ჯანსაღი კვების წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვების წესები

.

  • პირველი წესი

ადამიანი იკვებება არა იმით, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც ითვისებს მისი ორგანიზმი. საკვების გადამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს, რისთვისაც ორგანიზმი მზად უნდა იყოს. სწორედ ამისთვის დააწესა ბუნებამ მზადყოფნის სიგნალი - შიმშილის გრძნობა. შიმშილის გარეშე ჭამა ორგანიზმის გადატვირთვასა და დანაგვიანებას იწვევს.

ჯანსაღი მადის კრიტერიუმია ჭამის ძლიერი სურვილი და გაძლიერებული ნერწყვდენა საკვების წარმოდგენისას. დაძაბული მუშაობის, გადაცივების ან გადახურების, ძლიერი ემოციების შემდეგ ადამიანს ასეთი მადა არ ეუფლება, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ამ მდგომარეობაში პირდაპირ სუფრას არ მივუსხდეთ - ჯერ კარგად დავისვენოთ.

შეუძლოდ მყოფ ადამიანს ჭამის სურვილი ეკარგება. ავადმყოფს საკვებს ნუ დააძალებთ - ორგანიზმი განგებ ზოგავს ძალებს სნეულებასთან საბრძოლველად. ასე რომ, სჯობს, ბავშვმა მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს ანუ რამდენის ათვისებასაც შეძლებს მისი ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმი.

  • მეორე წესი

მიაჩვიეთ ბავშვი საჭმლის კარგად დაღეჭვას და არა მთელ-მთელი ლუკმების ყლაპვას. პირის ღრუში საკვები არა მხოლოდ მექანიკურად, არამედ ნაწილობრივ ფერმენტულადაც მუშავდება, რაც კუჭს მის მონელებას უადვილებს.

  • მესამე წესი

საკვები გემრიელი უნდა იყოს. უგემური კერძი პატარამ შესაძლოა გადმოაფურთხოს.

  • მეოთხე წესი

შემთხვევით როდი ამბობენ, ნოყიერი საუზმე ადამიანის პირველი მტერიაო... პატარას საუზმეზე შედარებით მსუბუქი საკვებით: რძის ნაწარმით (მაწვნით, ფაფით), ხილით, წვენით, ჩაითი გაუმასპინძლდით.

  • მეხუთე წესი

შუადღიდან საღამომდე მისაღები სურსათი სამ ულუფად გადაანაწილეთ. კვებათა შორის არსებულ შუალედში კუჭმა უნდა დაისვენოს. დასაშვებია ტრაპეზამდე ნახევარი საათით ადრე ხილის ან წვენის მიღება. დანარჩენ დროს სასურველია, სასმელი წყლის გარდა კუჭში არაფერი ჩავიდეს.

  • მეექვსე წესი

ავახშმეთ ბავშვი დაწოლამდე, სულ მცირე, ორი საათით ადრე. დაწოლისას კუჭში საკვების მონელება დამთავრებული უნდა იყოს.

  • მეშვიდე წესი

არსებობს განსაკუთრებით მავნე სურსათი - თევზისა და ხორცის კონსერვები, ძეხვი, შებოლილი თევზი და ხორცი, მაიონეზი, ყავა, კაკაო, შავი ჩაი, კოკა კოლა, ფანტა და სხვა გაზიანი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით საზიანოა ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმისთვის.

  • მერვე წესი

საუკეთესო საკვებია ხილი, ცოცხალი და მოხარშული ბოსტნეული, მარცვლეული, მწვანილი, თხილი და კაკალი, პატარა ბავშვებისთვის - რძე და მისი ნაწარმი, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ხორცი, თევზი, ხაჭო და ყველი კონცენტრირებული ცილოვანი პროდუქტებია, რომელთა ყოველდღიური მიღება აუცილებელი არ არის, ხოლო დიდი რაოდენობით რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - არაჟანი და ნაღები, იწვევს ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც აზიანებს ღვიძლს და გარდატეხის პერიოდში კანზე გამონაყარს აჩენს.

  • მეცხრე წესი

სასურველია, ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი იყოს. მაგალითად, საუზმეზე ერთ დღეს წიწიბურას ფაფა მოვუმზადოთ, მეორე დღეს - ჰერკულესი, მესამე დღეს - ბრინჯი... არ არის სასურველი ტრაპეზის დასრულება ტკბილი საკონდიტრო ნაწარმით.

  • მეათე წესი

ეცადეთ, ყოველ ჯერზე ახალი საკვები მოამზადოთ. მაცივარში შენახული, ხელმეორედ შემთბარი საკვები გემოსაც კარგავს და ხარისხსაც.

  • მეთერთმეტე წესი

არიდეთ ბავშვი შემწვარ კერძებს. ტაფაზე დარჩენილი მცენარეული ზეთი ხელმეორედ არ გამოიყენოთ.

  • მეთორმეტე წესი

ერიდეთ კონტრასტული ტემპერატურის საკვების, მაგალითად, ცხელი სუპისა და ცივი წვენის, ერთდროულად მიცემას.

  • მეცამეტე წესი

ჭამის შემდეგ მაშინვე სამეცადინოდ ნუ დასვამთ, ნურც ფიზიკურად დატვირთავთ. უმჯობესია, 20-30 წუთს დაასვენოთ.

  • მეთოთხმეტე წესი

ნუ მისცემთ სითხეს უშუალოდ ჭამის წინ, ჭამის დროს და ტრაპეზის შემდეგ კი შეგიძლიათ, ცოტაოდენი დაალევინოთ. განსაკუთრებით არასასურველია ჭამის შემდეგ დიდი ოდენობის სითხის მიღება.

ყველაზე მთავარი: ნუ გადააქცევთ ჭამას კულტად, ბავშვის უმადობას ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ. გახსოვდეთ: დაძალება კარგს არაფერს მოგიტანთ.