რომელი ასაკიდან დავტოვოთ ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ასაკიდან დავტოვოთ ბავშვი

როგორ მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას?

– ფსიქოლოგების აზრით, 7 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვის შინ მარტო დატოვება არ არის რეკომენდებული. ამას გამოკვლევებიც ადასტურებს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები სხვადასხვანაირები არიან. ასაკი მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხასიათი, ტემპერამენტი, და მხოლოდ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, მზად არის თუ არა თქვენი შვილი სახლში უმეთვალყურეოდ დასარჩენად. ეს სასარგებლო გამოცდილებაც არის: – ბავშვი სწავლობს თავისი დროის ორგანიზებას, თავის მოვლას, იმას, რომ მარტო დარჩენისა არ უნდა შეეშინდეს. თუ ხედავთ, რომ თქვენს შვილს მარტო დარჩენისა ეშინია, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი უკვე მზად არის სახლის პატარა მმართველის როლისთვის? ის ამისთვის მზად არის, როცა:

  • არ მოითხოვს, მის გვერდით მუდამ ვიღაც იყოს, მშვიდად თამაშობს ოთახში დიდხანს;
  • კარგად იცის, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა, და რაც არ შეიძლება – რატომ;
  • იცის ტელეფონის გამოყენება;
  • შეუძლია, დამოუკიდებლად ჭამოს, თავი არ დაიზიანოს (რამე არ მოიტეხოს, არ გაიჭრას).

თუმცა ოპერაციისთვის „მარტო სახლში“ მომზადება მაინც აუცილებელია:

  • ჩამოწერეთ თქვენი სამსახურისა და მობილურის, მამის, ბებიის, მეზობლის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ტელეფონის ნომრები. სია თვალსაჩინო ადგილას, ტელეფონის გვერდით გააკარით. აუხსენით ბავშვს, როდის სად უნდა დარეკოს, ასევე ისიც, რომ ტელეფონით რეკვა თამაში არ არის.
  • წასვლისას დახურეთ ფანჯრები, შეამოწმეთ, გამორთულია თუ არა გაზქურა, ონკანი, ელექტროგამათბობელი ხელსაწყოები.
  • მჩხვლეტი და მჭრელი საგნები – ასანთი, სანთებელა, წამლები ბავშვისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილას შეინახეთ. თუნდაც ბავშვმა ამ საგნების მოხმარება იცოდეს, რისკის გაწევა არ ღირს.
  • აუხსენით ბავშვს, რომ უცნობი ადამიანებისთვის კარის გაღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასწავლეთ, როგორ უპასუხოს სატელეფონო ზარებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არავის უთხრას თავისი სახელი, გვარი, მისამართი, ასევე არ შეატყობინოს, რომ სახლში მარტოა.

ეცადეთ, არ დარეკოთ შინ მეტისმეტად ხშირად. ჯერ ერთი, თქვენი ნერვიულობა ბავშვსაც გადაედება, მეორეც, იფიქრებს, რომ არ ენდობით.

თუ მიდიხართ, წადით!

ბავშვის ქცევის წესები განვიხილეთ, მაგრამ არსებობს კანონები მშობლებისთვისაც, რომლებიც უნდა დავიცვათ, რათა ბავშვმა მარტო ყოფნისას დისკომფორტი არ იგრძნოს.

  • თავდაპირველად მცირე ხნით მიატოვეთ – 15-20 წუთით, ისიც მხოლოდ დღის საათებში. არყოფნის ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ.
  • პატარა წინასწარ გააფრთხილეთ, რომ წასვლას აპირებთ, რაც მთავარია, წინასწარვე მიიღეთ მისგან თანხმობაც.
  • აუცილებლად შეატყობინეთ ბავშვს, სად მიდიხართ და რისთვის, ასევე – როდის დაბრუნდებით. არ დაიგვიანოთ, თორემ ნერვიულობას დაიწყებს. თუ დროულად დაბრუნება ვერ მოახერხეთ, დაურეკეთ და გააფრთხილეთ. ასე ბავშვს დისციპლინასა და პუნქტუალობას შეაჩვევთ.
  • მოიფიქრეთ, რით შეიქციოს ბავშვმა თავი: სთხოვეთ, თქვენს მოსვლამდე რაიმე დახატოს, თუ უკვე იცის კითხვა, დაავალეთ, წაიკითხოს წიგნის რამდენიმე ფურცელი, ჩაურთეთ საყვარელი მულტფილმები.
  • თუ შინ შებინდებისას ბრუნდებით, სამზარეულოში, დერეფანსა და ოთახში შუქი ანთებული დატოვეთ, რომ ბავშვს სიბნელისა არ შეეშინდეს.
  • დაუტოვეთ ისეთი საკვები, რომელსაც გაცხელება არ სჭირდება (ბუტერბროდები, ხილი, იოგურტი);
  • ჰკითხეთ, რას აკეთებდა თქვენი არყოფნისას. თუ კარგად მოიქცა და ყველა მითითება და თხოვნა შეასრულა, შეაქეთ. თუ მაინც იცელქა ან რაიმე გააფუჭა, ნუ ეჩხუბებით, ნუ გაკიცხავთ – უბრალოდ, აუხსენით, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და რატომ.