თუ პატარა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ნუ აიძულებთ ულუფა ბოლომდე შეჭამოს - ჩვილთა წონის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ პატარა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ნუ აიძულებთ ულუფა ბოლომდე შეჭამოს - ჩვილთა წონის პრობლემები

პარატროფია იგივე სიმსუქნეა. ამ ტერმინს სამ წლადე ასაკის ბავშვების მიმართ ვიყენებთ. რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი პარატროფიკად?- პარატროფიის განვითარებას ხელს უწყობს ენდოკრინული დარღვევები, კვების დეფექტი - პატარა ან მეტისმეტად ბევრს ჭამს, ან არაბალანსირებულად იკვებება.განასხვავებენ პარატროფიის სამ ხარისხს:

I -სხეულის მასა ნორმაზე 10-20%-ით მეტია;

II - 25%-ით მეტი;

III - 40-45%-ით მეტი.

- როგორ გამოიყურება ჭარბწონიანი ჩვილი?

- ჭარბად ნაკვებ ბავშვებს ხშირად აქვთ დამახასიათებელი აღნაგობა: მოკლე კისერი, განიერი გულმკერდი, ვიწრო მხრები, სხეულის მრგვალი ფორმები. ბავშვი ჩასუქებულია, ნაკვები, მაგრამ ფერმკრთალი, კანის ელასტიკურობა და კუნთების ტონუსი დაქვეითებული აქვს. მუცლის, წელის, გულმკერდისა და დუნდულების მიდამოს კანქვეშა შრეში აღენიშნება ზედმეტი ცხიმოვანი ჩანართები.

- ბუნებრივ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფ წლამდე ბავშვებს რატომ ემუქრებათ ჭარბი წონა?

- ზედმეტი წონა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებშიც აღინიშნება. ასეა, როდესაც იმის შიშით, რომ ჩვილი მშიერი არ დარჩეს, დედა ხშირად - ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აწოვებს ძუძუს. ჩვილის მცირე ტევადობის კუჭი ვერ ასწრებს წინა ულუფისგან დაცლას, ახალი ულუფის მისაღებად კუჭის კედლები იჭიმება და პატარა ეჩვევა ჭარბ ულუფებს. ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი 1,5სთ-ზე ნაკლები ინეტრვალებით არ უნდა იკვებებოდეს.

კუჭი არც ხელოვნური კვების დროს უნდა მიაჩვიოთ ზედმეტ ულუფას, თუმცა, ამ შემთხვევაში, კვებათა შორის ინტერვალი 2-3 საათი მაინც უნდა იყოს.

- რა ურჩევთ წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს კვების შესახებ?

- თუ ბავშვი ხელოვნურად იკვებება, მკაცრად უნდა დაიცვათ ინსტრუქცია. მითითებულზე მეტი ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება - ნორმები ასაკის მიხედვითაა გამოთვლილი.

ჭარბი ულუფისგან დასაცავად სწორად უნდა შეარჩიოთ საწოვარა, მისი ნახვრეტის ზომა. თუ საკვები ბოთლიდან თავისუფლად გადმოედინება და ბავშვი დატვირთვის გარეშე იღებს საკვებს, ის დანაყრებას ვერ გრძნობს, ჭარბი ულუფა კი კუჭ-ნაწლავს დატვირთვით მუშაობას აიძულებს.

იდეალურ შემთხვევაში საწოვარას იმ ზომის ნახვრეტი უნდა ჰქონდეს, რომ ბოთლის დაყირავებისას წვეთები გულის პულსაციის შესატყვისი სიჩქარით წამოვიდეს.

არსებობს წესები, რომელთა დაცვა რეკომენდებულია:

დამატებითი საკვების მიცემა დაიწყეთ ექიმის კონსულტაციით მითითებულ ასაკში

თუ ჩვილს ასაკთან შედარებით ზედმეტი წონა აქვს, დამატებითი კვება დაიწყეთ ბოსტნეულით, ის ნაკლებკალორიულია, ვიდრე დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი;

ფაფა მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარშზე და მიეცით დღეში ერთხელ, არა უმეტეს 130-150 გრამისა;

უფრო კალორიული საკვები მიეცით დღის პირველ ნახევარში.

ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ფაფა და ბოსტნეულის პიურე ბავშვს არ ანაყრებს, ამიტომ უფრო მეტს აჭმევს ხაჭოს, კვერცხს, ხორცს. ეს კი ცილოვანი საკვების სიჭარბეს იწვევს.

თუ პატარა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ნუ აიძულებთ ულუფა ბოლომდე შეჭამოს. თუ თეფშზე რამდენიმე ლუკმა დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ დანაყრებულა. ნუ მიაჩვევთ მას საკვების მარაგის დაგროვებას. დაიხსომეთ, ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს.

წაიკითხეთ სრულად