რომელი ასაკიდან დავტოვოთ ბავშვი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რომელი ასაკიდან დავტოვოთ ბავშვი

რომელი ასაკიდან დავტოვოთ ბავშვი
ბავშვი რა ასაკიდან დავტოვოთ მარტო, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე? როგორ მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას?

– ფსიქოლოგების აზრით, 7 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვის შინ მარტო დატოვება არ არის რეკომენდებული. ამას გამოკვლევებიც ადასტურებს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები სხვადასხვანაირები არიან. ასაკი მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხასიათი, ტემპერამენტი, და მხოლოდ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, მზად არის თუ არა თქვენი შვილი სახლში უმეთვალყურეოდ დასარჩენად. ეს სასარგებლო გამოცდილებაც არის: – ბავშვი სწავლობს თავისი დროის ორგანიზებას, თავის მოვლას, იმას, რომ მარტო დარჩენისა არ უნდა შეეშინდეს. თუ ხედავთ, რომ თქვენს შვილს
მარტო დარჩენისა ეშინია, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი უკვე მზად არის სახლის პატარა მმართველის როლისთვის? ის ამისთვის მზად არის, როცა:


თუმცა ოპერაციისთვის „მარტო სახლში“ მომზადება მაინც აუცილებელია:

  • ჩამოწერეთ თქვენი სამსახურისა და მობილურის, მამის, ბებიის, მეზობლის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ტელეფონის ნომრები. სია თვალსაჩინო ადგილას, ტელეფონის გვერდით გააკარით. აუხსენით ბავშვს, როდის სად უნდა დარეკოს, ასევე ისიც, რომ ტელეფონით რეკვა თამაში არ არის.
  • წასვლისას დახურეთ ფანჯრები, შეამოწმეთ, გამორთულია თუ არა გაზქურა, ონკანი, ელექტროგამათბობელი ხელსაწყოები.
  • მჩხვლეტი და მჭრელი საგნები – ასანთი, სანთებელა, წამლები ბავშვისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილას შეინახეთ. თუნდაც ბავშვმა ამ საგნების მოხმარება იცოდეს, რისკის გაწევა არ ღირს.
  • აუხსენით ბავშვს, რომ უცნობი ადამიანებისთვის კარის გაღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასწავლეთ, როგორ უპასუხოს სატელეფონო ზარებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არავის უთხრას თავისი სახელი, გვარი, მისამართი, ასევე არ შეატყობინოს, რომ სახლში მარტოა.

ეცადეთ, არ დარეკოთ შინ მეტისმეტად ხშირად. ჯერ ერთი, თქვენი ნერვიულობა ბავშვსაც გადაედება, მეორეც, იფიქრებს, რომ არ ენდობით.


თუ მიდიხართ, წადით!

ბავშვის ქცევის წესები განვიხილეთ, მაგრამ არსებობს კანონები მშობლებისთვისაც, რომლებიც უნდა დავიცვათ, რათა ბავშვმა მარტო ყოფნისას დისკომფორტი არ იგრძნოს.

  • თავდაპირველად მცირე ხნით მიატოვეთ – 15-20 წუთით, ისიც მხოლოდ დღის საათებში. არყოფნის ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ.
  • პატარა წინასწარ გააფრთხილეთ, რომ წასვლას აპირებთ, რაც მთავარია, წინასწარვე მიიღეთ მისგან თანხმობაც.
  • აუცილებლად შეატყობინეთ ბავშვს, სად მიდიხართ და რისთვის, ასევე – როდის დაბრუნდებით. არ დაიგვიანოთ, თორემ ნერვიულობას დაიწყებს. თუ დროულად დაბრუნება ვერ მოახერხეთ, დაურეკეთ და გააფრთხილეთ. ასე ბავშვს დისციპლინასა და პუნქტუალობას შეაჩვევთ.
  • მოიფიქრეთ, რით შეიქციოს ბავშვმა თავი: სთხოვეთ, თქვენს მოსვლამდე რაიმე დახატოს, თუ უკვე იცის კითხვა, დაავალეთ, წაიკითხოს წიგნის რამდენიმე ფურცელი, ჩაურთეთ საყვარელი მულტფილმები.
  • თუ შინ შებინდებისას ბრუნდებით, სამზარეულოში, დერეფანსა და ოთახში შუქი ანთებული დატოვეთ, რომ ბავშვს სიბნელისა არ შეეშინდეს.
  • დაუტოვეთ ისეთი საკვები, რომელსაც გაცხელება არ სჭირდება (ბუტერბროდები, ხილი, იოგურტი);
  • ჰკითხეთ, რას აკეთებდა თქვენი არყოფნისას. თუ კარგად მოიქცა და ყველა მითითება და თხოვნა შეასრულა, შეაქეთ. თუ მაინც იცელქა ან რაიმე გააფუჭა, ნუ ეჩხუბებით, ნუ გაკიცხავთ – უბრალოდ, აუხსენით, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და რატომ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
სიტუაცია განსჯისათვის: მოზრდილმა გოგონამ მამასა და დედინაცვალთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა.
"მკურნალს" ფსიქოლოგი მეგი გოგოხია იმ აქტუალურ საკითხებზე ესაუბრება, რომლებიც ბოლო დროს დადგა ჩვენი საზოგადოების წინაშე:
ემოციები უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენენ მოზრდილ ადამიანთა ცხოვრებაზეც, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე.
აღმოჩნდა, რომ არსებობს "პირველი სამი წუთის" ეფექტი და მან ბევრი ოჯახის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ...
პერინატალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს დაუგროვდათ საკმაო ინფორმაცია,
მზად არის თუ არა თქვენი პატარა სკოლისთვის? ამის დადგენაში ფსიქოლოგი,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად