ფიზიკური განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ფიზიკური განვითარება

პატარა მალე 5 წლის გახდება, მაგრამ ჯერ ხელში კალამი არ აუღია, რამის დაწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... იქნებ არ იცით, მაგრამ არსებობს თითების წერისთვის მოსამზადებელი ორიგინალური და ეფექტური მეთოდები.სადაცაა, პატარა სკოლაში მივა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მთლიანად ცვლის ოჯახის ცხოვრებას. ახალ პირობებთან ადაპტაციამ უმტკივნეულოდ რომ ჩაიაროს, სკოლისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. რა თქმა უნდა, მშობლები აქცენტს, პირველ რიგში, კითხვასა და ანგარიშზე აკეთებენ. ბავშვთან ერთად ლოგიკურ ამოცანებს ხსნიან, მეტყველების განვითარებაზე ზრუნავენ.
ჩემი შვილი ერთი წლის ხდება და ჯერ სარძევე კბილები არ ამოსვლია, თუმცა ღრძილების ქავილი და გაძლიერებული ნერწყვდენა 5 თვიდან დაეწყო. რა შეიძლება იყოს კბილების დაგვიანებული ამოსვლის მიზეზი ან როგორ შევიტყოთ, მალე ამოეჭრება თუ არა? ბავშვის პირველ კბილებს სარძევე ჰიპოკრატემ უწოდა. მას მიაჩნდა, რომ ეს კბილები დედის რძისგან წარმოიქმნებოდა. დედის რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც კბილებისა და ძვლების მშენებლობისთვის არის საჭირო. დედის რძეს კალციუმის შემცველობით არც ძროხისა ჩამოუვარდება, მაგრამ მას ორგანიზმი პრაქტიკულად ვერ ითვისებს. აქედან გამომდინარე, თუ გსურთ, ბავშვს კარგი კიბლები ჰქონდეს, აწოვეთ ძუძუ. 6 თვიდან ბავშვს ენიშნება კალციუმის დამატებითი წყარო - ხაჭო, რომლის სწრაფ ათვისებას ხელს უწყობს დ ვიტამინი.
ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.
სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ჩვილის ინტერესს სხვადასხვა ასაკში სრულიად სხვადასხვანაირი საგნები და მოვლენები იპყრობს. ეს კანონზომიერება მშობლებისთვისაც უდავოდ საინტერესო იქნება. სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვის ყურადღებას შავ-თეთრი საგნები იპყრობს. ისინი კონტრასტული და თვალში საცემია. ჩვილი მზერას ბრჭყვიალა საგნებზეც აფიქსირებს. თანდათან იხვეწება მის მიერ გარესამყაროს აღქმა. ერთ წლამდე ძალზე მნიშვნელოვანია გემოვნებითი, სმენითი და ტაქტილური შეგრძნებების განვითარება. შეარჩიეთ ფორმით, ფერით, ფაქტურითა და ხმიანობით განსხვავებული რამდენიმე სათამაშო. დააკვირდით, რომელი მათგანი მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.
ექიმები მიიჩნევენ, რომ ცოცვის უნარი და ბავშვის შემდგომი განვითარება ერთმანეთთან უშუალო კავშირშია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარების ეს ეტაპი ყოველთვის უპრობლემოდ არ მიმდინარეობს. როგორ დავეხმაროთ პატარას ამ დროს? "ღმერთო ჩემო, როდის დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩემი შვილი ცოცვას თავს დაანებებს და ადამიანურად გაივლის?!" - ნატრობენ დედები, რადგან დღითი დღე მოსაბეზრებელი ხდება პატარას დევნა და გამუდმებული შიში, იატაკზე ნაპოვნი ნამცეცი პირისკენ არ გააქანოს. "ჩემი საერთოდ არ დაცოცავდა, ცხრა თვისა პირდაპირ ადგა და გაიარა, არავითარი პრობლემა არ გვქონია", - ისმის ზოგჯერ პასუხად. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ბავშვს, რომელიც არ ცოცავს, პრობლემა ნამდვილად აქვს. უბრალოდ, მშობლები მას ვერ ამჩნევენ.
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება