ოზურგეთის #2 სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოზურგეთის #2 სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს

ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, შორენა ზედგინიძემ განუცხადა, მანდატურმა პირადი გასინჯვისას პნევმატური იარაღი მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინა.

„როგორც იცით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს. ასეთი გასინჯვის დროს მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთი. სავარაუდოდ, ეს არის პნევმატური იარაღი. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის ინფორმირება და შემდგომი რეაგირებისთვის ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ“, - განაცხადა შორენა ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას,1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი. სულ 2016 -17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.