რატომაა ბავშვებისთვის სასარგებლო თხის რძე
ტრაქტის ჯანმრთელობის შენარჩუნება.
მეცნიერებმა შეისწავლეს თხის რძის ბაზაზე შექმნილი ბავშვთა კვების ორი ტიპი. მკვლევრები დაინტერესდნენ ოლიგოსაქარიდებით - პრებიოტიკების ტიპი, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო ბიფიდობაქტერიების ზრდას და იცავს ნაწლავის ჩხირის მსგავსი მავნე პათოგენებისაგან.
სხვათა შორის, ბავშვთა დიარეას შემთხვევათა 30%-ში სწორედ ნაწლავის ჩხირი იწვევს. თავის მხრივ თხის რძის ოლიგოსაქარიდები არ აძლევს ნაწლავის ჩხირს ნაწლავის უჯრედებთან მიერთების საშუალებას.
თხის რძეში აღმოაჩინეს 14 პრებიოტიკური ოლიგოსაქარიდი, დედის რძეში მათგან ხუთი გვხვდება.
ლალი ჩხიკვაძე