/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ბავშვის რაციონის კორექცია

ბავშვის რაციონის კორექცია
მყავს ორწლინახევრის გოგონა. სიმაღლით 90 სმ-ია, იწონის 14 კგ-ს. ორ წლამდე კარგად ჭამდა, ამ ბოლო დროს უკლო, თუმცა სიამოვნებით ჭამს პეჩენიას, კარაქიან პურს, ფაფას... რატომ უნდა გაფუჭებოდა მადა, რა მიზეზით? ზოგადად, აქტიურია, არც უგუნებობას ვუჩივით. ბავშვის უმადობით გამოწვეული მშობლის შეშფოთება ხშირად უსაფუძვლოა. საჭიროა გავარკვიოთ, რას და რამდენს ჭამს ბავშვი და ამის მიხედვით შევიტანოთ ცვლილებები მის ყოველდღიურ რაციონში. თქვენს შვილს ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები, სიმაღლე და წონა, კარგი აქვს.

სიმაღლის გათვალისწინებით, წონა ცოტა ზედმეტადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს არც არის გასაკვირი, თუ ბავშვი დღეში ორჯერ ჭამს ფაფას, კიდევ - პეჩენიას, კარაქიან პურს. თქვენი შვილის რაციონი მეტისმეტად არის გადატვირთული ცომეულითა და ტკბილეულით. ყველა ბავშვს საკვების ინდივიდუალური მოთხოვნილება აქვს, ხოლო მშობლების წარმოდგენა ნორმალურ კვებასა და წონაზე ყოველთვის არ არის სწორი. ეტყობა, გოგონა უფრო მეტს ჭამს, ვიდრე მის ორგანიზმს სჭირდება, თქვენ კი გგონიათ, შიმშილობს. ეცადეთ, ბავშვის მენიუში უხვად იყოს ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი. მთელი ოჯახისთვის მოამზადეთ მხოლოდ ნატურალური, სასარგებლო საკვები (ისეთი, რომ ბავშვსაც შეეძლოს ჭამა) და მიეცით გოგონას საშუალება, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საკვების მომზადებაში. ის უკვე დიდია, შეუძლია თვითონვე გითხრათ, რა სურს საუზმედ ან ვახშმად. მშობლებო, გაითვალისწინეთ: სამ წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მიაჩვევთ ტკბილეულს; თავი არიდეთ სახლში საკონდიტრო ნაწარმის შენახვას, ნუ შეექცევით მას ბავშვის თანდასწრებით. ეცადეთ, მის მენიუშიც ნაკლები ცომეული იყოს. ამგვარად ბავშვს თავიდან ააცილებთ ზედმეტი წონის პრობლემას.

რა მივირთვათ დესერტად?

ნუ გეგონებათ, რომ ყოველგვარ დესერტზე უარი უნდა თქვათ. შეზღუდვა მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმსა და შაქარზე ვრცელდება. ახალი ხილისა და კენკრისგან მომზადებულ ჩაროზს შაქარს ნუ მოაყრით, უმჯობესია მოასხათ ერთი კოვზი ნაღები ან ანანასის წვენი - ეს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ბავშვს. ეცადეთ, დესერტი აუცილებლად შეიცავდეს ძლიერ, სასიამოვნო არომატიან ნაყოფს, მაგალითად, თუ გსურთ, პატარას ვაშლით გაუმასპინძლდეთ, დაჭერით, ზემოდან რამდენიმე ცალი მარწყვი და მაყვალი მოაყარეთ და ისე შესთავაზეთ. თეფშზე დაალაგეთ ბანანი, ტკბილი მსხალი, მწიფე გარგარი და რამდენიმე კუნწულა მოცხარი ან უკურკო შავი ყურძენი, მოასხით ათქვეფილი ნაღები ან იოგურტი. მოუმზადეთ ბავშვს ვაშლის ან მარწყვის მუსი, ღუმელში შემწვარი ვაშლი ქიშმიშით, თაფლითა და თხილით. სასარგებლოა ახალგამოწურული ხილის წვენის კისელიც. ბავშვებს უყვართ ხაჭოიანი ფუნთუშები, ბლინები, ვარენიკები, მაგრამ ჭარბი წონის მქონე ბავშვისთვის ასეთი ნუგბარი რეკომენდებული არ არის. ისიც სათქმელია, რომ ხაჭო სასარგებლოა მხოლოდ ნატურალური სახით მიღებისას. თერმული დამუშავებისას, მეტადრე - შეწვისას, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვაჭამოთ თუ არა ბავშვს კანფეტი?

ბავშვის მზარდ ორგანიმზს სჭირდება ნახშირწყლები - ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო. რაც უფრო აქტიურად იზრდება პატარა, მით უფრო მეტად ეტანება ტკბილეულს. ასე რომ, აკრძალვა სარგებლობას ვერ მოგვიტანს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რაოდენობა არ აჭარბებდეს ნორმას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღე უნდა იღებდეს 30-40 გ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ეს შეესატყვისება ორ ცალ პეჩენიას ან ვაფლს, ერთ ცალ ზეფირს, სამ ცალ შოკოლადის კანფეტს. ტკბილეული მიეცით შუადღისას. საუზმეზე აუცილებლად დაალევინეთ ტკბილი ჩაი. თუ სადღესასწაულო სუფრაზე პატარამ ზედმეტად ჩაიტკბარუნა პირი, მეორე დღეს ჯობს ტკბილეულის გარეშე დატოვოთ. დღეში 100-120 გ ნაყინი ნებადართულია, თუ ბავშვს არ აქვს ზედმეტი წონა ან სანაღვლე გზების დისკინეზია. იგი აკაჟებს ცხვირ-ხახას, აყალიბებს შეუვალობას გაციების მიმართ. გემრიელია და სასარგებლო თეთრი და შავი შოკოლადი თხილითა და ქიშმიშით. ის შეიძლება მისცეთ ნავახშმევს, ჩაისთან ერთად. კარამელს, საწუწნ კანფეტებს და ტკბილ ბამბას უმჯობესია არ მიაჩვიოთ - ეს უბრალოდ გამდნარი შაქარია. ასეთი ტკბილეული ხელს უწყობს ჭარბი წონის განვითარებას და აფუჭებს სარძევე კბილებს. მიაჩვიეთ ბავშვი ტკბილეულის ჭამის შემდეგ კბილების გახეხვას.

