პატარას გარემომცველი სამყარო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარას გარემომცველი სამყარო

ერთმნიშვნელოვნად! ყურადღების განვითარება აუცილებელია. ამით ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, ინტენსიურად განვითარდეს. მოდი, ვცადოთ, ერთად ჩავწვდეთ საიდუმლოს - შევხედოთ სამყაროს პატარას გაოცებული თვალებით. ყურადღება ახალშობილის ფსიქიკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ყურადღებისგან.

ამ განსხვავების გათვალისწინება აუცილებელია. ყურადღება საბაზისო ფუნქციებს მიეკუთვნება. მრავალი სხვა ფუნქცია მისი დახმარებით ვითარდება. მაშასადამე, ყურადღება უმთავრესია ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის. ყურადღების ფორმირება მუცლად ყოფნის პერიოდშივე იწყება, როცა ნაყოფი “ყურს უგდებს” და “აკვირდება” განსაზღვრულ ობიექტებს. ეს შესანიშნავი წვრთნაა. დაბადების შემდეგ ბავშვი საოცარ სამყაროში ხვდება, რომელიც სავსეა ფერებით, ხმებითა და შთაბეჭდილებებით. ამ მომენტიდან იწყება ბავშვის ყურადღების განვითარების ოქროს ხანა. თავდაპირველად პატარა რეაგირებს მხოლოდ რაიმე მოულოდნელზე, ნათელზე ან უშუალოდ საარსებო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულზე - ასეთი მექანიზმი მასში ბუნებამ ჩადო, ამიტომ ბავშვის ყურადღება 1-2 თვემდე შემოიფარგლება მხედველობის ხანმოკლე შეჩერებით, მკვეთრ ბგერებზე თავის მიბრუნებით და დედის მკერდზე კონცენტრირებით. თანდათან ბავშვი ინტერესდება გარემოთი. რა თქმა უნდა, ჯერ უჭირს ერთსა და იმავე ობიექტზე ყურადღების დიდხანს შეჩერება, მაგრამ კაშკაშა ფერის სათამაშოს ან ჩვეულ გარემოში მოხვედრილ ახალ ნივთს შეუძლია მისი ყურადღების მიპყრობა. დაახლოებით 3 თვიდან ბავშვი ხარბად, ცხოველი ინტერესით აკვირდება ყველაფერს და სულ უფრო მეტ დროს უთმობს ამას.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ყურადღების განვითარებაში?

1. შეიძინეთ სათამაშოები. ახალშობილისთვის პირველი სათამაშო, არც მეტი, არც ნაკლები, საგანთა სამყაროსკენ გაჭრილი ფანჯარაა. ის ნათელი, ხალისიანი ფერისა უნდა იყოს, რომ უნებლიე ინტერესი გამოიწვიოს. უმჯობესია, ჰქონდეს მომრგვალო ფორმა - მას ბავშვი უკეთ აღიქვამს. დაუდეთ სათამაშო 30-40 სმ-ის მოშორებით, რომ კარგად დაინახოს და აღიქვას. მალე შეამჩნევთ, რომ პატარა მისკენ დაიწყებს ყურებას. მისი მზერა თანდათან ფოკუსირდება და ბოლოს თვალსაც გააყოლებს გადაადგილებულ საგანს.

