ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვამს ცემას, თავში წამორტყმას, ყურის აწევას - ამბობს სახალხო დამცველი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვამს ცემას, თავში წამორტყმას, ყურის აწევას - ამბობს სახალხო დამცველი
ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვამს ცემას, თავში წამორტყმას, ყურის აწევას - ამბობს სახალხო დამცველი
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიშის "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა" წარდგენისას განაცხადა.


უჩა ნანუაშვილის თქმით, სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით.


"ეს არის პირველი სპეციალური ანგარიში, რომელიც ძალადობის კუთხით სკოლებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. 98
საჯარო სკოლაში, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით. ბულინგი კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რაც სამწუხაროა.

ძალიან ბევრ პირს, რომელიც სკოლაში მუშაობს არ აქვს ნათელი წარმოდგენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი
პრევენციის და რეაგირების მექანიზმებზე. ცალკე გამოსაყოფია ისიც, რომ ზოგიერთი მოსწავლე და მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვას ძალადობის ცალკეულ სახეებს, როგორიცაა ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


ანგარიშის თანახმად, ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დაფიქსირდა მოსწავლეთა დაახლოებით, 20%-ში, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან - 47%, დამრიგებლის მხრიდან 61%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან 78%. სკოლის თანამშრომელთა 25% ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს.


უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ მონიტორინგი, ამიტომ რამდენიმე საქმის შესწავლის შემდეგ რეაგირებისთვის მიმართეს შესაბამის უწყებებს.


"ჩვენ კონკრეტული შემთხვევები შევისწავლეთ, სადაც საჭირო იყო ჩვენი რეაგირება. ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე სამის შესწავლა დაგვეწყო. არ გამოვრიცხავ რამდენიმე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმის დასახვეწად.


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNIჩEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს
მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში
2 წლის ასაკამდე ბავშვების უმრავლესობა სიმშვიდით გამოირჩევა, ნაკლებად პრეტენზიულები არიან,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც
მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას,
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს