რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს
კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს. პატარა მომხმარებლებს "ვიდეოთამაშებრივი ეპილეფსიის სინდრომი" ან "კიბერდამოკიდებულების სინდრომი" ემუქრებათ. ბავშვი უფრო და უფრო აგზნებადი და ჭირვეული ხდება, უგულისყუროდ ეკიდება სწავლას, კომპიუტერის გარდა აღარაფერი აინტერესებს, კარგავს ურთიერთობისა და სოციალური ორიენტაციის ჩვევებს.
იმისათვის, რომ ყოველივე ეს ააცილოთ თქვენს პატარას (სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვს), დღეში 30-40 წუთზე მეტხანს კომპიუტერთან ჯდომის ნებას ნუ მისცემთ!

თინათინ გოცაძე
თარიღი : 22-12-2016
Dimmu
ანგრევს არა ტოროლა. მე რატომ არ მაქ ფსიქიკა დანგრეული? ვინც მიცნობს ნებისმიერი იტყვის, რომ ზნეობრივ ეთიკური ნორმები ვიცი და კეთილი გულის ვარ. არის საბავშვო თამაშები და არის სრულწლოვნებისთვის, რომელიც მართლა არა რეკომენდირებული ბავშვებისთვის. ჯობია ბავშვი სახლში იყოს და იცოდეთ რას თამაშობს, ვიდრე ქუჩაში იყოს და არ იცოდეთ რას აკეთებს, ვინც ბირჟაობს ქუჩაში უმეტესობა იგინება, თქვენი ბავში ანუ კარგ სიტყვებს ისწავლის ეს ერთი და მეორე, შეიძლება, ცუდ კამპანიაში გაერიოს და ა.შ. თავად განსაჯეთ.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
23 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას
ასაკობრივი კრიზისის დადგომის პერიოდში ბავშვი ახალ უნარებს იძენს და მათ გამოყენებას, რეალიზაციას იწყებს.
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
ხშირად მშობლები ჩივიან, რომ მათი შვილები მეგობრებთან ურთიერთობისას, თამაშის ან შეჯიბრის დროს, მარცხს მტკივნეულად განიცდიან. ამის მიზეზები კი აღზრდისას დაშვებულ შეცდომებშია საძიებელი.

წარუმატებლობის გამო განცდა და წუხილი ბუნებრივი რეაქციაა. ბავშვმა შეიძლება იწუწუნოს, იბუზღუნოს, იყვიროს, იტიროს, პროტესტი გამოხატოს; მთავარია, ემოციების გამოხატვის საშუალება მივცეთ. ცუდია, როცა ბავშვი დამარცხების შემდეგ დიდხანს გრძნობს თავს დათრგუნულად - ეს ხელს უშლის მის განვითარებას.

კვლევამ აჩვენა, რომ 6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებს, მშობლების საძინებელში, 40 წუთით ნაკლები ეძინათ. ძილის ნაკლებობის გამო, ბავშვები დამოუკიდებლად ვეღარ მშვიდდებოდნენ. მათთან ასევე იზრდებოდა სიმსუქნისა და მომატებული აღგზნებადობის განვითარების რისკი.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.