გოგრა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 3 თვისა და 10 დღის პატარა.არის ბუნებრივ კვებაზე.ბოლო დროს უარს ამბობს ჭამაზე მხოლოდ ძილში ჭამს გაუცნობიერებლად.როგორც კი ისეთ პოზაში დავიჭერ რომელშიც ვაჭმევ იწყებს საშინელ ტირილს როგორც არ უნდა შიოდეს თუ ფხიზლადაა არაფრით არ ჭამს.მყავდა პედიატრთან,მაგრამ ვერ მითხრა რა სჭირდა იმიტომ რომ ბავშვს ფიზიკურად არაფერი აწუხებს არც ყური და არც სხვა რამ.მერე მე მოვიძიე და ვნახე Behavioral feeding aversion -ზე ინფორმაცია.ყველაფერი ზუსტად ემთხვევა.</p>

შემოდგომაზე შემოდის გოგრა. ის შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, მოამზადოთ მისგან ფაფა და სხვადასხვა ნუგბარი - გემრიელი, არომატული და მთელი ოჯახისთვის სასარგებლო. გოგრა ვიტამინების საგანძურია. მისი ნარინჯისფერი სახეობა უფრო მეტ ბეტა-კაროტინს (პროვიტამინ A-ს) შეიცავს, ვიდრე სტაფილო. გარდა ამისა, გოგრის რბილობში ბევრია პექტინი, კალციუმი, შაქარი, ჩ, E და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით უხვად მოიპოვება სპილენძი, რკინა და ფთორი. შეაყვარეთ ბავშვს გოგრა - მისი წყალობით თქვენი პატარა ჯანმრთელი და ძლიერი გაიზრდება.

რა მოვამზადოთ გოგრისგან?

საჭიროა:

  • 300 გ ფქვილი
  • 200 გ გოგრა
  • 2 ჩაის კოვზი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 1 სადილის კოვზი შაქარი
  • 100 მლ წყალი (1/2 ჩაის ჭიქა)
  • 2 სადილის კოვზი ნაღების კარაქი
  • 50 გ დაჭრილი ნუში
  • მწიკვი მარილი

თბილ წყალში გახსენით საფუარი და ნელ-ნელა ასხით ჯამში ჩაყრილ ფქვილს, თან ზილეთ. დაამატეთ კვერცხი, შაქარი, დარბილებული კარაქი და მარილი. ზილეთ მანამდე, სანამ ხელს ადვილად მოსცილდება. თუ პატარას სურს, ცომის მოზელაში დაგეხმაროთ, უარს ნუ ეტყვით - ეს ხელს უწყობს მოტორიკის განვითარებას. ალბათ ზედმეტი იქნება იმის შეხსენება, რომ ბავშვს ხელები წინასწარ საპნით უნდა დაბანოთ და კარგად გაუმშრალოთ! მომზადებული ცომი დატოვეთ ჭურჭელში, გადააფარეთ პირსახოცი ან ხელსახოცი და 3 საათით დატოვეთ სითბოში. ამ ხნის განმავლობაში 2-3-ჯერ ჩაზილეთ. შეგიძლიათ, ამის გაკეთება მიანდოთ ბავშვს. გოგრა გახეხეთ მსხვილად და ჩაამატეთ ცომს. მცირე ხანს კიდევ დატოვეთ, რომ ერთხელ კიდევ ამოვიდეს. ამის შემდეგ ცომი გადაიღეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, დაანაწევრეთ პატარა ბურთებად, ხელითვე გააბრტყელეთ და გულები პატარა ჭიქით ამოაჭერით - მიიღებთ ბლითებს. მოაყარეთ დაჭრილი ნუში და გადაიღეთ ცხიმწასმულ, პერგამენტდაფენილ ღუმლის ტაფაზე. აცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე ზედაპირი ოქროსფერი არ გაუხდება. გააგრილეთ და მიირთვით. საქმიანობაში ბავშვიც დაიხმარეთ, თან ხშირ-ხშირად შეაქეთ, ხოლო საღამოს, როცა მთელი ოჯახი მოკალათდება სუფრასთან თქვენი ნახელავის დასაგემოვნებლად, ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს, წაახალისეთ პატარა კულინარი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
მშობლად ყოფნა უამრავ სასიამოვნო მომენტთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვთა ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაზე ზრუნვაა.
სრულად
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
ბავშვებში კვებითი აშლილობის მიზეზები, მართვა - რჩევები მშობლებს
სრულად
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის
მარცვლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი,
სრულად
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
ადრეულ ასაკში შაქრის ჭარბი რაოდენობა დაკავშირებულია
სრულად
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე
საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტრანს ცხიმს, გემოს გამაძლიერებლებს და ემულგატორებს,
სრულად
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?
დადგა ყველასთვის საყვარელი კენკრის - მარწყვის სეზონი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვის რაციონის კორექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები