რატომ არის სასურველი ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებზე კვლევების ჩატარება
დედის რძე აყალიბებს ძლიერ იმუნურ სისტემას, იცავს ბავშვს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან,ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების.
დედის რძე შეიცავს ყველა საჭირო მაკრონუტრიენტს, ვიტამინსა და ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ბავშვის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის.
იმისათვის, რომ რძემ თვისებები შეინარჩუნოს და დედის ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტმა არ შეასუსტოს, სასურველია, ექიმის რეკომენდაციით, ჩატარდეს საპროფილაქტიკო კვლევები. მაგალითად:
C ვიტამინი – უზრუნველყოფს უჯრედების ჯანმრთელობას, დეტოქსიკაციას, ზრდას. იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციისგან.
D ვიტამინი - რომელიც ჩვილის ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისა და სიმტკიცისთვისაა აუცილებელი.
B12 - ხელს უწყობს ჩვილის გონებრივ განვითარებას, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებას.
კალციუმი - ხელს უწყობს ჩვილის ძვლების სიმტკიცეს.
ფერიტინი – ლაქტაციისას, რკინა ორგანიზმიდან რძესთან ერთად გამოიდევნება, ამიტომ აუცილებელია, მისი დონის კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ანემიის მკურნალობის დაწყება
ვიტამინების დეფიციტი ორსულობის შემდგომ ნორმალურია,თუმცა აუცილებელია ყურადღების მიქცევა და შესაბამისი პროცედურების ჩატარება. რეკომენდებულია კვების რაციონი მოიცავდეს რძის პროდუქტებს,ხორცს,ბოსტნეულს, ბურღულეულს, ხილს.