წითურა - კლასიკური ბავშვთა ინფექცია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

წითურა - კლასიკური ბავშვთა ინფექცია

წითურა - კლასიკური ბავშვთა ინფექცია

დადგა ნანატრი არდადეგები. პატარები სიხარულით დაგვყავს გასართობ ცენტრებში, საბავშვო სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე, სადაც უამრავი ბავშვია თავმოყრილი და ინფექციის საფრთხეც დიდია. ბავშვთა ერთ-ერთი კლასიკური ინფექციაა წითურა. რით არის იგი სახიფათო და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა? ამის შესახებ ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი ლალი აფხაზავა გვესაუბრება.


- როგორ ვლინდება წითურა?
- 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - მსუბუქი გაციების ნიშნებითა და უმნიშვნელო გამონაყარით. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადების სურათი უფრო მძიმეა - მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, კისრის

უკანა, იღლიის, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ექიმები არაერთხელ დავრწმუნდით, რომ რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს წითურა. საზოგადოდ, ბავშვთა ასაკის ინფექციებს შორის ის ყველაზე მსუბუქ დაავადებად მიიჩნევა.


- როგორ ხვდება ორგანიზმში ვირუსი?
- დაავადების გამომწვევი ვირუსი ხველისას და ცემინებისას გამოიყოფა გარემოში (იგი

არის ნახველში, სურდოში, ნერწყვში), იქიდან კი სასუნთქი გზების გავლით ორგანიზმში იჭრება. ვირუსის გავრცელების ასეთ გზას მედიცინაში გადაცემის ჰაერწვეთოვანი მექანიზმი ეწოდება. ბავშვი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ერთი კვირა ადრე და ვირუსს ავრცელებს გამოყრის შემდეგ 7 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში იგი საშიშია გარშემო მყოფთათვის და საჭიროა მისი იზოლირება. თუ დაავადებულმა ბავშვმა ვირუსი გადასდო ორსულ დედას ან საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელთაც არც აცრილი აქვთ ეს დაავადება და არც გადატანილი, ახალშობილი შესაძლოა თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაიბადოს. იგივე საფრთხე ელის  მომავალში პატარა გოგონასაც, თუ დროულად არ აიცრა ან ეს დაავადება ბავშვობაში არ გადაიტანა.


- როგორ ვითარდება დაავადება?
- ეტაპობრივად. განვიხილოთ თითოეული ეტაპი. საინკუბაციო პერიოდი - გრძელდება 15-დან 24 დღემდე, საშუალოდ კი 16-18 დღე ინფიცირების (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის) მომენტიდან. ამ პერიოდში ვირუსი იმყოფება ბავშვის ორგანიზმში, მაგრამ არ ამჟღავნებს თავის არსებობას. თუ თქვენს შვილს კონტაქტი ჰქონდა წითურით დაავადებულ ბავშვთან, სამი კვირის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდით მას. თუ ამ პერიოდში საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - საფრთხემ ჩაიარა. პროდრომული პერიოდი - გრძელდება რამდენიმე დღე. დიაგნოზი ბოლომდე ნათელი არ არის, რადგან კლინიკური სურათი მოგვაგონებს ჩვეულებრივ გაციებას. დაავადება იწყება თვალების ჩაწითლებით (კონიუნქტივიტი), მსუბუქი სურდოთი, უმნიშვნელო ხველით, სუბფებრილური (38 გრადუსამდე) ტემეპრატურით, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებითა და ტკივილით. კეფისა და კისრის ლიმფური ჯირკვლები ხელით ისინჯება, რაც ერთგვარი სიგნალია და ექიმს მიანიშნებს, რომ ორგანიზმმა დაიწყო წითურას ვირუსთან ბრძოლა. ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი სწორედ აქ იწყებს გამრავლებას. ეს პროცესი ერთი კვირა გრძელდება. ამის შემდეგ ვირუსი გადადის სისხლში და ვრცელდება მთელ ორგანიზმში. დიაგნოზის დადასტურებამდე ექიმი მშობელს ბავშვის იზოლირებას - კარანტინის რეჟიმს ურჩევს. დაავადების გაშლის სტადია - გამოიხატება სახესა და სხეულზე დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენით. ჩვეულებრივ, გამონაყარი პროდრომული პერიოდის დასრულებიდან 1-2 დღის შემდეგ ჩნდება, თავდაპირველად - სახეზე, ზოგჯერ - სასასა და ლოყებზე, სწრაფად ვრცელდება ჯერ ტანზე, მერე კი ხელ-ფეხზე. წითურას დროს ლაქები და პაპულები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე წითელას დროს. ხანგრძლივი არ არის - ხელ-ფეხზე გამოყრისას სახიდან უკვე ქრება. არც ინტენსიურია და 2-3 დღეში გაივლის. სასურველია, ეს პერიოდი ბავშვმა საწოლში გაატაროს. ტემპერატურა 3 დღე-ღამე გრძელდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, საერთოდ არ მოიმატოს. უცვლელი საერთო მდგომარეობის გამო მცირე  გამონაყარი შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, ანდა ალერგიული გეგონოთ, ბავშვმა განაგრძოს ბაგა-ბაღსა თუ სკოლაში სიარული და ინფექცია  გაავრცელოს. დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია სისხლის იმუნოლოგიური კვლევით. ამისთვის საჭიროა სისხლის აღება დაავადების 1-ლ-მე-3 დრეს და 7-10 დღის შემდეგ. თუ წითურას ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე 4-ჯერ არის მომატებული, ეს დაავადების ნიშანია.


- როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები და გარშემო მყოფები?
- წითურას ვირუსი მხოლოდ ორსულებისთვის არის სახიფათო. პირველ ტრიმესტრში ინფიცირებისას ვითარდევა ნაყოფის მრავლობითი სიმახინჯე, სიბრმავე, სიყრუე, გულის მანკი, მოსალოდნელია თვითნებური აბორტი და მკვდრადშობადობაც. ეს სამწუხარო ჭეშმარიტება 1941 წელს დაადგინა ავსტრალიელმა ექიმმა გრეგმა. მას შემდეგ მედიკოსები წითურაზე სულ მცირე ეჭვსა და დაავადებულ ბავშვთან კონტაქტსაც კი ორსულობის შეწყვეტისთვის საკმაო საფუძვლად მიიჩნევენ. შესაძლოა, მომავალ დედას დაავადების არავითარი ნიშანი არ ჰქონდეს - ექიმების მიდგომაზე ეს გავლენას არ ახდენს, ვინაიდან დაავადება ზოგჯერ უსიმპტომო ფორმით მიმდინარეობს. თუ ორსული მოგვიანებით, მეორე-მესამე ტრიმესტრში დაინფიცირდა, ბავშვი დაიბადება ანემიით, შინაგანი ორგანოების დაზიანებით, მაგრამ იცოცხლებს და არ იქნება მძიმე ინვალიდი. არსებობს ახალჩასახული ორგანიზმის დაცვის ერთადერთი საშუალება - მასობრივი (მთელი მოსახლეობის 95%-ის) იმუნიზაცია, ამიტომ აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილია წითურას საწინააღმდეგო აცრაც: 12 თვის ასაკში - პირველი, ხოლო 5 წლის ასაკში - მეორე (რევაქცინაცია). პატარა ბავშვებთან ერთად მიზანშეწონილია მოზარდი ვაჟებისა და მამაკაცების ვაქცინაციაც, ვინაიდან ისინი ვირუსის გამავრცელებლები არიან და ორსულისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.


- სჭირდება თუ არა დაავადებულ ბავშვს სპეციალური მოვლა?
- გამონაყარს სპეციალური დამუშავება არ სჭირდება, იგი თავისით გაივლის. ავადმყოფი ბავშვი შეგიძლიათ ყოველდღე დაბანოთ. ეს აუცილებელიც კია, რადგან ვირუსთან მებრძოლ ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება წიდა - ცვლის საბოლოო პროდუქტები - და კანის საშუალებით გამოიყოფა. კვებაც შესაბამისი უნდა იყოს - გადაიყვანეთ ბავშვი უპირატესად რძის ნაწარმსა და მცენარეულ საკვებზე, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე - ლიმონიანი და მურაბიანი ჩაი, ახალი ხილისა თუ ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი. სხვა სამკურნალო ღონისძიებები საჭირო არ არის. ბავშვი, წესისამებრ, მალე იწყებს გამოჯანმრთელებას. წითურა, ბავშვთა სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს გართულებებს. ეს გართულებებია ნევრიტი, ართრიტი, ენცეფალიტი. 3000-დან ერთი შემთხვევა შესაძლოა გართულდეს თრომბოციტოპენიორი პურპურათი - ვირუსი იწვევს სისხლის ფირფიტების, თრომბოციტების, დაშლას, მათი რაოდენობის შემცირების გამო სხეულზე ჩნდება ჩალურჯებული ადგილები, ხშირდება სისხლდენები. დღეს გართულებებთან ბრძოლა ადვილია, მაგრამ მაინც ჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი, დაინიშნოს სათანადო, დამზოგველი რეჟიმი, იზოლაცია. მედიკამენტური თერაპია საჭირო არ არის. იშვიათად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა თანდაყოლილი წითურას დროს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.


 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-05-2014
ექიმი
კარიდორში დედმამას წითელლაქებიანი პატარა ეკავათ ხელში. ჩემ კაბინეთში არ შემოსულან, მაინც გადამედო, 3 კვირა სუსტად ვიყავი, ახლახანს გავედი სამსახურში. ჯანდაცვის სამინისტრომ მიაქციოს ყურადღება ბავშვთა პოლიკლინიკებში ფილტრების არსებობას, ადრე რომ იყო, ისე!
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
წითურა ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ყივანახველა ყივანახველის ჩხირით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება.
ვირუსები მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. ტემპერატურა ხშირად არც ემორჩილება პრეპარატებს და მშობლები
ჩუტყვავილა ჩუტყვავილას ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც თავისებური გამონაყარით ხასიათდება.
წითელა მაღალი ინფექციურობით (გადამდებლობით) გამორჩეული ვირუსული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია წითელას ვირუსით.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად