ცრუ კრუპი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ცრუ კრუპი

ცრუ კრუპი

 ცრუ კრუპი ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი ერთბაშად ვითარდება. ის მხოლოდ ბავშვობის ასაკში გვხვდება, ისიც - 5 წლამდე. ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ჩვილებს ის
თითქმის არ ემართებათ. ცრუ კრუპი, როგორც სინდრომი, ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ? ამაზე გვესაუბრება ინფექციონისტი, შპს ”ბავშვთა ინფექციური კლინიკის”  ექიმი რუსუდან კობახიძე.

 - რა განსხვავებაა ცრუ და ჭეშმარიტ, ნამდვილ კრუპს შორის?

 - სიტყვა ”კრუპი” ნადებს ნიშნავს. ცრუ კრუპი სინდრომს იმიტომ უწოდეს, რომ ნათელი ყოფილიყო განსხვავება მასა და ჭეშმარიტ კრუპს შორის, რომელიც

ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. მათი სიმპტომები ერთნაირია, მაგრამ მიზეზია სხვადასხვა. დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ბავშვი
დაიღუპება. ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება, ხორხის სტენოზის (შევიწროების) მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს.

- რატომ არის, რომ ცრუ კრუპი უმთავრესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემართებათ?

- სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ცრუ კრუპი ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა ტიპური გართულებაა. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ასაკში სასუნთქ სისტემას აქვს ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, კერძოდ:

  • ხორხი შედარებით ვიწროა;
  • უხვად მარაგდება სისხლძარღვებით;
  • არსებობს ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული და კარგად განვითარებული ლიმფური კვანძები (ორგანიზმში ვირუსების შეჭრაზე პირველად სწორედ ლიმფური ჯირკვლები რეაგირებენ და მიკრობებს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ).
    ასაკობრივი ანატომიური თავისებურებები იმას არ ნიშნავს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს ცრუ კრუპი ყველა ბავშვს განუვითარდება.

- რომელი ინფექციური დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ცრუ კრუპის განვითარება?

- ცრუ კრუპი უმთავრესად თან სდევს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის პარაგრიპს (I ტიპის ვირუსი იწვევს კრუპის მძიმე ფორმებს და ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება), გრიპს და ადენოვირუსულ ინფექციას. ცრუ კრუპის შეტევა შესაძლოა განვითარდეს ბავშვთა ისეთი ინეფქციური დაავადებების დროსაც, როგორიც არის ყივანახველა, წითელა და ქუნთრუშა.

- რა რისკფაქტორები მოქმედებს ცრუ კრუპის ჩამოყალიბებაზე?

- როგორც აღვნიშნეთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს ცრუ კრუპი სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვს არ ემართება. არსებობენ ბავშვები, უფრო მეტად განწყობილნი ცრუ კრუპის მიმართ. ეს ის კატეგორიაა, ვინც დაბადებისას მიიღო ტრავმა, დაიბადა დღენაკლული ან აღენიშნება ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება (ექსუდაციური დიათეზი). ასეთ ბავშვებს ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის ნებისმიერ სტადიაში, თანაც მძიმე ფორმით განუვითარდეთ.

- როგორ ვლინდება ცრუ კრუპი?
- ცრუ კრუპი ვლინდება შეტევის სახით, მოულოდნელად და ერთბაშად, უმთავრესად ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას. ბავშვი იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და ეწყება უხეში, მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც თან სდევს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი, ხშირი სუნთქვა (ვინაიდან ხორხი შევიწროებულია, ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ამიტომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს).



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 27-08-2018
ანა
გამარჯობათ ბავშვი 10 წლისაა თითქმის 5 წელი არ განმეორებია და ეხლა დაეწყო ისევ რა წამალი შეიძლება რომ მივცე... ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ...
თარიღი : 06-04-2018
ნინო
ვარ 50 წლის.ავადმყოფობა ყელის ტკივილით დამეწყო, შემდეგ ხვეელებაში გადაიზარდა.ღამით ცრუ კრუპივით მემართება.არც ექიმის დანიშნული წამლები მშველელის.როგორ მოვიშორო ეს გაგუდვის შეგრძნება?
თარიღი : 07-04-2016
Mari
Saswrapos mosvlamde deqsametazonirom mivcet sheudzleba?
თარიღი : 16-02-2015
IA MUMLADძE
თუ ეს 7 წლის ბავშვს ისევ ემართება და ხშირად ცივდება.შეიძლება დარჩეს ქრონიკულად?როგორ ავიცილოთ თავიდან?
თარიღი : 28-01-2015
თუ ეს 8წლის ბავშვს ემართება ხშირად მაგალითად ზამთარში სიცივეზე ხო არ არის საშიში რომ ქრონიკულად დარჩეს რა ზომებს უნდა მივმართოთ ბავშვი უკვე დიდი რომ არის.
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
წითურა ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ყივანახველა ყივანახველის ჩხირით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება.
ვირუსები მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. ტემპერატურა ხშირად არც ემორჩილება პრეპარატებს და მშობლები
ჩუტყვავილა ჩუტყვავილას ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც თავისებური გამონაყარით ხასიათდება.
წითელა მაღალი ინფექციურობით (გადამდებლობით) გამორჩეული ვირუსული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია წითელას ვირუსით.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად