როგორ განვაწყოთ ბავშვი სწავლისათვის არდადეგების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვაწყოთ ბავშვი სწავლისათვის არდადეგების შემდეგ

უპირველესად, საჭიროა სწორი დღის რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დასაძინებლად 22:00 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დილით ხალისიანი და ენერგიული გაღვიძებისთვის მოსწავლეს 9-10-საათიანი მშვიდი ძილი ესაჭიროება. მოწესრიგებული ძილი ყველაზე კარგად მოქმედებს ტვინსა და ცოდნის შეძენის უნარზე.

გახსოვდეთ, რომ არდადეგების შემდეგ ბავშვები მოდუნებულები არიან და ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. ამ თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა, რაც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ორგანიზმს ძალების აღდგენაში ეხმარება. ზედმეტად მოძრავთათვის მოციონი ორმაგად სასარგებლოა, განსაკუთრებით - ძილის წინ.

დილა დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშით. რაც უფრო ადრე ჩამოუყალიბებთ ამ ჩვევას, მით უკეთესია მოზარდისთვის. ამისათვის გმირობის ტოლფასი ძალისხმევა შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ წაახალისეთ ბავშვი საკუთარი მაგალითით. ერთობლივი ვარჯიში, თუნდაც სწავლის პირველ დღეებში, ყველასათვის სასარგებლო იქნება.

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებთან ერთად მოაწესრიგონ სამუშაო ადგილი: გაათავისუფლონ კარადაში სივრცე წიგნებისათვის, დაარეგულირონ სკამის სიმაღლე, სწორად დააყენონ განათება. ურიგო არ იქნება, თუ ერთად შეიძენთ ლამაზ რვეულებს, კალმებს, საკანცელარიო ნივთებს საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით. მთელი ეს ატრიბუტიკა ბავშვის პოზიტიური განწყობის შექმნას მოემსახურება.

სკოლაში წასვლის პირველ დღეს შეგიძლიათ პატარა დღესასწაულის მოწყობა. მაგალითისთვის, შეუკრიბეთ რამდენიმე მეგობარი ან მთელი ოჯახით გადით გასართობ პარკში.

ერთობლივი მეცადინეობა

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწავლის პროცესის პირველი 7-10 დღე მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებს კრიზისი მოგვიანებით ეწყებათ, როდესაც პროცესში სერიოზული ჩართვა ხდება საჭირო. ამის ასარიდებლად მნიშვნელოვანია, თანაბრად გადანაწილდეს დატვირთვა. არაა საჭირო სკოლიდან მოსვლისთანავე ბავშვი საშინაო დავალების მოსამზადებლად დასვათ. მსუყე, ჯანსაღი სადილი და ერთსაათიანი დასვენება გაცილებით პროდუქტიული იქნება. იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ პირველ ხანებში საკუთარი საქმეების გვერდზე გადადება და გაკვეთილების მომზადების პროცესში აქტიურად ჩართვა მოგიწევთ, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ახალ, უცნობ, „საშიშ“ საგნებს - ფიზიკას ან ქიმიას. ბავშვს უზომოდ წაახალისებთ, თუ რეფერატის მომზადებაში ან უცხო ენის ახალი სიტყვების დამახსოვრებასა და წარმოთქმაში დაეხმარებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მთელი თავისუფალი დროის მანძილზე სახელმძღვანელოებთან არ იჯდეს. გონებრივი შრომის განზავება შესაძლებელია სპორტით, ცეკვით, შემოქმედებითი წრეებით. თუმცა სწავლის პირველივე დღეებიდან ნუ იჩქარებთ ბავშვის ყველა სექციაზე მიყვანას. ჯობს რამდენიმე კვირა მოიცადოთ, ვიდრე იგი სკოლის მეცადინეობას შეეგუება. ძალიან ნუ გადაუტვირთავთ გრაფიკსაც, რადგანაც ეს შეიძლება სერიოზული სტრესის მიზეზი გახდეს.

ხშირად სკოლაში მცირე წარუმატებლობას ან შეფერხებას ბავშვები კატასტროფად აღიქვამენ. ნუ უგულებელყოფთ მათ პრობლემებს მაშინაც კი, როცა ისინი სასაცილოდ გეჩვენებათ. ჯობს გამოჰკითხოთ, რა აწუხებს, მოუყვეთ ისტორია საკუთარი სკოლის წლებზე და გაამხნევოთ.

საკვები არა მხოლოდ გონებისთვის

ჯანსაღ კვებას პრინციპული როლი ენიჭება. არდადეგების შემდეგ ბავშვის რაციონი უნდა იყოს ზედმიწევნით სწორად დაბლანსებული და გააზრებული. ამიტომ სასწავლო წლის დასაწყისში ოჯახურ მენიუში დააბრუნეთ სკოლის მსუყე საუზმე და სადილი.

დილით ბავშვს ჯობს მისცეთ წიწიბურას ან შვრიის ფაფა. ეს ნელი ნახშირწყლებია, რაც აუცილებელია სწავლის პროცესისათვის. ისინი დიდხანს ანაყრებენ და ასტიმულირებენ აზროვნებით პროცესებს. შეგიძლიათ ფაფა ხილის ნაჭრებით, კენკრით, თაფლით ან მურაბით გაალამაზოთ და გააგემრიელოთ.

არ დაივიწყოთ ჩანთაში მშრალი საგზლის ჩადება. ეს შეიძლება იყოს სენდვიჩი ლორითა და ბოსტნეულით, ნატურალური იოგურტი ან ბანანი. წყლის ბოთლიც არ იქნება ზედმეტი. სითხის ნაკლებობა მაშინვე აისახება ბავშვის მდგომარეობაზე და იწვევს სისუსტეს. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ცილით გამოკვება. ამიტომ თეთრი ხორცი, თევზი და კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს რაციონში. მაწონი, ხაჭო, კეფირი, მრავალფეროვნებისთვის - მაჭკატები ასევე სასარგებლოა.

მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ტკბილი, შოკოლადის, ნამცხვრებისა და ფუნთუშების ნაცვლად, ჯობს ხილი და ჩირი მისცეთ. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, რომ ბავშვმა ნაკლებად და იშვიათად მიიღოს ჩიფსი.

გაითვალისწინეთ, რომ უფროსების ემოციური განწყობა ადვილად გადაეცემათ ბავშვებს. ამიტომ ჩართეთ შინაგანი ოპტიმიზმი და ახალ სასწავლო წელს ღიმილით შეხვდით.