როგორ ვლინდება ბავშვებში წითურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება ბავშვებში წითურა

მას ახასიათებს წვრილი გამონაყარი და ლიმფური კვანძების გადიდება. სხეულის ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი სუსტადაა გამოხატული. წითურას გამომწვევი წითელას ვირუსის მსგავსი ვირუსია.

ანტიბიოტიკები, სხვა ვირუსთა მსგავსად, უეფექტოა. ის საკმაოდ მდგრადია გარემო ფაქტორებისადმი, შეიძლება შენარჩუნდეს ოთახის ტემპერატურაზე. ულტრაიისფერ გამოსხივებაზე კი მაშინვე იღუპება. ნადგურდება სადეზინფექციო საშუალებებისა და ტემპერატურის ზემოქმედებითაც.

როგორ ხდება დასნებოვნება

ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანი და ჯანმრთელი ვირუსმატარებელია.

დაავადებული გადამდებია გამონაყარის გამოვლენამდე 1-2 დღე, გადადების ალბათობა ქვეითდება გამონაყარის გაქრობასთან ერთად. ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. დასნებოვნება შესაძლებელია საგნებიდანაც, მათ შორის სამედიცინო ინსტრუმენტებითაც. ყველაზე სახიფათოა მუცლადყოფნის პერიოდში დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემა.

დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არამყარია. შესაძლებელია მოზრდილთა მეორეული დასნებოვნება, ანუ მათი, ვინც ბავშვობისას წითურა გადაიტანა. ამ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ და წაშლილი ფორმით, ანუ გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს.

რა ხდება ორგანიზმში

ვირუსი აღწევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსიდან, რომლის უჯრედებშიც მრავლდება ინკუბაციის პერიოდში. ამის შემდეგ ის აღწევს ლიმფურ კვანძებში და იწვევს მათ გადიდებას.

როგორ მიმდინარეობს დაავადება

ინკუბაციური პერიოდი 11-22 დღე გრძელდება. როგორც წესი, გამონაყარის გამოჩენამდე დაავადება არ ვლინდება ან მსუბუქადაა გამოხატული სურდოსა და სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებით.

ტიპური გამოვლინებაა კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, რაც მტკივნეულიც შეიძლება იყოს. ეს ვითარება ნარჩუნდება 10-14 დღე და ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

გამონაყარი ჩნდება სახესა და კისერზე, რამდენიმე საათში კი მთელ სხეულზე ვრცელდება. ჩვეულებრივ, ის ვლინდება კიდურების გამშლელ ზედაპირზე, დუნდულოებზე, ზურგზე. გამონაყარი ვარდისფერია, მრგვალი ან ოვალური ფორმის, ქინძისთავის ზომის.

გამონაყარის ირგვლივ კანი არ იცვლება, ლაქები ერთმანეთს არ ერწყმის. მეორე დღეს გამონაყარი, ჩვეულებრივ, მკრთალდება, მესამე დღეს უფრო იშვიათი და მცირე ზომის ხდება, შემდეგ კი უკვალოდ ქრება.

იშვიათად მის ადგილზე რჩება უმნიშვნელო პიგმენტაცია, რაც ასევე რამდენიმე დღეში ქრება. გამონაყარის გამოჩენისას ტემპერატურამ შეიძლება 38-39°С-მდე აიწიოს, თუმცა, ნორმალურ მაჩვენებელზეც შეიძლება დარჩეს.

მოზრდილებთან წითურა უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაღალი ტემპერატურით, თავისა და კუნთების ტკივილით. ორსულობის პირველ 2-3 თვეს დასნებოვნებისას იწვევს ნაყოფის სიკვდილსა და ორსულობის შეწყვეტას, ან ნაყოფის სიმახინჯეებს. ორსულობის უფრო მოგვიანო ვადაზე დასნებოვნებისას, ასეთი პათოლოგიები იშვიათია, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თანდაყოლილი წითურისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, წითურა მკურნალობას არ საჭიროებს. ტემპერატურის მომატებისას სიცხის დამწევი საშუალება უნდა გამოვიყენოთ.

პროფილაქტიკა

არსებობს წითურას ვაქცინა. დაავადებული უნდა იყოს იზოლირებული გამონაყარის გამოჩენიდან 4 დღის განმავლობაში. წითურით დაავადებულთან ორსულის კონტაქტი დაუშვებელია.