ჯანმრთელია თუ არა თქვენი შვილი - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ასაკის შესაბამისად? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

ჯანმრთელია თუ არა თქვენი შვილი - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ასაკის შესაბამისად?

ჯანმრთელია თუ არა თქვენი შვილი - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ასაკის შესაბამისად?
სკოლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების ეტაპებზე ვისაუბრებთ ბავშვთა ნევროლოგ, მედიცინის დოქტორ,
პროფესორ გვანცა არველაძესთან.

გვანცა არველაძე: საკითხი, რომლითაც დაინტერესდით, ძალიან აქტუალურია და ყველა მშობლისთვის საინტერესო. როდესაც ჩნდება პატარა, მშობლის პირველი კითხვაა - ჯანმრთელია თუ არა მისი შვილი.

- ქალბატონო გვანცა, ნული ასაკიდან რომ დავიწყოთ, რა განვითარების ეტაპები უნდა გაიარონ პატარებმა და რა თანმიმდევრობით?

- 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების მაჩვენებლები რომ განვსაზღვროთ, ვაფასებთ მოტორულ სფეროს განვითარებას, ანუ გარკვეული კუნთების მონაწილეობით, ვაკვირდებით სხვადასხვა სახის მოძრაობების განვითარებას, რომელიც ყალიბდებიან თანდათადობით ასაკობრივად. ასევე ვახდენთ

სენსორულ-მოტორულ შეფასებასაც, ეს გახლავთ გრძნობათა ორგანოების საშუალებით ისეთი უნარების შეფასება,როგორიცაა გემოვნებითი შეგრძნებები, შეხება, აღქმა, მხედველობა, სმენა, რომელიც ახალშობილს დაბადებისთანავე უკვე მეტ-ნაკლებად აქვს ჩამოყალიბებული. ახალშობილის შეფასებით დავიწყებ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სფეროების ერთდროული განვითარება , თუმცა თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მნიშვნელოვან მახასიათებელზე.


1 თვემდე ახალშობილის მოძრაობები არის
არაკოორიდნირებული, შენელებული,უმრავლეს დროს ძილში ატარებს.გამოხატული აქვს წოვის და ყლაპვის რეფლექსები.

2 თვიდან -მნიშვნელოვანია რომ ბავშვს შეეძლოს გარკვეულ საგანზე თვალის გაყოლება, ასევე თავის ჭერა მუცელზე წოლის დროს. ამ ასაკში, წამიერად, ხელში ჭერის დროსაც ახერხებს თავის დაჭერას.

3 თვის პერიოდს, ჩვენ გამოცოცხლების პერიოდს ვეძახით. ბავშვი აქტიურად ღუღუნებს, მშობელს ცნობს და გამოხატავს მისადმი დადებით ემოციას.

4 თვის ასაკში ხდება ხელის და თვალის კოორდინაციის დახვეწა. იწყება უკვე ბავშვის ხელის მოძრაობა გარკვეული საგნის მიმართულებით. მას შეუძლია მის თავს ზემოთ მოთავსებული საგანის შეხება.

5 თვის ასაკში მნიშვნელოვანია რომ ის ახერხებდეს უკვე გადატრიალებას. გადააქვს სათამაშო ხელიდან ხელში.გამოხატავს დადებით ემოციას .პერიოდულად იცინის ხმამაღლა,ანსხვავებს მკაცრ და მოფერებით ინტონაციებს.

6 თვის ასაკისთვის ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ჯდომაზე. ბავშვს შეუძლია იჯდეს, მაგრამ დახმარებით _ დამოუკიდებელად ჯდომის უნარი არ არის ჯერ ჩამოყალიბებული. იწყება ცალკეული მარცვლების წარმოთქმა ეს გახლავთ ტიტინის პერიოდი.

7 თვის ასაკიდან იწყება ცოცვის ელემენტი,ზის დამოუკიდებლად ან ცალი ხელის დახმარებით.

8 თვის ასაკში უკვე ახერხებს წამოდგომას. ეს არის პერიოდი როდესაც შეუძლია მას დამოუკიდებლად ჯდომა.

9 თვიდან ცდილობს ხელებმოკიდებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგას.

10 თვიდან, უკვე დახმარებით, დგამს ნაბიჯებს.

11 თვის ასაკისთვის ვემზადებით იმისთვის რომ ბავშვმა მოახერხოს დამოუკიდებლად სიარული.საყრდენის გარეშე დგას ფართოდ გაშლილი ფეხებით.

აქ ძირითადად ვისაუბრე მოტორულ-მოძრაობითი განვითარების მაჩვენებლებზე.

mkurnali.ge

- რა ასაკიდენ იწყებენ ბავშვები მეტყველებას, ამ შემთხვევაში ლაპარაკს არ ვგულისმობ, როდიდან იწყებენ პატარები ბგერების წარმოთქმას?

- ამას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ნული ასაკიდანვე, რადგანაც თავიდან, პირველი ინტონაცია, რომელსაც გამოხატავს ბავშვი, ეს არის ტირილი. ეს ტირილი თანდათანობით იხვეწება და 2-3 თვის ასაკში ძალიან ბევრ დედას შეუძლია განარჩიოს - ტირილის ინტონაციით - თუ რაზე ტირის ბავშვი. თითქოს, საჭმლის მოთხოვნისას სხვანაირად ტირიან, ვთქვათ სათამაშოს მოთხოვნისას - სხვანაირად, ანუ ინტონაციის დახვეწა ხდება.

4-5 თვის ასაკი, ეს არის უკვე ტიტინის პერიოდი. ხდება ბგერების ჩამოყალიბება. ბგერებს გადმოსცემს ბავშვი.