2. გამოიყენეთ ყველა ნივთი, რომლებიც კი შეიძლება დაეხმაროს ბავშვის ყურადღების განვითარებას, მათ შორის - სურათებიც. მთავარია, გამოსახულება დიდი ზომისა და ხასხასა ფერისა იყოს. შეგიძლიათ, თავად დახატოთ ან ფერადი ქაღალდისგან გამოჭრათ წრეები და უსწორმასწორო ფორმის ფიგურები. მიამაგრეთ ისინი იმ ადგილას, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა (საწოლთან, მაგიდასთან, სავარძელთან). ბავშვი შეამჩნევს მათ, დაუწყებს ყურებას და ეცდება მიხვდეს, რა არის მის წინ. ასე მარტივად გაუვარჯიშდება არა მხოლოდ ყურადღება, არამედ ფერთა აღქმისა და გარჩევის უნარიც. შეგიძლიათ, საწოლის თავზე დაკიდოთ სხვადასხვა ფერის ლენტები ან ბავშვს ბაფთა ხელზე მიამაგროთ. ფერადი ლაქა მხოლოდ კი არ მიიპყრობს მის ყურადღებას, არამედ მიზანმიმართულად მოქმედებასაც ასწავლის, როცა ბავშვი მიხვდება, რომ ბაფთის მოძრაობა მისი ხელების მოძრაობას უკავშირდება.

3. აიყოლიეთ თამაშში. ამის გაკეთება ყველაზე პატარებთანაც კი შეიძლება. მაგალითად, დაუკარით ტაში ან უბრალოდ შეეცადეთ მიიპყროთ ბავშვის ყურადღება ხელების მოძრაობით.

4. უსმინეთ მუსიკას ან ივარჯიშეთ ბავშვთან ერთად ერთსა და იმავე დროს. ეს პატარას თანდათანობით მიაჩვევს რეჟიმს და მალე ამ დროის მოახლოებისას თვითონვე გამოამჟღავნებს მოლოდინს. წაახალისეთ ბავშვის მცდელობა ალერსიანი სიტყვებით, ქებით - ეს ყურადღებას, დროის შეგრძნებასა და დისციპლინას გაუღვივებს.

ემოციური რეაქცია

ბავშვის ემოციური რეაქცია მიგვახვედრებს, კომფორტულად გრძნობს თუ არა ის თავს. ბავშვის პირველი ტირილი მისი პირველი უარყოფითი რეაქციაა. მართალია, ამ შემთხვევაში ტირილის მექანიზმი ფიზიოლოგიურია და თან ახლავს პირველ დამოუკიდებელ ჩასუნთქვას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბავშვს ეს ჩასუნთქვა დისკომფორტს უქმნის. შემდგომ მისი ემოციური რეაქციები უშუალოდ უკავშირდება მშობლების ყურადღებასა და მზრუნველობას. ემოციები, რომლებიც გრძნობებს გამოხატავს, თავისებური ინდიკატორია, რომელიც მშობლებს ბავშვის უკეთ გაგებაში ეხმარება. როცა ბავშვი სუფთაა, მშრალი, დანაყრებული და სითბოთი და სიყვარულით გარემოცული, მას ტირილის საფუძველი არ გააჩნია. პირველი თვისთვის ბავშვს უყალიბდება ე.წ. გამოცოცხლების კომპლექსი. ის მჟღავნდება ღიმილით, ხელ-ფეხის ხალისიანი მოძრაობით. გამოცოცხლების კომპლექსის გამოვლენა დაბადების შემდგომი ადაპტაციის პერიოდის კეთილად დაგვირგვინებაზე მეტყველებს. 3-4 თვის ასაკში ბავშვს უკვე გულწრფელად ახარებს ახალი სათამაშო, ნიავი, ყვავილი... 7-8 თვის ასაკში ის მხიარულად ხითხითხებს იმაზე, რაც სიამოვნებას ჰგვრის.

მიყვარხარ!

როცა ბავშვს სიყვარულით ესაუბრებით, ამით უსაფრთხოებისა და სასურველობის ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას ჩუქნით. ნუ დაიშურებთ ალერსიან სიტყვებს პატარასთვის სიცოცხლის პირველივე წუთებიდან! რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ (ეთამაშებით, ელაპარაკებით) შვილს, მით უფრო მშვიდად იქნება ის; რაც უფრო მტკიცეა ემოციური კავშირი მშობლებსა და შვილს შორის, მით უფრო სწორად განვითარდება ბავშვი და კომფორტული იქნება მისი მომავალი ცხოვრება.