აპგარის სკალა, რომლის დახმარებითაც დაბადების პირველივე წუთებიდან ფასდება ახალშობილის მდგომარეობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აპგარის სკალა, რომლის დახმარებითაც დაბადების პირველივე წუთებიდან ფასდება ახალშობილის მდგომარეობა

შექმნა სკალა, რომელმაც ნეონატოლოგებს შესაძლებლობა მისცა დაბადების პირველივე წუთებიდან სწრაფად შეეფასებინათ ახალშობილის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაეწიათ დახმარება.

- როგორ ხდება შეფასება სკალის მიხედვით?

- აპგარის სკალით ყველა სამშობიარო სახლში ხელმძღვანელობენ დინამიკის შესაფასებლად ბავშვის დაბადებიდან პირველ და მეხუთე წუთზე.

თუ მეხუთე წუთზე, განმეორებითი შეფასებისას, ახალშობილი უფრო მაღალ ქულებს იღებს, ე.ი. დინამიკა დადებითია. ნულოვანი ან უარყოფითი შეფასებისას საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

პირველი შეფასება დაბალია ნაყოფის ჰიპოქსიის დროს. ორსულობისას ან მშობიარობის დროს ჟანგბადის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მდგომარეობაზე. საშიში არაფერია, თქვენს პატარას სხვა ახალშობილებთან შედარებით მეტი ყურადღება სჭირდება. წარმოიდგინეთ, რა კოლოსალური შრომა დასჭირდა მას, ამქვეყნად რომ მოვლენილიყო! ამიტომ ძალების აღსადგენად დრო და დახმარება სჭირდება!

აპგარის სკალის მიხედვით შეფასება მარტივია. იგი არ მოიცავს არასასიამოვნო ტესტებს, რისიც ასე ეშინიათ მშობლებს. ნეონატოლოგი ყურადღებით ათვალიერებს პატარას და ყოველ განსაზღვრულ ნიშანს აფასებს 0, 1 ან 2 ქულით. შემდეგ აჯამებს მათ. იმავეს აკეთებს 5 წთ-ის შემდეგ.

დედას აცნობებს ორივე ქულას, შეაქვს ისინი ახალშობილის პასპორტში, რათა შემდგომ უბნის პედიატრმა გაითვალისწინოს ადეკვატური მკურნალობისათვის.

- რომელი ნიშნებით ფასდება ახალშობილი და რა არის შეფასების კრიტერიუმი?

- პატარა ხუთი ნიშნის მიხედვით აბარებს პირველ ცხოვრებისეულ გამოცდას:

  • კანის საფარველის შეფერილობა;
  • გულისცემა;
  • რეფლექსები;
  • კუნთოვანი ტონუსი;
  • სუნთქვა.

ექიმის გვარი აპგარი ამ სკალის აბრევიატურად იქცა ინგლისურ ენაზე. თითოეული ასო შეესაბამება ცალკეულ ნიშანს.

კანის შეფერილობა - მაქსიმალურ შეფასებას, 2 ქულას, ახალშობილი იღებს, თუ მისი კანის ფერია მკრთალიდან მკვეთრ ვარდისფრამდე. თუ კანის ფერი ნორმაშია, ხელები და ფეხები კი მოლურჯო, მას უწერენ 1 ქულას. თუ კანი თანაბრად მკრთალია ან მოლურჯო - 0 ქულას.

საკეისრო კვეთით მიღებულ ახალშობილებს, როგორც წესი, კანი “კლასიკური” შეფერილობის აქვთ და მაღალ შეფასებას იღებენ. ბუნებრივი გზით მიღებული ბავშვებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ ძლიერი დატვირთვა სუსტი მშობიარობის პროცესში.

წაიკითხეთ სრულად