მხოლოდ მცენარეული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მხოლოდ მცენარეული?

ადამიანი დროებით ვეგეტარიანელი ხდება, როდესაც მარხულობს. დასაშვებია თუ არა კვების ასეთი რეჟიმი, როცა ქალი მეძუძურია ან რა რეკომენდაციები ეძლევა მას ძუძუთი კვების პერიოდში? საჭიროა თუ არა ვიტამინებისა და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატებით მიღება ლაქტაციის დროს? გვესაუბრება პედიატრი მაკა მაისურაძე.

- რა პრობლემას შეიძლება შეეჯახოს ძუძუთა ჩვილი, როცა დედა ვეგეტარიანელია?

- მოგეხსენებათ, ვეგეტარიანელები მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან. მცენარეული საკვები მდიდარია ნახშირწყლებით, უჯრედისით, რომელიც ძნელად მოსანელებელია როგორც მოზრდილის, ასევე ჩვილის ორგანიზმისთვის. იგი აძლიერებს ნაწლავებში დუღილის პროცესს, რაც მუცლის შებერილობის, აირების დაგროვების, ნაწლავური კოლიკის მიზეზად იქცევა. ძუძუთა ჩვილი, რომლის დედა უპირატესად ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს მიირთმევს, ჭირვეულია, მოუსვენრად სძინავს, ხშირად იღვიძებს...

- რა საკვები დანამატები უნდა მიიღოს ვეგეტარიანელმა დედამ, რომ ჩვილს სრულფასოვანი რძე მიაწოდოს?

- ვეგეტარიანელმა დედამ უნდა მიიღოს B12 ვიტამინით მდიდარი საკვები დანამატები. ვეგეტარიანელი ქალის რძე ვიტამინ B12-ს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს, მეტადრე მაშინ, როცა ქალი არ იღებს პოლივიტამინებს ან ვიტამინიზებულ პროდუქტებს. ამ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია ვიტამინ B12-ის დამატებითი მიღება მთელი ორი წლის განმავლობაში ანუ მანამდე, სანამ არ დაიწყებს ვიტამინიზებული პროდუქტებიდან ამ ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღებას.

- რას იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტი?

- ყველა ვიტამინი და მინერალური მარილი, ისევე როგორც საკვები ნივთიერებები: ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, - მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ჩვილის ზრდასა და განვითარებაში. ვიტამინ B12-ის ნაკლებობა იწვევს ანემიას, რომელიც ვლინდება უმადობით, სისუსტით, წონის მატების შეჩერებით, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფითრით. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ინდექსის დაქვეითება: როცა მაჩვენებელი ნაკლებია 0,9-ზე, ეს ანემიაზე მიუთითებს, ოღონდ არა რკინადეფიციტურზე, არამედ B12-დეფიციტურზე, დეფიციტის შევსება კი საჭიროა B12-ისა და ფოლიუმის მჟავას კომბინირებული გამოყენებით.

- თუ დედა ლაქტოვეგეტარიანელია, საჭიროა თუ არა ვიტამინ B12-ის დამატებითი მიღება?

- თუ დედა მცენარეულ საკვებთან ერთად რძის ნაწარმსაც მიირთმევს, საკვები დანამატების მიღება საჭირო არ არის - იმ პირობით, რომ ქალი საკმარისი რაოდენობით იღებს რძესა და კვერცხს. ორგანიზმი B12 ვიტამინს საჭირო რაოდენობით მიიღებს, თუ ქალი დღის განმავლობაში დალევს 3 ჭიქა (600მლ) რძეს (შეიძლება რძის პროდუქტებიც - ხაჭო, ყველი, მაწონი და სხვა) ან მიირთმევს 1 ცალ კვერცხს და დალევს 2 ჭიქა რძეს.

- როცა ჩვილი შერეულ კვებაზეა, საჭიროა თუ არა მისთვის საკვები დანამატების მიღება?

- თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილი დღე-ღამეში 75მლ-ზე ნაკლებ ადაპტირებულ ნარევს იღებს, საკვები დანამატების (პოლივიტამინების) მიცემა საჭიროა, თუ 75მლ-ზე მეტს იღებს - არა.

- როგორი უნდა იყოს პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის რაციონი, თუ იგი ძუძუთი იზრდებოდა?

- ვეგეტარიანელი დედის შვილს, თუ იგი ძუძუთი იზრდებოდა, პირველი ორი წლის განმავლობაში არ უნდა შეეზღუდოს საკვებში ცხიმებისა და კალორიების შემცველობა - რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალებას გვაძლევს ორგანიზმი და ეს შეთანხმებულია პირად პედიატრთან. დედის რძე ჩვილისთვის იდეალური საკვებია. ის დაახლოებით 54%-ით ცხიმისგან შედგება. 1 ჭიქა დედის რძე შეიცავს 175 კალორიას. ამდენად, თვით ბუნება გვკარნახობს ჩვილისთვის საჭირო ცხიმებისა და ენერგიის რაოდენობას. მოგეხსენებათ, ცხიმი ენერგიის წყაროა, ვეგეტარიანული რაციონი კი ღარიბია ცხიმებითა და კალორიებით, სამაგიეროდ, მდიდარია უჯრედისით (ნახშირწყლებით). ამიტომ გაითვალისწინეთ: როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებაზე გადავა:

  • მისი რაციონი გაამდიდრეთ ცილოვანი პროდუქტებით, შეამცირეთ ნახშირწყლები;
  • ნუ ეცდებით შეუზღუდოთ ცხიმი. არ არის სასურველი უცხიმო რძე და სხვა პროდუქტები ან ცხიმის შემცვლელებით დამზადებული საკვები; უხვად გამოიყენეთ მზესუმზირას, ზეითუნის ხარისხიანი ზეთი;
  • თავი არიდეთ უჯრედისით მდიდარ საკვებს; ძირითადად მიეცით ყავისფერი ბრინჯისა და შვრიის ფაფები, რადგან მათში დიდი რაოდენობით არის საჭირო მინერალური ნივთიერებები; უმი ბოსტნეული და ხილი მიეცით შეზღუდული რაოდენობით;
  • კვებათა შორის შუალედებში დამატებით მიეცით კალორიებით მდიდარი საკვები, მაგალითად, კრეკერი, ყველი და პური, შინ გამომცხვარი ხილის კექსი ან იოგურტი.