მათთვის, ვისაც ვაჟი ეზრდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მათთვის, ვისაც ვაჟი ეზრდება

მამაკაცის მომავალი უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს ნაადრევ ასაკში სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ვაჟებს განსაკუთრებული ყურდღება მოვლისა და ჰიგიენის თვალსაზრისით. თუმცა, ზოგიერთი მშობლის აზრით, სასქესო ორგანოების ხელის ხლება არ შეიძლება, რაშიც გარკვეული ლოგიკა არსებობს. არცოდნამ და უხეშმა მანიპულაციამ შეიძლება მომავალი მამაკაცის ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი: დაზიანებები, ნაწიბურები, ინფექციები. ჰიგიენა კი აუცილებლად უნდა დავიცვათ. აქ ბევრი ნიუანსია. თუ მშობელს უჭირს ახალშობილი ვაჟის სასქესო ორგანოს მოვლა, საჭიროა მიმართოს ბავშვთა უროლოგს, რომელიც ასწავლის სწორ მოვლას. მამაკაცის მრავალი პრობლემა სათავეს ბავშვობიდან იღებს. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, დაზიანებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა, თუ ბავშვობაში დროულად არ მიიღეს ზომები. მაგალითისთვის, თიაქარი, წყალმანკი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კრიპტორქიზმს – როდესაც სათესლე პარკში არ ხდება სათესლე ჯირკვლის ჩამოსვლა. ვაჟის დაბადებისას სათესლე ჯირკვალი უნდა იყოს სათესლე პარკში. უმრავლეს შემთხვევაში სათესლე ჯირკვალი თავისით ეშვება სათესლე პარკში პირველი 3-6 თვის განმავლობაში. ზოგჯერ უფრო გვიან ეშვება, ერთ წლამდე ასაკში. სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობისას აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა, რაც ადრეულ ასაკში უნდა გაკეთდეს, რომ შემდეგ დაგვიანებული არ აღმოჩნდეს. საზოგადოდ, ვაჟების შარდ-სასქესო სისტემის ორგანოებზე ყველა აუცილებელი ჩარევა სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე ჯობს.

უნაყოფობა შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვობაში გადატანილი ყბაყურას შედეგი. სქესობრივი მომწიფების პერიოდში გადატანილმა დაავადებებმა, ტრავმებმა, ვირუსულმა, სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა, ორქიტმა შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული და სექსუალური ფუნქციის დარღვევა. თუ ბავშვი დროულად არ გასინჯა ექიმმა და არ ჩატარდა სათანადო მკურნალობა, შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

ვაჟის გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერება ბავშვის დაბადების შემდეგ, პირველივე დღეებში ხდება. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალია და პათოლოგია: ჰიპოსპოდია, კრიპტორქიზმი, ამორქიზმი, წყალმანკი, ფარული სასქესო ასო, ჰერმაფროდიტიზმი. პირველი სამი თვის განმავლობაში შეიძლება განისაზღვროს სათესლე არხის კისტა, საზარდულისა და სათესლეს თიაქარი, ფიმოზი, ბალანოპოსტიტი. თითოეულ ამ აღნიშნულ პათოლოგიას გააჩნია ოპერაციული და კონსერვატული მკურნალობის ოპტიმალური ვადები. შემდგომი გასინჯვა აუცილებელია დაახლოებით სამი, შვიდი წლის ასაკში. ექიმის კონსულტაცია ვაჟის სქესობრივი მომწიფების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ პრობლემის ხილული ნიშნები არ არის. ჩვეულებრივ, 12-13-14 წლის ასაკში ხდება სიმაღლეში ზრდა, კუნთების მასის მატება, ჰორმონული ცვლილებები. ისეთი პათოლოგიური ნიშნებისას, როგორებიცაა შესივება, ცვლილებები, შეწითლება, სასქესო ორგანოების არეში ასიმეტრია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ახალშობილის სასქესო ორგანოს ე.წ. ინფანტილური შესახედაობა აქვს: კანი მჭიდროდ ფარავს თავს. შარდის გამოყოფა თავისუფალი, უმტკივნეულოა და არ იწვევს ბავშვის დისკომფორტს. შარდის ევაკუაცია ხდება ერთბაშად. ნაკადი უნდა იყოს თხელი, ხოლო ნაკადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სხეულის სიგრძის მესამედს. უფრო მოგვიანებით, 1-1,5 თვის ასაკში, შესაძლებელია აღინიშნებოდეს სპერმის (საცხის) ფრაგმენტების უმნიშვნელო გამოყოფა მანანის ბურღულის ან ხაჭოს ფრაგმენტების მსგავსად. ამ გამონაყოფის არსებობისას სასურველია ექიმის კონსულტაცია. მშობლებმა ეს გამონაყოფი შეიძლება ვერ გაარჩიონ ჩირქოვანი გამონადენისგან, რომელიც აღინიშნება ბალანოპოსტიტის ან ბალანიტის დროს. ერთადერთი განმასხვავებელია სასქესო ასოს თავის კანის სიწითლე, რაც მშობელმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს. ბავშვის სასქესო ორგანოს ერექციის უნარი აქვს პრაქტიკულად დაბადებიდან მეხუთე-მეექვსე დღეს. თუ სპონტანური ერექცია არ აღინიშნება სამ თვემდე ასაკში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

