამოაფაროთ. ზამთარში ჰაერზე სეირნობა უნდა დაიწყოთ, როცა ახალშობილის მასა 2800-3000 გრამს მიაღწევს. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8-10 გრადუსზე ნაკლები, თავდაპირველად 15-15 წუთი ასეირნეთ, მერე კი თითო საათი დღეში 2-3-ჯერ.