/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი განრისხებულია ან ტირის?

ემოციები უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენენ მოზრდილ ადამიანთა ცხოვრებაზეც, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე.

ბევრმა დედამ იცის, რომ თუ ბავშვი რამით უკმაყოფილოა, უმართავი ხდება, ამიტომ მას დახმარება სჭირდება. ბევრი ბავშვი აუტანელი ხდება, როცა რაიმე არ მოსწონს ან გაბრაზებულია, ხმამაღლა ყვირის, ხოლო თუ უხარია, გაუჩერებლად მოძრაობს და ხტის. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ვისწავლოთ პატარას ემოციების მართვა.

რას გამოხატავს ემოციები

ემოციები უმიზეზოდ არ ჩნდება. თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად, უარყოფითი ემოციები გვანიშნებს, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით, არ მოგვწონს და საჭიროა იქიდან გამოსვლა. დადებითი ემოციები იმის მაჩვენებელია, რომ ყველაფერი მოგვწონს, ხელს გვაძლევს, თავს კარგად ვგრძნობთ. ამ დროს გვაქვს სურვილი, დავუბრუნდეთ პოზიტიურ მდგომარეობას, ამისათვის კი უნდა გავაკეთოთ იგივე, რამაც ეს მდგომარეობა წარმოშვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაკვირვება შეტყობინებაა იმის შესახებ, რომ რეალობა ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება. ინტერესი მოვლენით წინასწარ აღტაცებაა. შიში გაფრთხილებაა საფრთხის შესახებ. საკუთარი ემოციების აღქმა-გაგება და გამოხატვა სხვათათვის მისაღები ფორმით მოზრდილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც საფუძველი ბავშვობაში ეყრება. პატარა ბავშვს არ შეუძლია თავისი ემოციების გაკონტროლება: ისინი ტალღებივით ეხეთქებიან მის გონებას.

მშობლების ამოცანაა, პატარას მათ მართვაში დაეხმარონ. მოზრდილთათვის ყველაზე დიდი სირთულე ბავშვის უარყოფითი ემოციებია, რომლებსაც თან ახლავს ყვირილი, ტირილი, ცრემლები ან ფიზიკური აგრესია. ასეთ სიტუაციაში დედები და მამები ბავშვს სთხოვენ, არ გაბრაზდეს და არ იტიროს. სამწუხაროდ, ეს მეთოდი იშვიათად არის ეფექტური.

ჯერ ერთი, მოზრდილი ადამიანიც კი ვერ „შეწყვეტს“ განცდას მხოლოდ იმიტომ, რომ სთხოვეს; მეორეც, აკრძალული ემოციები, როგორც ჯებირით შეკავებული წყალი, სხვა კალაპოტის ძებნას იწყებს. მაგალითად, შეკავებული რისხვა ბავშვმა შეიძლება უდანაშაულო შინაური ცხოველის ან საკუთარი თავისკენ მიმართოს, რასაც უსიამოვნო შედეგებამდე – დეპრესიამდე, ფსიქოსომატურ დაავადებებამდე მივყავართ. ამიტომ, კი არ უნდა ავუკრძალოთ უარყოფითი ემოციების გამოხატვა, არამედ ვასწავლოთ, საით მიმართოს ისინი.

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი განრისხებულია ან ტირის?

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება
ბავშვის განვითარების თავისებურებები ადრეულ სასკოლო ასაკში

აღიარეთ, რომ მას აქვს ამ ემოციის გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როცა თავად მიზეზი უმნიშვნელო გეჩვენებათ. საყვარელი სათამაშოს დაკარგვა, მეგობართან ჩხუბი, ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის წარუმატებელი ცდა – მოზრდილისთვის ეს ყველაფერი წვრილმანი და უმნიშვნელოა, მაგრამ ბავშვისთვის – არა. თუ პატარას ეტყვით, რომ ის სისულელის გამო განაწყენდა, ამით მას აგრძნობინებთ, რომ მის გრძნობებს სერიოზულად არ ეკიდებით, და ამას აკეთებთ სწორედ მაშინ, როცა მას თქვენი თანაგრძნობა სჭირდება.

ნუ მისცემთ ბავშვის გრძნობებს ნეგატიურ შეფასებას ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: „კარგი ბავშვები არ ბრაზობენ“ ან „ბიჭები არ ტირიან“ – ამით ბავშვს მიაჩვევთ, შერცხვეს საკუთარი გრძნობებისა და დაუმალოს ისინი უფროსებს. გამოიჩინეთ თანაგრძნობა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის მარტო არ არის. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. მტირალ ბავშვს შეიძლება მოეხვიოთ და უთხრათ: „მე მესმის შენი“.

ამასთანავე, ემოციას დაარქვით სახელი, გამოხატეთ სიტყვებით. ამგვარად ბავშვი ისწავლის თავისი ემოციების იდენტიფიცირებას და კი არ იყვირებს ან იტირებს, არამედ იტყვის: „მე ნაწყენი ვარ“ ან „მე გაბრაზებული ვარ“. შესთავაზეთ ბავშვს ემოციების გამოხატვის „უსაფრთხო“ ხერხი.

მრისხანების დროს 2-3 წლის ბავშვები ახლობლების ცემას ცდილობენ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ეს! დაუჭირეთ ხელები და ხმადაბლა, მშვიდად უთხარით: „დედის ცემა არ შეიძლება!“ შემდეგ კი შესთავაზეთ, დაარტყას ბურთს ან ბალიშს, რათა უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეს. სანამ ბავშვი ემოციების ტყვეობაშია, ნურაფერს ჰკითხავთ, მიეცით საშუალება დაცხრეს, შემდეგ კი გაესაუბრეთ, გაარკვიეთ, რა მოხდა, რამ განარისხა.

ვისწავლოთ ბოდიშის მოხდა

ბავშვები ყველაზე უკეთ უფროსების მაგალითზე სწავლობენ. ბავშვს რომ ვაჩვენოთ, როგორ მართოს ემოციები, ეს თვითონვე უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფროსებს შესწევთ ემოციების კონტროლის უნარი, ბავშვებთან ურთიერთობისას ეს უნარი ზოგჯერ ღალატობთ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი უარყოფითი ემოციები არ გამოიწვევს მშობლების ნეგატიურ რეაქციას. ეს მას თავდაჯერებას, საკუთარი ძალების რწმენას შემატებს.

თუმცა, მშობლებიც ცოცხალი ადამიანები არიან... თუ ატყობთ, რომ სადაცაა იფეთქებთ, შეეცადეთ გაიხსენოთ: ბავშვები ასე იქცევიან არა იმიტომ, რომ მშობლების გაბრაზება სურთ, არამედ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ გრძნობებს, სხვაგვარად როგორ გამოხატონ ემოციები. თუ თავის შეკავება ვერ შეძელით და ბავშვს დაუყვირეთ ან წამოარტყით, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და პატიება სთხოვეთ. ამით აჩვენებთ, როგორ უნდა მოიქცეს მოზრდილი ადამიანი, თუ ემოციას ვერ გაუმკლავდა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ენდოკრინოლოგია

-გამარჯობა. ენდოკრინოლოგმა ჩემს მეუღლეს, რომელსაც მომატებული აქვს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი (5.2აქვს) დაუნიშნა ომეგა3 ტრიგლიცირიდების სახით. თვითონ ანალიზში გლუკოზა და ყველა სხვა მონაცემი ნორმაშია, მათ შორის ტრიგლიცირიდებიც საშუალო ნიშნულზეა. ეს ომეგა3 ტრიგლიციდების მომატებას ხომ არ გამოიწვევს? ასევე დ ვიტამინის მწვავე დეფიციტზე (6 აქვს) დაუნიშნა სოლგარის დ ვიტამინი. ბევრი ექიმი ამბობს, რომ დ ვიტამინის მიღება ვიტამინ კ2-ის გარეშე არ შეიძლება, ძვლებს ასუსტებს და ოსტეოპოროზს იწვევსო. არადა ამ ექიმმა გვითხრა, მომავალ ზაფხულამდე უწყვეტად უნდა სვასო. მომდევნო ვიზიტზე მხოლოდ 4 თვის შემდეგ მოვხვდებით და იქნებ თქვენ გაგვარკვიოთ. აწევს თუ არა ტრიგლიციდებს ეს ომეგა 3, რომელიც ტრიგლიციდების სახითაა? და შეიძლება თუ არა მხოლოდ დ ვიტამინოს მიღება კ2-ის გარეშე? წინასწარ დიდი მადლობა.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი განრისხებულია ან ტირის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები