როდის და რატომ ითხოვს ბავშვი სკოლის შეცვლას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩემმა ქალიშვილმა მთხოვა, სკოლა შემეცვალა მისთვის

ჩემმა ქალიშვილმა მთხოვა, სკოლა შემეცვალა მისთვის.
არ იყო ცრემლი. არ იყო ყვირილი. არ იყო ამბოხი.
უბრალოდ მომიახლოვდა, როცა სამსახურის ჩანთას ვალაგებდი და ჩუმად მკითხა:
— „მამა… შეიძლება სხვაგან ვისწავლო?”
გავშეშდი. ვკითხე, რამე ხომ არ მოხდა.
მითხრა, რომ არა.
ვკითხე, ჰყავდა თუ არა მეგობრები.
მხრები აიჩეჩა: „არ ვიცი“.
ვკითხე, ვინმე ცუდად ხომ არ ექცევა.
გაჩუმდა.
იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე.
მეორე დღეს მიზეზი მოვიფიქრე, რომ სკოლაში მივსულიყავი.
ვთქვი, რომ დირექციას უნდა დავლაპარაკებოდი,
მაგრამ სინამდვილეში, უბრალოდ მინდოდა მენახა, რა ხდებოდა იქ.
დერეფანში დავდექი და შესვენებას დაველოდე.
და მაშინ დავინახე ის.
ის ღობესთან იდგა, მოკუნტული, თერმოსი ხელში ეჭირა, თვალები დახრილი ჰქონდა.
გვერდით გოგონების ჯგუფმა ჩაუარა — ეჯახებოდნენ და ხითხითებდნენ.
ერთმა ბიჭმა მაისურზე წვენი გადაასხა და გაიქცა.
ერთმა გოგომ ფარულად ფოტო გადაუღო, სხვებს უჩვენა და სიცილი აუტყდათ.
და ის… არაფერი.
უბრალოდ ტუჩები მოკუმა. თითქოს ამას იყო მიჩვეული.
მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ მატკინა.
მასწავლებელმა ჩაუარა. ჩემს ქალიშვილს შეხედა.
იმ ბავშვებს შეხედა.
და გზა განაგრძო.
თითქოს არაფერი მომხდარა.
თითქოს ჩემი ქალიშვილი უხილავი იყო.
შინ დაბრუნების შემდეგ სკოლას მივწერე.
ყველაფერი აღვწერე, რაც მან მანიშნა.
რომ რვეულებს უმალავდნენ.
რომ დერეფნებში ეძახდნენ.
რომ WhatsApp-ის ჯგუფში მის ფოტოებს დასცინოდნენ.
პასუხი მივიღე:
„გთხოვთ, არ ინერვიულოთ, ეს მხოლოდ ბავშვური საქმეებია. ჩვენ მივხედავთ“.
მაგრამ არაფერი გააკეთეს.
საღამოს ჩურჩულით მკითხა:
— „იფიქრე ამაზე?”
ვუთხარი, რომ დიახ.
და რომ აღარასოდეს მოუწევს იქ დაბრუნება.
არ უკითხავს, რატომ.
უბრალოდ ზურგჩანთა კუთხეში დადო და ღრმად ამოისუნთქა.
როგორც ადამიანი, რომელიც ბოლოს და ბოლოს იხსნის ტვირთს, რომელიც დიდხანს მარტოს ეზიდა.
დღეს სხვა სკოლაში დადის.
არ არის უფრო დიდი. არ არის უფრო თანამედროვე.
უბრალოდ უფრო ჰუმანურია.
იქ, სადაც თვალებში უყურებენ.
სადაც სახელით მიმართავენ.
სადაც არ უწევს საკუთარი თავის დამცირება, რომ არავინ ატკინოს.
იმიტომ, რომ ბავშვი სკოლის შეცვლას კაპრიზით არ ითხოვს.
ითხოვს მაშინ, როცა ძალა აღარ აქვს.
და ყველაზე მეტად ის კი არ გტკივა, რასაც სხვა ბავშვები აკეთებენ…
არამედ ის, რასაც არ აკეთებენ მოზარდები, რომლებმაც ისინი უნდა დაიცვან.
ნუ დავივიწყებთ ჩვენი შვილების ჩუმ სიგნალებს.
მარტივი „არ მინდა იქ დაბრუნება“-ს უკან შეიძლება იმალებოდეს მარტოობა, შიში და უარყოფის შეგრძნება.
მივცეთ მათ უფლება, ილაპარაკონ, ხოლო საკუთარ თავს — მოსმენისა და მოქმედების გამბედაობა.
რადგან ბავშვების ყველაზე ხმამაღალი ყვირილი ზოგჯერ ჩურჩულს ჰგავს.
ნუ დაველოდებით, სანამ ძალიან გვიან იქნება.
ვუყუროთ, მოვუსმინოთ, ვუპასუხოთ — რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას.
~ ავტორი უცნობია,
თარგმანი: ი.ვაწაძე