ბავშვთა იდუმალი ვირუსული დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა იდუმალი ვირუსული დაავადება

ფსევდოწითურას, სამდღიან ცხელებას, თუმცა ექიმები მას უეცარ ეგზანთემას უწოდებენ. გამონაყარი ამ დაავადების დროს უეცრად ვლინდება, რითაც არის განპირობებული სახელწოდება უეცარი ეგზანთემა, მეექვსე დაავადება - სახელწოდებაც აღებულია გამომწვევის - 6 ტიპის ჰერპესის ვირუსის გათვალისწინებით. დაავადება ჩვეულებრივ დაახლოებით ექვსი დღე მიმდინარეობს. ამ დაავადებით შეიძლება იავადმყოფოს წლამდე ასაკის ბავშვებმა, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს 3 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.

დაავადების მიზეზს წარმოადგენს 6 ტიპის ჰერპესის ვირუსი, რომელიც მოზრდილებში იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. დაავადების დასაწყისში იმატებს ტემპერატურა, ბავშვი მივარდნილია, უარს ამბობს საჭმელზე. ეს სიმპტომები გრძელდება 3 დღე, რის შემდეგადაც ტემპერატურა ქვეითდება ნორმალურ ციფრებამდე. ბავშვს უბრუნდება მადა, 10-20 საათის შემდეგ ბავშვს მთელს სხეულზე უჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად კარგია და გამონაყარიც რამოდენიმე დღეში, ხშირად 3-6 დღეში ქრება.

გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი. დასაწყისში გამონაყარი ჩნდება ზურგზე, რომელიც სწრაფად ვრცელდება მუცელზე, გულმკერდზე და ხელებზე. სახესა და ფეხებზე როგორც წესი, გამონაყარი არ აღინიშნება. გამონაყარი არ არის მტკივნეული, არ ახასიათებს ქავილი და ბავშვს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. ეს დაავადება გადამდები არ არის. ამ იდუმალ დაავადებას მკურნალობა არ სჭირდება. ერთადერთი შეიძლება ტემპერატურის დამწევი საშუალების მიცემა.

დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია სისხლის გამოკვლევა, რის შედეგადაც განისაზღვრება 6 ტიპის ჰერპესის ვირუსის ანტისხეულები.

ლალი ჩხიკვაძე