როგორ აღიქვამს ბავშვი მარცხსა და გამარჯვებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აღიქვამს ბავშვი მარცხსა და გამარჯვებას

მთავარია მონაწილეობა

პატარა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სოციალური აღიარების მოპოვება. ბევრი ბავშვი მის მიმართ გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას საკუთარ მიღწევებს უკავშირებს, რაც, უმეტესად, მშობლების ბრალია: ხშირად ჩვენვე შთავაგონებთ ბავშვს იმ აზრს, რომ დამარცხება ცუდია, რომ სხვამ არ უნდა აჯობოს, მაშინ როდესაც მარცხიც გაკვეთილია, შესაძლოა, გამარჯვებაზე უფრო ფასეულიც კი. თუ ბავშვი პატარაა, მის მარცხზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ნუ აფიქრებინებთ, რომ თუ დამარცხდა, ესე იგი, სხვაზე უარესია. მიაწოდეთ ინფორმაცია ასე: ყველა, ვინც ბოლომდე იბრძოლა, თამაშის ბოლომდე მივიდა - გამარჯვებულია. მოზრდილ ბავშვებთან საქმე უფრო რთულადაა: მათ უკვე ესმით, რა არის გამარჯვება და რა - დამარცხება. ნუ დააძალებთ თამაშის გაგრძელებას, თუ თავად არ სურს; ჯობს, უბრალოდ თვალი ადევნოს დანარჩენების თამაშს.

  • რამდენიმე ხნის შემდეგ გაესაუბრეთ ბავშვს მომხდარის შესახებ, ერთად განიხილეთ, სად შეცდა, შეეცადეთ, ერთად შეიმუშაოთ ახალი სტრატეგია და კიდევ ერთი: აუცილებლად აღნიშნეთ, რა გააკეთა პატარამ კარგად, სწორად.
  • ნუ მისცემთ შენიშვნას ბავშვს იმის გამო, რომ დამარცხებამ გული დასწყვიტა. დროთა განმავლობაში პატარა მიხვდება, რომ დამარცხებაში საშიში არაფერია, თუმცა გულსატკენი ნამდვილად არის და აქ მას თქვენი თანადგომა სჭირდება, რაც უთუოდ უნდა იგრძნოს მშობლებისგან.
  • ნუ ეცდებით ბავშვის მეშვეობით საკუთარი სურვილების რეალიზებას. ის, რაც თქვენ წარუმატებლობად მიგაჩნიათ, პატარამ შესაძლოა სხვაგვარად აღიქვას. მიეცით ბავშვს მოქმედების თავისუფლება.
  • წინასწარ იფიქრეთ მარცხის შედეგების შერბილების შესაძლო ვარიანტებზე.
  • ეცადეთ, ბავშვი თანატოლების წრეში მოხვდეს. თუ თამაშში მასზე უფროსი ბავშვებიც მონაწილეობენ, მათი უპირატესობა აშკარა იქნება. უფროსებს დათმობას ნუ მოსთხოვთ - თამაში თანასწორობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს.

გუნდური სული

სასურველია, ბავშვი ისეთ თამაშებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობდეს, სადაც წაგებას გამარჯვება მოსდევს და პირიქით. წაგების შემდეგ გამარჯვების სიხარული დიდი სტიმულია ახალი მიღწევებისთვის. კარგი იქნება, თუ ბავშვი ხშირად ჩაერთვება კოლექტიურ თამაშებში - სადაც წაგებისას მთელი გუნდი მარცხდება, მარცხის სხვებთან ერთად გადატანა კი გაცილებით ადვილია. მთავარია, გუნდი ერთსულოვანი იყოს, რათა ბავშვები ერთმანეთს კი არ აბრალებდნენ მარცხს, არამედ ამხნევებდნენ. ამ შემთხვევაში განცდაც ნაკლებია. აუხსენით ბავშვს, რომ აუცილებელია გაჯიბრება, უწინარესად, საკუთარ თავთან, და ყოველ ჯერზე შედეგების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი გრძნობდეს პასუხისმგებლობას გამარჯვებისა თუ მარცხის გამო. სხვაგვარად შეიძლება ასეთ პრობლემას გადააწყდეთ: ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარი თავის გარდა ყველას და ყველაფერს დააბრალოს. საკუთარ მაგალითზე უჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი დამარცხებისას: "დღეს დავმარცხდი, ხვალ გამიმართლებს; გავითვალისწინებ ჩემს შეცდომებს, რომ კვლავ აღარ გავიმეორო". უამბეთ შვილს, რომ ბავშვობაში თქვენც წაგიგიათ და გულიც დაგწყვეტიათ წარუმატებლობის გამო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგიყრიათ - განაგრძობდით ბრძოლას და ბევრსაც მიაღწიეთ. ასეთი ისტორიები ბავშვს თავდაჯერებას შემატებს.

რადგან ცხოვრება სკოლაა - ადამიანმა მარცხის ღირსეულად გადატანაც უნდა შეძლოს. ამის ცოდნა თქვენს შვილს ცხოვრებაში არაერთხელ გამოადგება.