8 თვის ასაკისთვის, უკვე ამ ბგერების დაწყვილებით, მას შეუძლია წარმოსთქვას სიტყვა, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვა არ არის მიზანმიმართული, არ იცის მან მნიშვნელობა ამ სიტყვის, თუმცა წარმოთქმა შეუძლია.

11-დან 13 თვემდე მეტყველების ფორმირების პერიოდია. ეს საკმაოდ სენსიტიური პერიოდია, ხდება მეტყველების ფორმირება და ბავშვს უკვე შეუძლია გაცნობიერებულად წარმოთქვას სიტყვა. აქ ჩვენ განვასხვავებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პერიოდს. ზოგჯერ სწორედ ამ პერიოდში ხდება ბავშვთან კომუნიკაციის დეფიციტი და ადგილი აქვს მეტყველების შეფერხებას...
2-დან -2,5 წლის ასაკითვის ჩვენ გადავდივართ ფრაზულ მეტყველებაზე. შემდგომ უკვე მეტყველების გამართვა და სრულყოფილი სახის მიცემა ხდება.

- რისგან შეიძლება იყოს გამოწვეყლი ამ განვითარების ეტაპების შეფერხება?

- განვითარების ეტაპების შეფერხება-დაყოვნება ბევრი სხვადასხვა ფაქტორების შედეგად შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაძლოა გენეტიკური ფაქტორით, სხვადასხვა დაავადებებით, ნევროლოგიური დარვევებით და სხვა დაავადებებით...ასევე განვითარების შეფერხების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა გარემო ფაქტორებიც. ძალზედ მნიშვნელოვანია გარემო - თუ სად იზრდება, როგორ გარემოშია და როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება.

- ხშირად ამ განვითარების ეტაპების დაყოვნებას უკავშირებენ სპმარტონებსა და ეკრანთან გატარებული დროის დიდ ნაწილს. თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეხება ეკრანებსა და გაჯეტებს, გარდა იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ გართობის საშუალებას, საჭიროც გახდნენ, მოგეხსენებათ, 2020 წლის დიდი დრო ჩვენმა ბავშვება სწავლების ონლაინმეთოდის ფონზე გაატარეს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან გაჯეტებსა და ეკრანებთან გატარებული დროის სიჭარბე შესაძლოა, გახდეს გარკვეული დარღვევის მიზეზი.

წალამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ არაა რეკომენდირებული ეკრანის გამოყენება. 1-დან 5 წლამდე კი შესაძლოა, მაგრამ მხოლოდ 1 საათით. ამასთან ძალიან მკაცრი კონტროლი უნდა მოხდეს, რასაც ბავშვი უყურებს იმის შინაარსის, რადგანაც სხვადასხვა სახის უარყოფითი ემოცია ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, _ მის ქცევაზე, ემოციურ სფეროზე, სტრესზე, რომელიც შესაძლოა გახდეს ძალიან ბევრი არასასურველი ფაქტორების გამომწვევი.

- როგორ ხდება დიაგნოსტირება, თუ რამდენით ჩამორჩება ბაშვი თავის ასაკს?

- არსებობს სპეციალური ტესტირების მეთოდი. არის სხვადასხვა სახის ტესტები, რომელიც აფასებს ბავშვის ინტელექტს, მეხსიერებას, აკადემიურ მოსწრებას, სხვადასხვა მახასიათებელს... ეს ტესტები ადრეული ასაკის განვითარების ეტაპზეცაა, მოზრდილ ბავშვებისთვისაც და მათ მიხედვით ნეირო-ფსიქოლოგი, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ სფეროების შეფასებას. ამის შესაბამისად ჩვენ ვადგენთ ბავშვის განვითარება შეესაბამება მის ასაკს, თუ ადგილი აქვს გარკვეულ ჩამორჩენას. დგინდება, მოცემულ მომენტში რომელ ასაკს შეესაბამება მისი განვითარება.

- თუ არის საშუალება, რომ გაკვეული პროცედურებისა და აქტივობების შემდეგ, ბავშვი დაეწიოს განვითარების იმ ასაკს რომელიც მის ბიოლოგიურ ასაკს შეეფერება?

- საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორ სიმძიმეზე ვლაპარაკობთ. თუ საუბარია მძიმე შეფერხებებზე, შესაძლოა, არ მოხდეს დაწევა, მაგრამ, გაუმჯობესება მისი უნარების ხდება, სხვადასხვა პროგრამებით, დავუშვათ, როგორიცაა "ადრეული ინტერვენციის პროგრამა", რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ საშუალებას, ეხმარება ბავშვს განვითარებაში. მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევებს რაც შეეხება, არის შემთხვევები, როდესაც ძალიან კარგად ეწევა ბავშვი თავისი ასაკის მაჩვენებლებს.

დღევანდელი დედები საკმაოდ კარგად არიან გათვიცნობიერებულები. ჩვენც ჩვენი მხრივ, მუდმივად ვაძლევთ რეკომენდაციებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღესდღეობით უფრო მარტივი არის გამოვლენა, თუ ბავშვის განვითარების ეტაპის დარღვევასთან გვაქვს საქმე. დროული ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისთვის.

ეკა სალაღაია

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას.
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა.
ამბობენ, რომ ყურადღება თავისთავად ვითარდება, როგორც სპორტსმენის კუნთები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ამ ვარჯიშში?
დედას უფრო მეტი შანსი აქვს შთამომავლობას გადასცეს გონებრივ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი გენები.
ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი ეს გამოწვეულია სხვა მდგომარეობით.
“უცნობი გენეზის ჰიპერსომნია” - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს მედიკოსებმა ურალში მცხოვრებ წლინახევრის ანა მეტელკინას.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად