სასკოლო კონფლიქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასკოლო კონფლიქტი

ძალადობა სასკოლო ცხოვრების გარდაუვალი რეალობაა. ბავშვებს და მოზარდებს სჩვევიათ, ჩხუბით გაარკვიონ, ვინ არის მათ შორის უფრო ძლიერი და მოხერხებული. ყველამ ვიცით, რომ ცხოველთა სამყაროშიც ბევრი რამაა დამოკიდებული წინამძღოლზე. ჭკვიანი, გამოცდილი და მოქნილი წინამძღოლი ადვილად ასწავლის პატარებს, რომ ერთმანეთი არ გაანადგურონ, ხოლო როცა წინამძღოლი ახალგაზრდა, გამოუცდელი და სასტიკია, ცხოველები გამუდმებით იბრძვიან იერარქიაში საკუთარი ადგილისა და საკვებისთვის.

ჩვენ, ადამიანებს, ცხოველებისგან განსხვავებით, არა მარტო ბრჭყალები, ეშვები და სტატუსისთვის შესაფერი ატრიბუტები, არამედ გონებაც გვაქვს. გვაქვს მეტყველება, კულტურა, ეს უკანასკნელი კი ოდითგანვე გვასწავლის ერთობლივი ცხოვრების წესებს. ოჯახში მშობლები პატარებს ასწავლიან, რომ ერთმანეთს ფიზიკური ძალით კი არ უნდა გაუსწორდნენ, არამედ დავა მოლაპარაკებით უნდა გადაჭრან. ასევე, როცა სასკოლო კოლექტივს ჭკვიანი უფროსები ხელმძღვანელობენ, კონფლიქტი იშვიათია. სამწუხაროდ, ზოგჯერ მოზრდილები თავს თვითიზოლაციაში მოაქცევენ ხოლმე და სადავეებს ხელში ძლიერი და აგრესიული უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ.

არცთუ იშვიათად უფროსები თავად იქცევიან განაწყენებული პატარებივით. ამის მაგალითია სიტუაცია, როცა მასწავლებელი უეცრად აჰყვება მოსწავლის პროვოკაციას და ემოციებს ვეღარ იკავებს ან კლასში დისციპლინის განსამტკიცებლად ხელმძღვანელობს პრინციპით "დაყავი და იბატონე" - ზოგ მოსწავლეს ამცირებს, ზოგს კი აქებს, იახლოებს. ამ შემთხვევაში იბნევა მშობელიც, რომელმაც აღარ იცის, როგორ დაიცვას შვილი. ერთნი ითმენენ და წუწუნებენ, მეორენი აგრესიულად გამოხატავენ უკმაყოფილებას.

თუ დავფიქრდებით, მდგომარეობის გამოსწორება სულაც არ არის რთული. ზოგჯერ საკმარისია მშობლებთან გასაუბრება, პრობლემის ერთობლივი განხილვა. სამწუხაროდ, ხშირად სკოლა მარტივ მეთოდს ამჯობინებს. ეს მეთოდია მშობლებისთვის იმის გამოცხადება, რომ ბავშვი "რთულია", "უდისციპლინოა". ვერ უარვყოფთ, რომ რთული ბავშვები მართლაც არსებობენ. ზოგი მათგანი სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების თაიგულს წარმოადგენს, ზოგი კი უბრალოდ თავხედი და უზრდელია, თუმცა ასეთ ბავშვებსაც აქვთ განათლების მიღების უფლება. თანაც ეს არ არის ახალი ან აქამდე უცნობი და გადაუჭრელი პრობლემა. რასაკვირველია, თუ ერთი ბავშვი რამდენიმე თანატოლის დაცინვის ან ძალადობის მსხვერპლი ხდება, აუცილებელია, მასწავლებლებმა სათანადო ყურადღება გამოიჩინონ, გადახედონ პატარებთან ურთიერთობის პოლიტიკას. ერთი სიტყვით, მონდომებისა და მზრუნველობის წყალობით ყოველგვარი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა.