ფსიქოლოგი მეგი გოგოხია: ბავშვს ყოველთვის უნდა ეგულებოდეს ადამიანი, ვის კალთაშიც თავს ჩადებს და განიტვირთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგი მეგი გოგოხია: ბავშვს ყოველთვის უნდა ეგულებოდეს ადამიანი, ვის კალთაშიც თავს ჩადებს და განიტვირთება

- გამოდიან ცნობილი ადამიანები - მსახიობები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და ბევრს ლაპარაკობენ სუიციდზე, რომელიც დეზინფორმაციად გვიბრუნდება. პირდაპირ ეკრანიდან იღვრება ბოროტება, რომელსაც საზოგადოებაში ემპათია (სხვისი ემოციის გაგებისა და გაზიარების უნარი) მინიმუმამდე დაჰყავს. თითქოს ადამიანები რეალური ცხოვრების ამსახველი კინოკალეიდოსკოპის მაყურებლები ვხვდებით. კი არ ვცხოვრობთ, კინოს ვუყურებთ მუდმივად. ეს კინოა ტელევიზია, ინტერნეტი, ამ კინოში ვცხოვრობთ და ვთამაშობთ. განსაკუთრებით ბავშვები თამაშობენ ამ კინოთი, ამაშია მთელი უბედურება. ჩემში, ნებისმიერ ზრდასრულში, სიკვდილის ინსტინქტი აღარ ამოქმედდება, ამის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ 16 წლის ბავშვთან ეს იმუშავებს. ამიტომ გთხოვთ, მეტწილად ისეთი ამბები გავაშუქოთ, რომ მეტი პოზიტივი შემოვიტანოთ მედია სივრცეში. ამის გარეშე ვიღუპებით. მარტო ქართველები კი არა, მსოფლიო რაღაც ზღვარზეა - სიგიჟესა და ნორმას შორის. წარმოუდგენელია ყველაფერი ვაყურებინოთ, ვასმენინოთ ბავშვებს, ან დიდებმა რა დავაშავეთ, რომ დილიდან საღამომდე ვისმინოთ, ვინ ვინ მოკლა, ვინ ვინ დაჭრა, ვინ თავი მოიკლა ... ინფორმაციული ტერორი პირდაპირ ურტყამს ჩვენს ახალგაზრდებს.

უწინ არსებობდა სტატისტიკის ინსტიტუტი, რომელიც იკვლევდა ფაქტებს, მაგალითად სუიციდზე, ან აგრესიულობის მატებაზე; აბსოლუტური სიზუსტითა და დეტალებით დებდა მონაცემებს. ასეთი ინსტიტუცია მოისპო, ამ მიმართულებით საქართველოში არავითარი სტატისტიკური კვლევა არ არსებობს. არ ხდება სუიციდის ფაქტების შესწავლა,არ გვაქვს ინფორმაცია - ეს გენეტიკური ფონია, სოციალურ-ეკონომიკური, თუ ფსიქო-სოციალური მოვლენა, რომელიც ბულინგის, საინფორმაციო ტერორისა და ემპათიის დეფიციტის ხარჯზე ვითარდება.

mkurnali.geდღეს სკოლამ აღმზრდელობითი ფუნქცია დაკარგა, მხოლოდ საგანმანათოლებლო ფუნქციას მისდევს. მცირე ხელშეწყობაა ოჯახშიც, გაპრაგმატულდა სამყარო - ბავშვებს ძიძები ზრდიან, ემაპათია და სითბო აკლიათ ანუ ემოციური კონტაქტის გაწყვეტა ხდება შვილებთან. მე არ ვაკნინებ ძიძების ინსტიტუტს, ზოგჯერ მათ გარეშე ვერაფერს გავხდებით, მაგრამ...

- რა არის საჭირო პრევენციისთვის?

- გამოხატვის ფორმით, 2 ძირითადი სუიციდური ქცევა არსებობს, - წინასწარ დაგეგმილი და აფექტური. გახსოვთ ალბათ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ყმაწყვილი გარდაიცვალა და დედამ საპასუხო რეაქციად სუიციდი განახორციელა, რამდენიმე წლის წინ დედას 9 თვის ბავშვი გადმოუვარდა ფანჯრიდან და ნახევარ საათში თვითონაც გადმოხტა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ზეზღურბლოვან გამღიზიანებელს ვერ უმკლავდება და დაახლოებით ნახევარ საათში ვითარდება ისეთი ფსიქოლოგიური აფექტი, რომელიც მთავრდება ასეთი ფორმით. როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, პრევენცია შესაძლებელია. ასეთ დროს დედები განსაკუთრებული შოკის ქვეშ იმყოფებიან და არ უნდა დავტოვოთ, არც ბულინგის მსხვერპლი ბიჭი უნდა დავტოვოთ მარტო.

ასეთ მომენტში უნდა ჰქონდეს მეგობრების, ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია თეორიასავით ( თუმცა, საიდან მოიტანეს, არ ვიცი), - თურმე, მამა, ან დედა რომ დასჯის შვილს, არ უნდა ჩაერიოს სხვა, არც ბებია, არც ბაბუა... ეს კატეგორიულად მიუღებელია. ბავშვს ყოველთვის უდნა ჰყავდეს ადამიანი, ვისთანაც სრულად გაიხსნება. უნდა ეგულებოდეს ადამიანი, ვის კალთაშიც თავს ჩადებს და განიტვირთება. დაწერეთ პირდაპირ: დიახ, უნდა ვიყოთ ძალიან თბილები და რბილები და გვიყვარდეს! სიყვარული მარტო - ჩავაცვი, ვაჭამე და რეპეტიტორი ავუყვანე - არაა. ხანდახან, ტელეფონში საუბრისას, შვილს ხმაზე ვატყობთ, თუ როგორაა. არ უნდა გამოგვეპაროს ეს ხმა და ინტონაცია, თუმცა ზედმეტადაც არ უნდა ჩავაცივდეთ.

მეგობრული კავშირი არ უნდა გავწყვიტოთ არც შვილთან, არც ახლობლებთან - მოდის, რაღაცას გიყვება, შესაძლოა, ზოგჯერ შემაწუხებლებიც არიან, მაგრამ უნდა მოვუსმინოთ. ემპათია არის ერთადერთი პრევენციის საშუალება. ზოგადად კი, სტატისტიკის ინსტიტუტი უნდა ჩამოყალიბდეს თავიდან, რომელმაც არამარტო სუიციდთან, არამედ სხვა მიმართულებით კვლევებიც აწარმოოს და დადოს შედეგები, რის შემდეგაც უკვე მეცნიერებები - ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ნევროლოგია, ფილოსოფია თუ სხვა, თავიანთ ძალიან სერიოზულ არგუმენტებს შეიმუშავებენ და უკვე პრაქტიკულ პრევენციულ გეგმებს განახორციელებენ.

ეკა სალაღაია