8-9 წლამდე ასაკში ფიმოზი შეიძლება იყოს ნორმალური, ფიზიოლოგიური. უფრო მოგვიანებით ასაკში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღინიშნება პირველი თვითნებური ერექცია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და თესლის გამოყოფა ძილის დროს – პოლუცია. ამ დროს შეიძლება გაიზარდოს ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვალი, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება. თუმცა საჭიროა ექიმის დაკვირვება.

უნაყოფობა და სექსუალური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებამ. ეს სამი მავნე ჩვევა, სამწუხაროდ, აზიანებს სრულიად ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთა რეპროდუქციული სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია. რაც უფრო ნაადრევ ასაკში დაიწყებს ვაჟი მათ მოხმარებას, მით მეტად დაზიანდება შარდ-სასქესო სისტემა და სქესობრივი სფერო. ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, პირველ რიგში, სახიფათოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ამასთან დიდია რისკი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარებისა.

რა არის ბავშვთა უროლოგთან კონსულტაციის ჩვენებები:

  • მუცლის, ხერხემლისა და სასქესო ორგანოების (სათესლე, სასქესო ორგანო) არეში ტკივილი.
  • შარდის გამოყოფის დარღვევები (არასათანადო ნაკადი, წყვეტილი შარდვა). შარდვისას ტკივილი, წვა, დღისით შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.
  • სასქესო ორგანოების ცვლილებები, სიწითლე, ჩირქოვანი გამონადენი.
  • შარდის ანალიზში ცვლილებები (ცილის, ბაქტერიების, ლეიკოციტების, ერითროციტების, მარილების არსებობა).
  • შარდის ფერის შეცვლა (სისხლის, ჩირქის მინარევი).
  • სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევები: ფიმოზი, პარაფიმოზი, კრიპტორქიზმი (ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი), მონორქიზმი (როდესაც ერთი სათესლე ჯირკვალია ჩამოსული სათესლე პარკში), ანორქიზმი (როდესაც არც ერთი სათესლე ჯირკვალი არაა ჩამოსული სათესლე პარკში), საზარდულის, სათესლე პარკის თიაქარი, წყალმანკი, ჰიპოსპადია, არაპალპირებადი სათესლეს სინდრომი;
  • სქესობრივი მომწიფების დარღვევა (ნაადრევი სქესობრივი მომწიფება 8 წლამდე, სქესობრივი მომწიფების შეფერხება – მეორეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობა 13 წლის ასაკამდე);
  • სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი;
  • შარდ-სასქესო ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციები;
  • ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა);
  • ვარიკოცელე;
  • ცისტიტი;
  • სასქესო ორგანოების ტრავმა.