რატომ არის სახლის კონსერვი მომაკვდინებელი? - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბოტულიზმის ფარულ ნიშნებსა და პრევენციაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: „ბოტულიზმის დროს საათები გადამწყვეტია - ნუ ენდობით კონსერვის ნორმალურ გემოსა და ვიზუალს“

“ნუ ენდობით სახლის კონსერვის ნორმალურ გემოს - 15-წუთიანი დუღილიც კი არ არის უსაფრთხოების გარანტია“ - გიამბობთ ბოტულიზმის რისკებსა და შეცდომებზე, რომლებიც ფატალურად სრულდება

ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ბუნებაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტოქსინს გამოიმუშავებს. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება. ყველაზე დიდი საფრთხე კი ის არის, რომ დაინფიცირებული პროდუქტი ვიზუალურად, სუნითა თუ გემოთი არაფრით განსხვავდება ჯანსაღისგან.

ახალ­გაზ­რდა ქალი, თა­მუ­ნა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი გუ­შინ, 24 მარტს დაკ­რძა­ლეს რუს­თავ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, სახლში კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი წიწაკის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად მო­ი­წამ­ლა მისი შვი­ლი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. საბედნიეროდ მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბათ.

რატომ არის სახლის პირობებში მომზადებული ბოსტნეულის კონსერვი განსაკუთრებით სარისკო, რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ და რამდენად გვიცავს პროდუქტის წამოდუღება?

ამ და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე Mmkurnali.ge-ს მკითხველს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს. ექიმი დეტალურად განმარტავს იმ ფაქტორებს, რომლებიც დაავადების სიმძიმესა და გამოსავალს განსაზღვრავს

- ბატონო ალექსანდრე, რუსთავში მომხდარმა ტრაგედიამ, საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაშინა. სამედიცინო თვალსაზრისით რამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ ერთი და იმავე საკვების მიღებისას ერთი ადამიანი იღუპება, სხვები კი მსუბუქი მოწამვლით გადარჩებიან?

- ზოგადად აღვნიშნავ, რომ ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ინფექციური დაავადებაა და ერთ-ერთ ყველაზე უფრო საშიშ ტოქსინს გამოიმუშავებს, რომელიც, გარკვეულ შემთხვევებში იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის ტოქსინის რაოდენობა. იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, სხვადასხვა დოზის ულუფები მიიღეს ამ პაციენტებმა და, შესაბამისად, ვისთანაც მეტი ტოქსინი მოხვდა, იმასთან კლინიკური სურათი უფრო სწრაფად განვითარდა და, შესაბამისად, დადგა სამწუხარო შედეგი.

botulizmi-1774434885.webp

გარდა ამ ფაქტორისა, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებზეც არის ეს დამოკიდებული: იმუნურ სტატუსზე, ადამიანის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, მთავარი განმაპირობებელი არის ტოქსინის დოზა - რაც უფრო დიდი რაოდენობის ტოქსინი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, ეს პირდაპირ კორელაციაშია მძიმე კლინიკურ სურათთან და დაავადების სწრაფ პროგრესირებასთან. ზუსტად ამის თქმა, კონკრეტულ შემთხვევაში რამ განაპირობა სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა, რთულია, თუმცა ყველაზე უფრო მეტად სავარაუდოა, რომ, ტოქსინის უფრო მეტი რაოდენობა მოხვდა ერთ ადამიანთან, ვიდრე სხვებთან.

ასევე შეიძლება იყოს დროის ფაქტორიც: მოხდა თუ არა, ერთდროულად მიღება დაინფიცირებული საკვების. ვინც უფრო ადრე მიიღო, მასთან უფრო სწრაფად მოხდებოდა კლინიკური სურათის გამოვლინება. სხვა პაციენტებთან უფრო მეტი დრო გაქვს ექიმს, რომ გაატარო გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც პრევენციას მოახდენს.

- გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი კონსერვირებული წიწაკა გახდა. რატომ ითვლება ბოსტნეულის კონსერვი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროდუქტად ბოტულიზმის თვალსაზრისით?

- საუბარია კონსერვირებულ პროდუქტზე, რომელიც სახლის პირობებში, კუსტარულად არის დამზადებული. იმიტომ, რომ კონსერვირებული პროდუქტი, რომელიც, დამზადებულია ქარხნული წესით, არ წარმოადგენს საშიშროებას. ზოგადად ბოტულიზმი გარემოში გვხვდება ბაქტერიის სპორების სახით, ნიადაგზე, ბალახზე და სხვადასხვა მცენარეებზე. ბოსტნეული როგორიც არის: პომიდორი, კიტრი, ბაღჩეული, მწვანე წიწაკა, დანდური, ამ პროდუქტების მირთმევისას შეიძლება მას შეჰყვეს ბოტულიზმის სპორები. სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ უზრუნველვყოთ ისეთ დამუშავებას, რომ სპორები განადგურდნენ, იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ გამძლეები არიან გარემო პირობების მიმართ და, მათ შორის, 120 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

konservi-1774435189.jpg

ამიტომ თუ სპორებით დაბინძურებულ პროდუქტს მოვხუფავთ, შევქმნით უჟანგბადო გარემოს - ეს უკვე ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, რომ ბოტულიზმი სპორული ფორმიდან გადავიდეს ვეგეტაციურ ფორმაში და დაიწყოს ძლიერი ტოქსინის გამომუშავება. რაც უფრო დიდხანს ვინახავთ პროდუქტს, ტოქსინის რაოდენობა იზრდება. დაინფიცირებული კონსერვის გახსნისა და მისი საკვებად გამოყენების შემთხვევაში, ხდება ადამიანის ინფიცირება და მივყავართ უკვე იმ შედეგებამდე, რაც, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს ხოლმე.

- ადამიანები პირველად ნიშნებს ხშირად უბრალო გადაღლას ან მოწამვლას აბრალებენ. როდის უნდა ავტეხოთ განგაში?

- ცუდად გახდომის შემთხვევაში, თუ ვიცით, რომ ადამიანმა სახლის პირობებში დამზადებული კონსერვირებული პროდუქტი მიირთვა, ეს უკვე საყურადღებოა. ამ დაავადებას ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე აქვს, თუმცა საშუალოდ ეს არის ერთი-ორი დღე, რაც დამოკიდებულია ტოქსინის რაოდენობაზე.

პირველი სიმპტომები, შეიძლება იყოს საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე; გულისრევა, ღებინება, შეიძლება დიარეა. ასეთ დროს უკვე უნდა ავტეხოთ განგაში, თუ კონსერვირებული პროდუქტის მიღების შემდეგ დაიწყო ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, სადაც მოხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება და სწრაფად დაიწყება ბოტულიზმის საწინააღმდეგო მკურნალობა.

შემდეგი სიმპტომატიკა, რომელიც ზოგადი სიმპტომების შემდეგ ვლინდება, უფრო სპეციფიკურია. ყველაზე უფრო თვალსაჩინო, რაც შეიძლება არა ექიმმაც შენიშნოს, ეს არის ქუთუთოების ფტოზი - როდესაც ადამიანებს უჭირთ თვალების გახელა. შემდეგ მოდის უკვე საუბრის შენელება, კუნთების დამბლამდე, მძიმე შემთხვევებში ადამიანებს სუნთქვა უჭირთ და სჭირდებათ ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, როდესაც აქამდე მიდის კლინიკური სურათი, უკვე დაგვიანებულია. პირველი რეაგირება უნდა მოვახდინოთ ზოგადი სიმპტომების არსებობისას და ეჭვის მიტანა უნდა მოხდეს ანამნეზის საფუძველზე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ მიიღო ადამიანმა სახლის პირობებში დაკონსერვებული სხვადასხვა ბოსტნეული, ბაღჩეული, ან სახლის პირობებში შებოლილი თევზი, სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს.

- არსებობს მოსაზრება, რომ კონსერვირებული პროდუქტის ამობერილი ხუფი არის ერთ-ერთი საფრთხის ნიშანი. თუმცა შეიძლება პროდუქტს ჰქონდეს ჩვეულებრივი გემო, მაგრამ სახიფათო აღმოჩნდეს.

- რა თქმა უნდა. მეტსაც გეტყვით: დაახლოებით ნახევარზე მეტ შემთხვევებში იმ პროდუქტს, რომელიც ბოტულიზმის ტოქსინით არის დაინფიცირებული, შეიძლება ჰქონდეს ნორმალური გემო და ვიზუალი. მხოლოდ ის კრიტერიუმი, რომ შევხედეთ კონსერვს და მას ვიზუალური დაზიანება არ ჰქონდა, არ ნიშნავს რომ უსაფრთხოა. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: რაც არ უნდა ვცადოთ წესების დაცვით კონსერვის გაკეთება სახლის პირობებში, მაინც არის რისკის შემცველი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ მსგავსი კონსერვები არ მივირთვათ. თუ მაინცდამაინც კონსერვის მირთმევა გვინდა, მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული.

konservi-1774434902.jpg

- ეს ეხება თუ არა სახლში დამზადებულ ტყემლის საწებელს, ტომატს, მოხუფულ პომიდორს და ასევე მწნილს?

- ეს არ ეხება იმ პროდუქტებს, რომელთა დამზადების შემდეგაც უჟანგბადო გარემო არ იქმნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ბოტულიზმის სპორა გადავიდეს ვეგეტაციურ ფორმაში, აუცილებელია უჟანგბადო გარემოს არსებობა. ამიტომ ხრახნიანი ქილების გამოყენება დაშვებულია. ამიტომ ტყემალი იქნება ეს, თუ მურაბა არ წარმოადგენს საშიშროებას. საშიშია მაგალითად კიტრისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მარინადი და კონსერვი, როგორიც არის ჯონჯოლი, დანდური, პომიდორი და ასე შემდეგ.

- თავის დასაცავად, შველის თუ არა ქილის გახსნის შემდეგ პროდუქტის წამოდუღება?

- არა, წამოდუღება არ შველის. მაშინ მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ვადუღოთ 100 გრადუსზე, იმისთვის, რომ ტოქსინი განადგურდეს. თუმცა ესეც არ არის 100%-იანი გარანტია.

ამიტომ ჩემი რეკომენდაცია მაინც იქნება, რომ ნაკლებად მივირთვათ სახლის პირობებში დაკონსერვებული პროდუქტი. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად სტატისტიკას თუ ავიღებთ, ყოველწლიურად ფიქსირდება ბოტულიზმის შემთხვევები და, სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში არის დაგვიანებული მიმართვიანობა და მძიმე მიმდინარეობა, რაც შეიძლება ლეტალური გამოსავლითაც დასრულდეს. ამიტომ პრევენცია არის ის, რომ ნაკლებად მოვიხმაროთ კონსერვები. თუმცა, თუ მაინც მოვიხმართ, ვიცოდეთ, რომ მსგავსი რისკები არსებობს და პირველივე ზოგადი სიმპტომების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს და არ დაველოდოთ იმ კლასიკურ სიმპტომებს.

- დროული მიმართვა რას შველის?

- ბოტულიზმი, როგორც ვთქვით, არის ეგზოტოქსიკური ინფექცია, ანუ გამოიმუშავებს ტოქსინს და ეს გამომუშავებული ბოტულოტოქსინი წარმოადგენს მთავარ პრობლემას, რომელიც იწვევს ნერვ-კუნთოვან დაზიანებას. არსებობს სპეციფიკური მკურნალობის საშუალება - ანტიბოტულინური შრატი, ანტიტოქსინი, რომლის დროულად დაწყების შემთხვევაში ანეიტრალებს თავისუფალ ტოქსინს და დაავადების პროგრესირებას უშლის ხელს.

შესაძლოა დაავადება მაინც პროგრესირდეს, თუმცა ბევრად უფრო მსუბუქი მიმდინარეობა მიიღოს. აქედან გამომდინარე, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, რომ ბოტულიზმზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი მოხდეს დროულად მკურნალობის დაწყება, იმიტომ, რომ ეს არის დაავადება, სადაც საათები გადამწყვეტია. ორი-სამი საათის დაგვიანებამ კი შეიძლება რადიკალურად შეცვალოს დაავადების სიმძიმე და მიმდინარეობა.