ბავშვთა ყივანახველა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ყივანახველა

დამახასიათებელია ნერვული სისტემის, სასუნთქი გზების დაზიანება და მამლის ყივილის მსგავსი ერთგვარი ხველის შეტევები.

ყივანახველის გამომწვევი გარემოში სწრაფად იღუპება, მგრძნობიარეა მზის სხივის, მაღალი ტემპერატურისა და სადეზინფექციო ხსნარებისადმი.

დასნებოვნება - ყივანახველით დასნებოვნების წყაროა დაავადებული. გადადების შესაძლებლობა მეტია დაავადების დასაწყისში, მოგვიანებით ნელ-ნელა მცირდება. ითვლება, რომ დაავადების დაწყებიდან 30-ე დღიდან ყივანახველის გადადების საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა, ამ დრომდე დაავადებული კვლავ ინფექციის წყაროა.

დაავადება გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ყივანახველით დაავადებული ყივანახველის ჩხირს გამოყოფს ზედა სასუნთქი გზების გამონაყოფებით: ნახველი, ლორწო. ის ვრცელდება არა უმეტეს 3 მეტრის რადიუსში. საგნებიდან, სათამაშოებიდან გადადება ნაკლებად სავარაუდოა გარემოში გამომწვევის სწრაფი განადგურების გამო.

დაავადების გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი მთელი ცხოვრების მანძილზე. აცრის შემდეგ იმუნიტეტი ნაკლებად მყარია, ამიტომ საჭიროა რევაქცინაცია. თუ აცრილი ბავშვი დაავადდა, დაავადება წაშლილი ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

აუცილებელი ვაქცინაციის წყალობით ყივანახველით ავადობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გრიპისგან განსხვავებით, ყივანახველა შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს გამოვლინდეს.

რა და რატომ ხდება:

ყივანახველის ჩხირი სასულეში, ხორხსა და ბრონქებში მოხვედრისას გამოყოფს შხამს, რომელიც განაპირობებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ამის შედეგია ხველა. მუდმივად მოქმედი გამღიზიანებელი იწვევს ხველის გაძლიერებას, რომელსაც სპასტიკური ხასიათი ეძლევა. ფორმირდება ერთგვარი “ ჩვევა“ და ნებისმიერმა გარეშე გამღიზიანებელმა (ხმამაღალი ბგერა, მკვეთრი სინათლე) შეიძლება გამოიწვიოს ხველის შეტევა. მეორე მხრივ, გარემოს ცვლილებისას, საინტერესო თამაშის დროს ხველა სუსტდება და შეიძლება შეწყდეს.

ხველისას შეიძლება გაიზარდოს გულმკერდშიდა წნევა, გაუარესდეს სისხლის მოდინება ღრუ ვენებიდან, გაიზარდოს ქალაშიდა წნევა. ხველის ხანმოკლე ეპიზოდებისას საშიში არაფერია, მაგრამ ყივანახველის დროს ხველა თითქმის მუდმივია, შეტევა - ხანგრძლივი, რაც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინზე, გულსა და ფილტვებზე. ამასთან, ხველის შეტევები შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგაც, რაც ყივანახველის ჩხირი ორგანიზმიდან გაქრება და გასტანოს კვირები და თვეებიც კი.

ყივანახველის სიმპტომები

დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე გადის 3-15 დღე (საშუალოდ 5-8 დღე).

დაავადება იწყება მშრალი ხველით, იშვიათად თან ერთვის სურდო, ხშირად ტემპერატურა ნორმალურია, იშვიათად შეიძლება აიწიოს 37,5°ჩ-მდე. ამ პერიოდის თავისებურებაა შეუპოვარი ხველა. მკურნალობის მიუხედავად, ის თანდათანობით ძლიერდება და დაავადების დაწყებიდან 3-14 დღეში შეტევით ხასიათს ღებულობს. შეტევას წინ უძღვის აურა – ბავშვი თავს ანებებს თამაშს, გაირინდება და შიშით ელოდება შეტევას. ამასთან ერთად აღინიშნება ყელში ფხაჭნის და მოუსვენრობის შეგრძნება. შეტევა შედგება მოკლე ხველებითი ბიძგებისგან, რომლებიც დროდადრო წყდება რეპრიზებით. რეპრიზი ჩასუნთქვაა, რომელსაც თან ახლავს მსტვინავი ხმა სახმო ხვრელის სპასტიკური შევიწროების გამო.

შეტევა სრულდება სქელი ლორწოს გამოყოფით, შესაძლებელია დაერთოს ღებინებაც. ზოგჯერ, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, აღინიშნება მეორე, მესამე და ა.შ. შეტევები. თუ შეტევები აღმოცენდება დროის მოკლე პერიოდში, ამას პაროქსიზმი ეწოდება. ხველის მძიმე შეტევის დროს შესაძლებელია უნებლიე შარდვა და დეფეკაციაც.

შეტევის გარეშე, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს, ყივანახველა მიმდინარეობს გართულებების გარეშე. მძიმე ფორმისას, როდესაც შეტევა ხშირად აღმოცენდება, ბავშვი დუნდება, ადვილად ღიზიანდება და ეშინია შეტევის. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს 6 კვირამდე და მეტიც.

სიმძიმის მიხედვით განარჩევენ მსუბუქ ფორმას, როდესაც ხველის შეტევის რაოდენობა არ აღემატება დღეში 10-ს და ხანმოკლეა.

საშუალო სიმძიმის ფორმისას შეტევის რაოდენობა 10-15-ია და ხანგრძლივია, დიდი რაოდენობით რეპრიზებით, ზოგჯერ აღინიშნება ღებინება.

მძიმე ფორმის დროს დღეში შეიძლება 20-25 რამდენიმეწუთიანი შეტევაც იყოს, რომელსაც ახლავს მრავალი რეპრიზა, პაროქსიზმი, ღებინება.

წაშლილი ფორმისას ყივანახველის სიმპტომები და სპაზმური ხველა სუსტადაა გამოხატული: შეტევები მსუბუქია და იშვიათი.

გართულებები

შედარებით მსუბუქი გართულებაა ცხვირიდან სისხლდენა, კონიუნქტივაში, ზოგჯერ ბადურაშიც კი სისხლჩაქცევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე. შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა, გონების დაკარგვა.

ყივანახველის შემდეგ შესაძლებელია ბრონქიტისა და პნევმონიის განვითარება.

მკურნალობა

1. აუცილებელია სუფთა ჰაერი, გასეირნება, შენობის ხშირი განიავება, გარეშე გამღიზიანებლების შემცირება.

2. ბავშვის კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და კალორიული, ცილებითა და კალორიებით მდიდარი. ნუ დააძალებთ მას საჭმელს. ჭამოს, რაც უყვარს და როცა უნდა.

3. მკურნალობის ძირითადი საშუალებაა ანტიბიოტიკები, ისინი სპობს ყივანახველის ჩხირს. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა.

ყივანახველის პროფილაქტიკა

პროფილაქტიკის ძირითადი ღონისძიება ვაქცინაციაა. იმუნიზაცია იწყება 3 თვიდან და ტარდება სამჯერადად, 1,5-2 თვის ინტერვალით. განმეორებით აცრას აკეთებენ 1,5-2 წლის შემდეგ.