რატომ არის სასარგებლო გოგრა ბავშვის ორგანიზმისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის სასარგებლო გოგრა ბავშვის ორგანიზმისთვის

ამიტომ ის აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს ანთებით პროცესებთან გამკლავებაში, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, უზრუნველყოფს ჯანსაღი ძილის პროცესს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, სასარგებლოა ანემიისა და მხედველობის დარღვევის დროს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აქვს შარდმდენი მოქმედება.

ყოველივე ამის გამო სასარგებლოა მისი გამოყენება ბავშვის მენიუში და დიეტური კვებისას.

გოგრის შეფერილობის - ნარინჯისფერის გამო მისი მიღება ალერგიული ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. ამიტომ 6 თვემდე თავი შეიკავეთ მისი და სტაფილოს მიცემისგან.

არსებობს თეთრი ჯიშის გოგრა, მის გამოყენებამდე სასურველია პედიატრთან კონსულტაცია.

გოგრის პირველად მიცემა სასურველია 7-8 თვის ასაკში. ალერგიულ ბავშვებს 2 თვე მოუწევთ მოცდა. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის რეაქციას, თუ გოგრის კერძმა გამონაყარი არ გამოიწვია, ე.ი. ყველაფერი რიგზეა და შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი მიცემა.

- რა და როგორ მოვამზადოთ გოგრისგან?

- გოგრის უჯრედისი კარგად იხარშება და მას ადვილად ინელებს ბავშვის ორგანიზმი. ასევე მეტად გემრიელი და თანაც სასარგებლოა მისი თესლები. ისინი კარგი საშუალებაა პარაზიტების ე.წ. ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ.

გოგრის რბილობისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.

ნარინჯისფერი სუპ-პიურე

საჭიროა:

  • 700გ გოგრის რბილობი;
  • 400გ ქათმის ფილე;
  • 1 ცალი სტაფილო და კარტოფილი;
  • 1 პატარა თავი ხახვი და 1 კბილი ნიორი;
  • 30 გ ნაღების კარაქი;
  • 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი;
  • მარილი გემოვნებით, ოხრახუში.

ქათმის ფილე მოხარშეთ, ბულიონი გადაწურეთ და შეინახეთ ფილე, დაჭერით კუბებად.

სქელძირიან ქვაბში კარაქში მოთუშეთ ხახვი, გახეხილი სტაფილო, დაუმატეთ 1 ლ ქათმის ბულიონი, ჩაუშვით კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გოგრა, ხარშეთ 15-20 წუთით, ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, ლიმონის წვენი და გადმოდგით ცეცხლიდან. შეგრილებული მასა დააბლენდერეთ, ჩაუშვით კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ.

სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გოგრის კექსი

საჭიროა:

  • 3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი;
  • 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი;
  • 1 ჩ/ჭ მცენარეული ზეთი ან 200გ ნაღების კარაქი;
  • 4 ც კვერცხი;
  • 400 გ გოგრის პიურე;
  • 2 ჩ/კ სოდა ან 3 ჩ/კ გამაფხვიერებელი;
  • 1/2 ჩ/კ დაფქული მიხაკი, 1 ჩ/კ დარიჩინი; 1/2ჩ/კ ჯავზი, მწიკვი მარილი, 1 პაკეტი ვანილი.

ინგრედიენტები შეურიეთ ეთმანეთს თანდათანობით, გადაიტანეთ კექსის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 რადუსზე 1 საათის განმავლობაში.

კარგად გაცივებული დაჭერით, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიიტანეთ სუფრასთან.

მზის ბურთები

საჭიროა:

  • 200 გ გოგრის პიურე;
  • 250 გ ფქვილი;
  • 1 ჩ/ჭ მაწონი ან კეფირი;
  • 1 ც კვერცხი;
  • 1 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი;
  • 1 ჩაის კოვზი სოდა, მარილი გემოვნებით;
  • 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი.

ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და მიღებული მასიდან გაკეთებული ბურთები ყველა მხრიდან დაბრაწეთ ტაფაზე. ამოიღეთ ლანგარზე, მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ან კაკაოსთან ერთად არაჟნით, მურაბით.

ღუმელში შებრაწული ქათამი გოგრით

საჭიროა:

  • 1 ქათამი;
  • 500 გ გოგრა;
  • 1 ც ხახვი;
  • 1 ჩ/ჭ რძე;
  • კურკუმა და ჯავზი - დანის წვერით;
  • მცენარეული ზეთი, მარილი გემოვნებით;
  • 1 ჩაის ჭიქა გრძელი ბრინჯი;
  • 1 ცალი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა.
  • შემწვარი ქათამი დაჭერით ნაჭრებად.

მოთუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბებად დაჭრილი გოგრა დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით. შემდეგ დაასხით რძე და მიიყვანეთ მიღებული მასა ადუღებამდე. დაუმატეთ კურკუმა, ჯავზი, მარილი და ხარშეთ კიდევ 5 წთ.

ფორმაში ჩაალაგეთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები, ზემოდან მოასხით გოგრის მასა და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.

მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში, გადაწურეთ. ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა 3-5 წთ. დააყარეთ მოხარუშლი ბრინჯი და კიდევ 2-3 წთ გააჩერეთ ცეცხლზე.

სუფრასთან მიიტანეთ ქათამი გოგრასთან ერთად ბრინჯის გარნირით.

ქარვის მურაბა

საჭიროა:

  • პატარა კუბებად დაჭრილი 8 ჩაის ჭიქა გოგრა;
  • 4 ჩ/ჭ შაქარი;
  • 1 ც ფორთოხალი;
  • 5 ც მიხაკი.

მომინანქრებულ ჯამში ფენებად ჩაალაგეთ გოგრის ნაჭრები, მოაყარეთ შაქარი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 8-10 სთ ან ერთი ღამე. რამდენჯერმე ამოურიეთ ხის კოვზით. მიღებული წვენი გადაწურეთ და წამოადუღეთ, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და წვენი, ჩააწყვეთ გოგრის ნაჭრები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მიხაკთან ერთად 40 წთ, თან პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით. როცა შესქელებას დაიწყებს, მიხაკი ამოიღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით გასტერილებულ ცხელ ქილებში და შეფუთეთ ცალ-ცალკე, გაციებამდე. გემოსა და კონსისტენციის მიხედვით ეს მურაბა არ ჰგავს ტრადიციულს, ის უფრო გოგრის ნაზი ნაჭრებია სიროფში. გემრიელად მიირთვით!